ორთოპედიული სტომატოლოგია
21 დეკემბერი 2023
რას ვგულისხმობთ, როდესაც ვსაუბრობთ ორთოპედიულ სტომატოლოგიაზე?
ორთოპედიული სტომატოლოგია არის სტომატოლოგიის ის მიმართულება, რომელიც ემსახურება ყბა-კბილთა სისტემის მთლიანობასთან დაკავშრებული პრობლემების დიაგნოსტიკას და შემდგომ მკურნალობას.
ორთოპედიული მკურნალობის დროს ხდება კბილთა მწკრივის დეფექტების აღმოფხვრა და დაკარგული კბილის ჩანაცვლება მოუხსნელი ხელოვნური კონსტრუქციებით, ერთ-ერთი მათგანი კი არის იმპლნატი და მასზე განთავსებული გვირგვინი. გარდა ვიზუალური ხარვეზების აღმოფხვრისა, დაკარგული კბილის იმპლანტით ჩანაცვლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს პირის ღრუს ზოგად ჯანმრთელობასა და ჰიგიენის შენარჩუნებაში, რადგან გვირგვინები ვიზუალურ ეფექტთან ერთად, აუმჯობესებენ ყბა-სახის სისტემის ფუნქციას და ხელს უშლიან საკვები ნარჩენებს დაგროვებას „არარსებული კბილის“ ადგილზე.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში” პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ორთოპედიული მომსახურების სრული სპექტრი იქნება ეს დენტალური ხიდები, ვინირები თუ გვირგვინები და ასე შემდეგ.
- ვინირები - ვინირება ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და თანამედროვე მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება და ძირითადად, ორთოპედიული მიზნით გამოიყენება. კერამიკული ვინირები ფაიფურის თხელი ფირფიტებია, რომლებიც კბილს გარედან ეკვრიან, მათი სისქე საშუალოდ 0.3-0,5 მილიმეტრია. კერამიკული ვინირების ფიქსაცია შესაძლებელია ანატომიური სტრუქტურების ზრდის პროცესის დასრულებისთანავე, ანუ 18 წლიდან, ყველა იმ პაციენტისათვის, ვისაც სურს უშუალოდ კბილებზე არსებული ხარვეზის კორექცია ან კბილთა რკალში არსებული ანომალიების მკურნალობა.
- გვირგვინები - გვირგვინებით კბილების დაფარვა უმეტესად ხდება ისეთ შემთხვევებში, როცა დაზიანება დიდ მასშტაბს მოიცავს, აღინიშნება მოტეხილობა ან არის მოტეხილობის რისკი, დიდი ზომის ბჟენები, რესტავრირებული გვირგვინოვანი ნაწილი, ძლიერ ფერშეცვლილი კბილები, ბრუქსიზმი, პათოლოგიური ცვეთა. კბილის ხელოვნური გვირგვინები აღადგენენ საღეჭი აპარატის ფუნქციას და ხელს უშლიან სახის ასიმეტრიის განვითარებას. თანამედროვე ხელოვნური გვირგვინები მრავალფეროვანი მასალისაგან მზადდება. გამოცდილი და პროფესიონალი სტომატოლოგი დაგეხმარებათ შეარჩიოთ ხელოვნური გვირგვინის მასალა. ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის საწყის ეტაპზე მოხდეს ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა პაციენტის ბუნებრივი კბილის ფერი და მინანქრის (იგივე ემალი) სტრუქტურა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და პაციენტის პირის ღრუს ინდივიდუალურ მახასიათებლებზე ზუსტად მორგებული ხელოვნური გვირგვინი გამოირჩევა გამძლეობით, ფერის მდგრადობით და მაღალი ესთეტიკურობით და მრავალი წლის განმავლობაში ასრულებს თავის ფუნქციას, რაც შეეხება მკურნალობის ეფექტის შენარჩუნებას, მნიშვნელოვანია პაციენტი მიჰყვებოდეს ექიმის რეკომენდაციებს და 6 თვეში ერთხელ იტარებდეს გეგმიურ სტომატოლოგიურ შემოწმებებს. გეგმიურ ვიზიტებთან ერთად საჭიროა კბილების პროფესიული წმენდის პროცედურის ჩატარებაც (6 თვეში ერთხელ).
- სტომატოლოგიური ხიდები - სტომატოლოგიური ხიდის გამოყენებით ორთოპედიული მკურნალობა დღეს საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. სტომატოლოგიური ხიდი მოუხსნელი კონსტრუქციაა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც პაციენტს დაკარგული კბილის მეზობლად მდებარე კბილები (როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ) ჯანსაღი აქვს. თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობას გვაძლევს რაც შეიძლება მარტივად და პაციენტისათვის კომფორტულად (პრაქტიკულად უმტკივნეულოდ) აღვადგინოთ დაკარგული კბილი. დენტალური ხიდების უპირატესობა მათი ხელმისაწვდომობა და დაყენების უმტკივნეულო პროცესია. სტომატოლოგიური ხიდების დაყენება ნაკლებად ინვაზიური მეთოდია და არ საჭიროებს ყბის ძვალზე მანიპულაციების ჩატარებას. სიმარტივის გამო პაციენტები ხშირად ირჩევენ ადენტიის მკურნალობის სწორედ ამ მეთოდს. სტომატოლოგიური ხიდი საკმაოდ გამძლეა და დიდ დატვირთვას უძლებს, ამასთან, ის არა მარტო ესთეტიკური თვალსაზრისით აუმჯობესებს პირის ღრუს, არამედ სრულად აღადგენს საღეჭ ფუნქციასაც.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა (ვერა, ქუიშვილის ქ. 11) მსოფლისო წამყვანი ბრენდის - Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია, კლინიკა და ლაბორატორია აღჭურვილია dentsply sirona-ს მიერ წარმოებული ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხიანი მწარმოებელია მსოფლიოში.
ჩვენს კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. ჩვენი გუნდს მთავარი მიზანია მივცეთ პაციენტებს საშუალება, დატკბნენ მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილით.
ვიზიტის დასაჯავშნად და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერე კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16