ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
"ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში" კბილების გათეთრება ხდება გერმანული ბრენდის White Smile-ის Flash სისტემით.
ინდივიდუალური კაპებით გათეთრების მეთოდის გამოყენების შემთხვევაში ხორციელდება ანაბეჭდის აღება ორივე ყბაზე (ან ერთზე), რის შემდეგაც, ლაბორატორიაში მზადდება ინდივიდუალური კაპები. ის სპეციალურ მათეთრებელ გელთან ერთად გადაეცემა პაციენტს, რომელიც სპეციფიური რეჟიმით უნდა გამოიყენოს. გათეთრების აღნიშნული მეთოდი ოფისის გათეთრებასთან შედარებით მეტ დროს მოითხოვს, რადგან გარკვეულ შედეგს 3-4 დღის შემდეგ ვიღებთ, ხოლო მთლიანი კურსი 21 დღეს მოიცავს.
აღნიშნული სისტემით სასურველი შედეგის მიღება პაციენტის ერთ ვიზიტშია შესაძლებელი, ამისთვის გამოიყენება ულტრათანამედროვე ბრენდული აპარატი პოზიციის ინოვაციური სისტემით, სენსორული ფერადი ეკრანით და კლავიატურით. (კბილის მდგომარეობა გათეთრების პროცედურამდე და გათეთრების შემდგომ პროგრამულად ფასდება). სხივური გათეთრების დროს ღრძილები იზოლირდება სხივგამყარებადი გელის საშუალებით, კბილებზე თავსდება გამათეთრებელი მასალა (გელი) და ხდება სხივის ნაკადის პოზიციონირება, რომელიც იწვევს გელის გააქტიურებას, შლის პიგმენტს და 30 წუთში რამდენიმე ტონით ათეთრებს. პროცედურის დასრულების შემდეგ მგრძნობელობის შესამცირებლად კბილები იფარება ფტორ შემცველი გელით და შედეგის შესანარჩუნებლად ინიშნება 14 დღიანი თეთრი დიეტა. გათეთრების ოფისის სისტემის შემდეგ, ასევე რეკომენდებულია ინდივიდუალური კაპების გამოყენება კვირაში 2-3-ჯერ, მიღებული შედეგის უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნების მიზნით.
გათეთრების სისტემის ორივე შემთხვევაში მოქმედებს მაღალპროცენტიანი წყალბადი, რომლის დაშლის შედეგად გამოიყოფა აქტიური მოლეკულური ჟანგბადი, სწორედ ის აღწევს ქსოვილებში და ამგვარად ხორციელდება პიგმენტის გამოდევნა და შესაბამისად გათეთრება. ამ ორი ტიპის გათეთრების განმასხვავებელი ნიშნები არის გელის სხვადასხვა კონცენტრაცია და დრო (მოქმედების ხანგრძლივობა).