Disable Preloader

ენდოდონტია

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

ენდოდონტია წარმოადგენს სტომატოლოგიის სფეროს, რომელიც კბილების ფესვის არხების დაავადებების დიაგნოტიკასა და მკურნალობას მოიცავს. დღეს ენდოდონტია სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სფეროა, ხოლო ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას ენდოდონტიური მკურნალობა წარმოადგენს. ჩვენს კლინიკაში ფესვის არხების მკურნალობა ხორციელდება ენდოდონტისტების მიერ, რომლებიც ფლობენ ამ სფეროში თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ უნარ-ჩვევებს და ტექნოლოგიებს. პაციენტების მკურნალობისას ჩვენ ვაღწევთ გრძელვადიან და პროგნოზირებად შედეგებს.

ბლიც დენტალი-კახაბერ ხარებავას კლინიკაში სტომატოლოგიური მიკროსკოპების გამოყენება ქმნის თუნდაც „უიმედო” კბილების გადარჩენის შესაძლებლობას. მიკროსკოპის დახმარებით, 25-ჯერ გადიდების მეშვეობით შეიძლება სრულად და დეტალურად დავინახოთ კბილის ზედაპირზე და მის შიგნით არსებული მდგომარეობა. ოპტიკური გადიდება უზრუნველყოფს საიმედო და გრძელვადიან შედეგს კომპლექსური მკურნალობისას.

ZEISS არის მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლის მიკროსკოპი, ის გაცილებით მეტია, ვიდრე აპარატურა. ეს უზრუნველყოფს 100%-ით იდენტიფიცირებას კბილის ანატომიის და ენდოდონტისტის მიერ შესაძლებელი ხდება გარანტირებული მკურნალობის ჩატარება.