Disable Preloader

სიახლეები

პირის ღრუს მოვლა ორსულებში

17 მარტი 2021

არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც ღრძილის დაავადებამ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს დედისა და მისი მომავალი შვილის ჯანმრთელობაზე. პაროდონტოლოგი ნინო ევგენიძე, მომავალ დედებს გიზიარებთ რჩევებს, პირის ღრუს მოვლის პროცესზე.
⠀⠀
ორსულობის დროს მიმდინარე ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს იმ ორსულთა ღრძილების მდგომარეობაზე, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ანთებითი პროცესებისკენ. ⠀⠀
⠀⠀
ორსულობა იწვევს ჰორმონალურ ცვლილებებს, არამარტო სისხლში, არამედ პაროდონტის ქსოვილსა და ღრძილოვან სითხეშიც, რაც ხელს უწყობს პაროდონტოპათოგენული ბაქტერიების გამრავლებას, განსაკუთრებით პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის დროს და ზრდის მომავალი დედის გინგივიტის (ღრძილის ქსოვილის ანთება) და პაროდონტის დაავადების განვითარების რისკს. პაროდონტის ინფექციები ამაღლებს C რეაქტიული ცილის დონეს, რაც ასოცირდება ორსულობის არასასურველ შედეგებთან. ⠀
⠀⠀
პროსტაგლანდინი - ანთების მნიშვნელოვანი მედიატორებია, რომელთა დონე პაროდონტის დაავადების დროს, განსაკუთრებით ორსულობისას მნიშვნელოვნად იზრდება. პროსტაგლანდინების მომატებულმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს დედის ნაადრევი მშობიარობა და დაბალი წონის მქონე ბავშვის დაბადება.

რეკომენდაციები მომავალი დედებისთვის:

  • ორსულებმა კბილები უნდა გამოიხეხონ დღეში 2-ჯერ ფტორირებული კბილის პასტით და ყოველდღიურად ჩაიტარონ კბილთაშორისი წმენდა ძილის წინ.
  • გამოიყენონ ქსილიტოლის შემცველი საღეჭი რეზინი საკვების მიღების შემდეგ.⠀⠀
  • ორსულებმა,რომლებსაც აქვთ ხშირი ღებინება, კბილების არაკარიესული დაზიანებების პროფილაქტიკის მიზნით, სასურველია, გულღებინების შემდეგ თავი შეიკავონ კბილების გამოხეხვისგან, ამ დროს უმჯობესია გამოივლონ გაზგასული მინერალური წყალი ან დაამზადონ სავლები.
  • სასურველია პაროდონტოლოგთან ვიზიტი და საჭიროებისას მკურნალობის ჩატარება ორსულობის მე-2 ტრიმესტრში და მე-3 ტრიმესტრის პირველ ნახევარში.