Disable Preloader

ბლოგი

როგორ მოვუაროთ ვინირებს?

21 ივლისი 2021

ვინირება გულისხმობს კბილის გარეთა, ანუ ვესტიბულური ზედაპირის დაფარვას უმაღლეს ხარისხის, თხელი კერამიკული ფირფიტებით, რომელთა სისქე 0,2-0,5 მმ-დან იწყება. 

მათი საშუალებით  შესაძლოა გამოსწორდეს კბილის ფერი, ფორმა, აგრეთვე ტრემები და დიასთემები (კბილთაშუა სივრცეები), ტრავმული დაზიანებები, როგორებიცაა ცვეთა და მოტეხილობა. 

მასალა, რომლისგანაც ვინირები მზადდება არის მაქსიმალურად მიახლოებული კბილის სტრუქტურასთან. აქედან გამომდინარე მისი გამჭვირვალობა და სიმყარე გავს კბილის ქსოვილს, რაც ბუნებრივ ეფექტს სძენს კბილებს, დიდხანს ინარჩუნებს ფერსა და ფორმას.

ვინირების მოვლა საკმაოდ მარტივია.გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია:

  • შეზღუდეთ მოწევა და ფერადი საკვების/სასმელის მიღება. ვინირების დაფიქსირების შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, საჭიროა შეზღუდოთ თამბაქოს მოწევა და ისეთი საკვების მიღება, რომელმაც შესაძლოა კბილის შეღებვა გამოიწვიოს (კენკროვანი ხილი, ჭარხალი, სხვადასხვა ხილის წვენი, წითელი ღვინო, ყავა, ჩაი და ა.შ.).
  • მოერიდეთ მკვრივი საკვების მოკბეჩას: ვინირი საკმაოდ გამძლეა, მას აქვს მეტი გამძლეობა, ვიდრე ბუნებრივ კბილს. ამის მიუხედავად სასურველია, მოერიდოთ ჰორიზონტალურ დატვირთვას, რაც გულისხმობს მყარი საკვების წინა კბილებით გაგლეჯას ან ჩაკბეჩას, რათა თავიდან აიცილოთ ვინირის გაბზარვა ან გატეხა. 
  • სწორად შეარჩიეთ კბილის პასტა და ჯაგრისი. აუცილებელია საშუალო სირბილის ჯაგრისის გამოყენება, რადგან უხეშმა ჯაგრისმა შესაძლოა გამოიწვიოს ვინირის გარსის დაზიანება. მოერიდეთ აბრაზიული კბილის პასტის გამოყენებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ნაკაწრები ვინირებზე. 
  • სპორტსმენებმა გამოიყენეთ კაპი. თუ აქტიური სპორტით ხართ დაკავებული, აუცილებელია სპეციალური დამცავი კაპის გამოყენება.
  • რეგულარული კონსულტაცია. ყოველ 6 თვეში ერთხელ მიმართეთ სტომატოლოგს, წმენდისა და გეგმიური დაკვირვებისთვის. რეგულარული დაკვირვება კი იმის გარანტია, რომ თქვენი ვინირები ყოველთვის იდეალურ მდგომარეობაში იქნება და შემატებს თქვენს ღიმილს მეტ თავდაჯერებულობას.

შეიძლება დაგაინტერესოთ: