Disable Preloader

ბლოგი

სტომატოლოგიური გამოკვლევების მნიშვნელობა

03 აგვისტო 2023

რას სთავაზობს “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” პაციენტებს?

ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხითა და სისწრაფით  ამიერკავკასიის მასშტაბით მოწინავე პოზიციაზე დგას. ჩვენს კლინიკაში პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი სტომატოლოგიური სერვისებით. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა”  მულტიფუნქციურია, რაც ნიშნავს, რომ პაციენტებს  აქვთ შესაძლებლობა ოპერატიულად, ერთ მისამართზე (ვერაზე, ქუჩიშვილის 11 ნომერი), მიიღონ ნებისმიერი სახის სტომატოლოგიური მომსახურება. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ მიიღოთ თერაპიული, ორთოპედიული, ორთოდონტიული, პაროდონტოლოგიური, იმპლანტოლოგიური და გნათოლოგიური სერვისები. ჩვენი მომსახურება ასევე მოიცავს ისეთ ნაკლებად ინვაზიურ მანიპულაციებს, როგორებიცაა: კბილების გათეთრება და კბილების პროფესიული წმენდა, კბილების გასწორება ბრეკეტებითა (მეტალის ბრეკეტები, ფაიფურის ბრეკეტები, ლინგვალური ბრეკეტები) და კაპებით, კარიესის მკურნალობა (კბილის არხების დაბჟენა) და ა.შ.

სტომატოლოგიური კვლევის მნიშვნელობა

ნებისმიერი სახის სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმვამდე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პრობლემის სწორ დიაგნოსტირებასა და მკურნალობისწინარე გამოკვლევების ჩატარებას. პირის ღრუსთან დაკავშირებული, ნებისმიერი სახის პროცედურის წინ, იქნება ეს დაკარგული კბილის ადგილას იმპლანტის მოთავსება თუ პირის ღრუს რბილი ქსოვილების გაჯანსაღება, აუცილებელია, თქვენმა სტომატოლოგმა ბოლომდე გამოიკვლიოს პრობლემის არსი და შემდგომ დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობის კურსი. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა გერმანული პრემიუმ ბრენდის Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. ჩვენი ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით.

კვლევებისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნოლოგიები

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” პროფესიონალთა გუნდი სტომატოლოგიური პრობლემის იდენტიფიცირებისა და მკურნალობის პროცესში იყენებს 21-ე საუკუნის უახლეს მეთოდებსა და დანადგარებს როგორებიცაა:

  • ინტრაორალური სკანერი - Primescan: უახლესი დენტალური სკანერი, რომელიც რეალურ დროში, მომენტალურად აღბეჭდავს პაციენტის პირის ღრუს სასურველ ზონას ეკრანზე,  ფერად ფორმატში და ამით ანაბეჭდის მიღების პროცესს უფრო სწრაფსა და მარტივს ხდის. ეს მოწყობილობა ეხმარება სტომატოლოგს უკეთ გაარჩიოს სამუშაო ზონა და უზრუნველყოს სასურველი შედეგის მიღება.
  • 3D ტომოგრაფია - Orthophos SL 3D: 3D კომპიუტერული ტომოგრაფია არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ მივიღოთ, როგორც მთლიანი ყბა-სახის, ასევე მთლიანი თავის ქალისა თუ სასურველი ზონის სამგანზომილებიანი სურათი და პირის ღრუს ზუსტი გამოსახულება. 
  • Digital Smile Design: DSD-ს საშუალებით ხდება არამარტო მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდგომი არსებული კლინიკური სურათის თვალნათელი შედარება, არამედ მიღებულ შედეგზე დაკვირვება. პაციენტის ვიზიტის შემდგომ, DSD - Digital Smile Design-ის გამოყენებით ექიმი აკეთებს  ფოტომონაცემების ანალიზს. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ადგენს  მკურნალობის გეგმას და ამზადებს მას პაციენტისთვის წარსადგენად.
  • დენტალური მიკროსკოპი (ZEISS, LEICA): მიკროსკოპი უზრუნველყოფს პირის ღრუში სამუშაო სივრცის მაქსიმალურ განათებას, რათა ექიმმა უკეთ შეძლოს დანახვა. მიკროსკოპი ადიდებს გამოსახულებას დაახლოებით 25-ჯერ, რაც სტომატოლოგს ეხმარება კბილის ზუსტი ანატომიური აგებულების დადგენაში და მისი მაქსიმალური სიზუსტით აღდგენაში.

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ თქვენ დაგხვდებათ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, კომფორტულ გარემო. ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ მომსახურება როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი პატარებისთვისაც. ბავშვები ჩვენს კლინიკაში თავს კომფორტულად გრძნობენ, რადგან გარემო სრულადაა მორგებული მათ პოზიტიურ გამოცდილებაზე- სათამაშო სივრცეები და ფერადი აპლიკაციები კედლებზე, ამხიარულებს მათ ხოლო ჩვენი გუნდის პროფესიონალები, თავიანთი პრაქტიკული ცოდნისა საფუძველზე უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებს ადრეულ ასაკში მიღებული ცუდი გამოცდილების გამო არ ჩამოუყალიბდეთ სტომატოლოგთან ვიზიტის შიში. ჩვენი კლინიკის ექიმები პროფესიონალურ კონსულტაციას გაგიწევენ და უზრუნველყოფენ, რომ პირის ღრუს მკურნალობა, თქვენი და თქვენს პატარებისათვის  რაც შეიძლება კომფორტული და ნაკლებად სტრესული იყოს.

მომსახურების ფასების, სტომატოლოგიური განვადებისა თუ სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაციისშესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებადდაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16