ბლიც დენტალი-კახაბერ ხარებავას კლინიკა იღებს რეზიდენტებს ორთოპედიის პროგრამაზე. ორთოპედიის რეზიდენტურაზე რეგისტრაციისთვის საჭიროა კლინიკის მეილზე (info@blitsdental.com) გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:
- დიპლომის ასლი
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- CV
- სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ასლი
სწავლის ხანგრძლივობა: 15 თვე
თეორიული ნაწილი 6 თვე
პრაქტიკული ნაწილი 9 თვე
თეორიული კურსი მოიცავს:
- მასალათმცოდნეობა.
- მოუხსნელი პროთეზირება: მეტალოკერამიკა, ცირკონოკერამიკა, პრეს კერამიკა, ,,ცერეკ“ ტექნოლოგია.
- იმპლანტაცია: პირდაპირი და გადავადებული დატვირთვა.
- მოსასხნელი პროთეზირება: სრული, ნაწილობრივი, მოსახსნელი პროთეზირება იმპლანტებზე.
- სატექნიკო საქმე – ექიმის კომპეტენციები.
პრაქტიკული კურსი მოიცავს:
- თეორიულ სწავლებასთან ერთად იმუშავებთ ექიმ-სტომატოლოგებთან ასისტენტად, რაც დამწყებ ექიმს აძლევს მეტი კლინიკური შემთხვევის ნახვის საშუალებას და გამოცდილებას.
- პრაქტიკული ნაწილის დაწყებისას დამოუკიდებლად მიიღებთ პაციენტებს, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
- რეზიდენტურაში გამოიყენება იგივე, უმაღლესი ხარისხის მასალები და მკურნალობის სტანდარტები.
- ყველა მასალითა და ინსტრუმენტით რეზიდენტს უზრუნველყოფს კლინიკა.
- სასწავლო პროგრამა დატვირთულია დამატებითი მასალებით, მაგ: პრეზენტაციები, კურსები, ტრენინგები და ა.შ.
ორთოპედიული რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელია: ზაზა ნაკუდაშვილი - მედიცინის დოქტორი, ექიმი ორთოპედი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
032 222 15 16