ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
გვირგვინებით კბილების დაფარვა უმეტესად ხდება ისეთ შემთხვევაში, როცა დაზიანება დიდ მასშტაბს მოიცავს, აღინიშნება მოტეხილობა ან არის მოტეხილობის რისკი, დიდი ზომის ბჟენები, რესტავრირებული გვირგვინოვანი ნაწილი, ძლიერ ფერშეცვლილი კბილები, ბრუქსიზმი, პათოლოგიური ცვეთა.
ის 360 გრადუსით ფარავს კბილის ზედაპირს, შესაბამისად აუცილებელია კბილის დამუშავება, რომ ზემოდან გაკეთდეს გვირგვინი.
გვირგვინები ასევე გამოიყენება დენტალურ იმპლანტებზე რესტავრაციის შესასრულებლად.
მასალის მიხედვით გვირგვინები შეიძლება იყოს: ფაიფურის, ცირკონის, ლითონ-ფაიფურის, პლასტმასის. ნებისმიერ შემთხვევაში, გვირგვინი მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ბუნებრივ კბილთან როგორც ფუნქციურად, ასევე ესთეტიკურად.
თავდაპირველად აუცილებელია კბილის გამოკვლევა და რენტგენის გადაღება, რათა სტომატოლოგმა დაინახოს არის თუ არა ფესვის მკურნალობის საჭიროება. შემდეგ უკვე ხდება ბუნებრივი კბილის მინიმალური დამუშავება წრიულად და ციფრული ანაბეჭდის აღება, რომელიც იგზავნება ლაბორატორიაში. ამის შემდეგ, პაციენტს უკეთდება დროებითი გვირგვინი, იმისათვის რომ არ იგრძნოს ესთეტიკური დისკომფორტი მანამ, სანამ არ დამზადდება მისი საბოლოო გვირგვინი.
ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, გვირგვინების დამზადება და დაფიქსირება ხდება მაღალი სიზუსტით, რაც გამორიცხავს ბაქტერიების შეღწევას და გამრავლებას გვირგვინის ქვეშ. საკუთარი ციფრული ლაბორატორია კი ზოგავს პაციენტის დროსა და რესურსს. გაიგეთ მეტი ორთოპედია-ზე.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები
როგორც თავად პაციენტები ამბობენ, ჩვენთან 22-ე საუკუნეა!