Disable Preloader

ბლოგი

რა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ღიმილი სრულად განვაახლოთ

04 იანვარი 2024

ახალი წელი ყოველი ჩვენგანისთვის სიახლეებთან ასოცირდება და ერთგვარი მოტივაციაა გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრების ხარისხი, ავიხდინოთ და დავისახოთ სურვილები თუ მიზნები. ჩვენი საახალწლო სურვილების ნაწილი ჩვენი გარეგნობისა და განსაკუთრებით, ღიმილის გაუმჯობესებას უკავშირდება. ბლოგში, დღეს გვინდა გესაუბროთ იმ პროცედურებზე, რომლებიც დაგეხმარებათ სრულიად განაახლოთ თქვენი ღიმილი.

კბილების გასწორება ბრეკეტებით

ბრეკეტები ორთოდონტიული სტომატოლოგიის ნაწილია. ორთოდონტიული მკურნალობის მიზანია პირის ღრუს ესთეტიკის გაუმჯობესება, ღეჭვის ფუნქცის დაბალანსება და უკვე მიღებული შედეგის შენარჩუნება. ღიმილის ვიზუალური ეფექტის გასაუმჯობესებლად და ორთოდონტიული პრობლემების მოსაგვარებლად, ყველაზე ხშირად პაციენტები ირჩევენ ბრეკეტებსპაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დგება ორთოდონტიული მკურნალობის გეგმა, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალურად შეირჩევა ორთოდონტიული კონსტრუქციები

ორთოდონტიული მკურნალობის დროს პაციენტს აქვს მრავალფეროვანი არჩევანი: ფირფიტები, კაპები თუ ბრეკეტები, რომელიც შესაძლოა იყოს მეტალის, კერამიკული ან ლინგვალური (კბილების შიგნითა მხრიდან), ასევე საფირის გამჭირვალე და დეიმონის თვითლიგირებადი ბრეკეტები

მეტალის ბრეკეტები ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ამავდროულად, ხელმისაწვდომი კონსტრუქციაა, რომელიც მაგრდება ვესტიბულურად (კბილის გარეთა ზედაპირზე), არის მტკიცე და საიმედო.

რაც შეეხება კერამიკულ ბრეკეტებს, მისი  უპირატესობა ესთეტიკურობაშია, ის იმეორებს კბილის ფერს და არის ნაკლებად შესამჩნევი. ბრეკეტების დაყენების პროცედურის ხანგრძლივობა (იქნება ეს კერამიკული ბრეკეტი, მეტალის ბრეკეტი თუ ლინგვალური ბრეკეტი) დამოკიდებულია პაციენტის პირის ღრუს სპეციფიკასა და ორთოდონტიული პრობლემის სირთულეზე. შესაბამისად, ყოველი პროცედურა ინდივიდუალურია, თუმცა, ძირითადად 45 წუთიდან 60 წუთამდე გრძელდება. რაც შეეხება ბრეკეტების ღირებულებას, მათი ფასი დამოკიდებულია როგორც მასალაზე, ასევე დაყენების მეთოდზე. "ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში" ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ბრეკეტ-სისტემებს და მათი ფასი ხარისხთან შედარებით საკმაოდ ხელმისაწვდომია - კონკრეტული ბრეკეტის ფასის გასაგებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე.

კერამიკული ვინირები

ვინირება თანამედროვე ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ყველაზე გავრცელებული   მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, სურვილისამებრ, კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება. ყველაზე ხშირად პაციენტები ირჩევენ ვინირებას იმ შემთხვევაში, როდესაც არ მოსწონთ ბუნებრივი კბილების ფერი ან ფორმა და სურთქონდეთ .. “ჰოლივუდის ღიმილი”. თუმცა, ესთეტიკური მიზნების გარდა, ვინირება მიზანშეწონილია პირის ღრუში მიმდინარე მრავალი პათოლოგიური პროცესის დროსაც, მაგალითად: კბილის ქსოვილის ფართო კარიესული დაზიანების, კბილის მინანქრის დაზიანების, კბილების ცვეთის და სხვა შემთხვევებში. ვინირები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება. კერამიკული ვინირები წარმოადგენს ფაიფურის თხელ ფირფიტებს, მათი სისქე საშუალოდ 0,3-0,5 მილიმეტრია და ის გარედან, ფასადურად ეკვრის კბილსკერამიკული ვინირების დამზადება შესაძლებელია თანკბილვის  პროცესის ჩამოყალიბების დასრულებისთანავე, ანუ 18 წლიდან, ყველა იმ პაციენტისათვის, რომელსაც სურს  უშუალოდ კბილებზე არსებული ვიზუალური ხარვეზების კორექცია ან კბილთა რკალში არსებული ანომალიების მკურნალობა. ვინირების გაკეთება მიზანშეწონილია თუ თქვენ გაქვთ: ფერშეცვლილი კბილი, ბზარები კბილებზე, მსუბუქად გაცვეთილი კბილები, არათანაბარი და არასტანდარტული ფორმის კბილები, კბილთაშორისი დაშორებები (დიასთემები, ტრემები).

დენტალური იმპლანტაცია 

დენტალური იმპლანტაცია უკბილობის (ადენტია) მკურნალობის ყველაზე თანამედროვე და ფართოდ გავრცელებული მეთოდია. დენტალური იმპლანტაციის აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც პაციენტს კბილი სრულიად აქვს დაკარგული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყბის ძვალში არ არის ფესვი. იმპლანტაციის პროცედურა გულისხმობს პაციენტის ყბის ძვალში ხელოვნური ფესვის, ანუ მეტალის იმპლანტის მოთავსებას, რომელზეც შემდგომში ხელოვნური კბილი, იგივე გვირგვინი ფიქსირდება. დღესდღეობით, კბილის დაკარგვის შემდეგ დარჩენილი სივრცის შევსების მრავალი  მეთოდი არსებობს, თუმცა იმპლანტაცია ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად რჩება, რადგან იმპლანტი და მასზე მოთავსებული ხელოვნური კბილი (გვირგვინი) როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციურად იმეორებს ბუნებრივი კბილის აგებულებას და სრულად ითავსებს მის ფუნქციას. მას შემდეგ, რაც დენტალური იმპლანტი თავსდება დაკარგული კბილის ადგილას, განსხვავება მასსა და ბუნებრივ კბილებს შორის თვალისათვის შეუმჩნეველი ხდება. 

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“  გთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომფორტულ გარემოს. ჩვენი კლინიკის ექიმები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას და დაგეხმარებიან დატკბეთ „ჰოლივუდის ღიმილით“ რაც შეიძლება მოკლე დროში.