მკურნალობის მაღალი ხარისხისა და ხელსაყრელი ფასების გამო, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად როგორც ევროპელი, ასევე აზიელი პაციენტებისათვის.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა მომსახურებას უწევს პაციენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორებიცაა: ისრაელი, აშშ, გერმანია, იტალია და სხვა.
Მულტიპროფილური სტომატოლოგიური კლინიკა
Ჩვენს პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სტომატოლოგიური მომსახურების სრული სპექტრით, როგორც ნარკოზის გამოყენებით, ასევე მის გარეშე.
„ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ მულტიპროფილურია - პაციენტებს შეუძლიათ, რაც შეიძლება მოკლე დროში, სრულიად უმტკივნეულოდ მიიღონ სასურველი შედეგი - ისარგებლონ თერაპიული, ქირურგიული, ორთოპედიული, ორთოდონტიული, პაროდონტოლოგიური, იმპლანტოლოგიური და გნათოლოგიური მომსახურებით.
პაციენტს საქართველოში ჩამოსვლამდე შეუძლია გაიაროს ონლაინ კონსულტაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, რის შემდეგაც ჩვენი მაღალპროფესიონალი გუნდი ადგენს მკურნალობის გეგმას, კონსულტაციების რაოდენობას/დროს, სერვისის ღირებულებას, რაც საშუალებას აძლევს პაციენტს ზუსტად დაგეგმოს ვიზიტი საქართველოში, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სამედიცინო ტურიზმს, არამედ ქვეყნის მონახულებას.
პაციენტის ჩამოსვლის დეტალები თანხმდება პარტნიორ ტურისტულ კომპანიებთან, რათა მოხდეს ვიზიტის დეტალური დაგეგმვა. ჩვენი მხრიდან ვაგზავნით მოწვევის საბუთს და ვამზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
კლინაკში თავისუფლად საუბრობენ ინგლისურ და რუსულ ენებზე, რაც ხსნის ბარიერს უცხოელ პაციენტსა და ექიმს შორის და ამარტივებს სამუშაო პროცესს.
პირის ღრუს სრული რეაბილიტაცია ერთ დღეში
უცხოელი პაციენტები ჩვენს კლინიკას, ძირითადად, მიმართავენ იმპლანტაციისა და ორთოპედიული (ვინირები, გვირგვინი, ჩანართი, ხიდი) მომსახურებისათვის. განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა პირის ღრუს სრულ რეაბილიტაციაზე - „ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ პაციენტებს სრული რეაბილიტაციის ფარგლებში სთავაზობს მხოლოდ 1 დღეში ვინირებისა და გვირგვინების განთავსებას და ასევე, იმპლანტაციასთან ერთად, ორთოპედიული კონსტრუქციების დაფიქსირებას. დროის ფაქტორიდან გამომდინარე ეს პროცედურა განსაკუთრებით მიმზიდველი სწორედ უცხოელი პაციენტებისთვისაა.
პროცედურების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი საკმაოდ კომფორტულია პაციენტისათვის. ძირითად შემთხვევებში, როდესაც პაციენტს უტარდება ორთოპედიული მკურნალობა, საერეაბილიტაციო პერიოდის დროს ექიმის მეთვალყურეობა საჭირო არ არის და პაციენტს შეუძლია ქვეყანა დატოვოს პროცედურის ჩატარებიდან უმოკლეს დროში. რაც შეეხება იმპლანტაციას, პაციენტს შეუძლია ქვეყანა დატოვოს მას შემდეგ, რაც მოიხსნება ნაკერები.
მკურნალობის დაგეგმვა
უცხოელ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მკურნალობის დასაგეგმად, უშუალოდ ქვეყანაში ვიზიტამდე, გაიარონ ონლაინ კონსულტაცია და მიიღონ მკურნალობის ხარჯთაღრიცხვა.
დაგეგმვის ეტაპზე, კლინიკის პროფესიონალთა გუნდი აფასებს პაციენტის 3D ტომოგრაფიულ სურათს და პირის ღრუს ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, ადგენს მკურნალობის დეტალურ გეგმას.
წინასწარი ონლაინ კონსულტაცია მნიშვნელოვანია არა მარტო მკურნალობის კურსის დასაგეგმად, არამედ პაციენტსა და ექიმს შორის ნდობის დასამყარებლადაც. ექიმსა და პაციენტს შორის უშუალო კონტაქტი პაციენტს ეხმარება მიიღოს სრული ინფორმაცია მისთვის საჭირო ყველა პროცედურის შესახებ, იქნება ეს: ვინირება, იმპლანტაცია, ბრეკეტებით მკურნალობა თუ ა.შ.
Საერთაშორისო პარტნიორები
“Ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” გერმანული პრემიუმ ბრენდის Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. ბრენდი მომხმარებლებს მუდმივად ახალ გადაწყვეტებს სთავაზობს, სწორედ ამიტომ მას ირჩევენ მსოფლიოს წამყვანი სტომატოლოგები. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა და ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით. შესაბამისად, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას გააჩნია ტექნოლოგიური უპირატესობა.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” თანამშრომლობს სტომატოლოგიური მასალების მწარმოებელ იტალიურ კომპანია Vita-სთან. მრავალი წელია, ჩვენი კლინიკისა და Vita-ს მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ჩვენი კლინიკის პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ სტომატოლოგიური მომსახურება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული მასალებით.
ჩვენი კლინიკა ასევე თანამშრომლობს იტალიურ ლაბორატორია Laboratorio Odontotecnico Zaramella-სთან. სწორედ ჩვენი კლინიკის თანამედროვე აღჭურვილობა და ექიმ-სტომატოლოგთან მაღალი დონე გახდა იმის მიზეზი, რომ იტალიურმა ლაბორატორიამ კავკასიის რეგიონში პარტნიორად, სწორედ “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” აირჩია.