საზოგადოების ფართო წრეებში გავრცელებულია აზრი, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი უნდა დავგეგმოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გვაწუხებს კბილის ტკივილი ან არასასიამოვნო შეგრძნება ცივი და ცხელი საკვების მიღების დროს. ეს შეხედულება საკმაოდ სერიოზული პრობლემების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს, რადგან უმეტესწილად პაციენტები არ აქცევენ სათანადო ყურადღებას კბილებისა და ზოგადად პირის ღრუს ჯანმრთელობას, რადგან მათ „არაფერი სტკივათ“. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” გუნდს, გვსურს დღეს გესაუბროთ ისეთ სტომატოლოგიურ დაავადებებზე, რომლებიც საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და რომელთა ადრეული იდენტიფიცირება აგარიდებთ თავიდან დამატებით პრობლემებსა და გართულებებს.
თითქმის ყველა ზრდასრულმა ადამიანმა იცის თუ რა არის ღრძილების ანთება და როგორ ვლინდება ის. ნადები და ქვები, რომელიც გროვდება ღრძილის ქვევით და შეუმჩნეველია თვალისათვის, საბოლოოდ იწვევს ღრძილის ანთებას. შეწითლებული ღრძილები, მორყეული კბილები და არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ეს ყოველივე ღრძილების ანთების გამწვავებული შემთხვევის მახასიათებლებია. ამ დროს პაციენტს უკვე აწუხებს ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ღრძილების ანთება პირველ ეტაპზე, მაშინ როდესაც ამ დაავადებისაგან განკურნება ყველაზე მარტივია, სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ღრძილების ანთება - კბილის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელმაც შესაძლოა დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში გამოიწვიოს ადენტია (კბილის დაკარგვა). პაროდონტის დაავადებები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ყოველი 10 ზრდასრულიდან 7 უჩივის. სწორედ ამიტომ, “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” გირჩევთ, აუცილებლად დაგეგმოთ ვიზიტი თქვენს სტომატოლოგთან მინიმუმ 6 თვეში ერთხელ, მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა რაიმე სახის ჩივილები. პროფესიონალი სტომატოლოგი შეაფასებს თქვენი პირის ღრუს კლინიკურ სურათს და საჭიროების შემთხვევაში, დაგეგმავს პრევენციული მკურნალობის კურსს, რომელიც რაც შეიძლება უმტკივნეულოდ, დროის მოკლე პერიოდში მოგიგვარებთ პირის ღრუსთან დაკავშირებულ პრობლემებს.
თანამედროვე სტომატოლოგიაში მრავლადაა ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც პაციენტის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ღრძილის ქსოვილების განლევა ანუ ღრძილის რეცესია. ღრძილის რეცესიის პროცესი გულისხმობს ღრძილის თანდათანობით აწევასა და ფესვის გაშიშვლებას. თანდათანობით, ღრძილის ქსოვილი აღარ ფარავს კბილის ფესვს, რაც, თავის მხრივ, ვიზუალურად კბილს უფრო გრძელს და არაესთეტიკურს აჩენს. ღრძილის რეცესია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა როგორც ახალგაზრდა, ასევე შუახნის ასაკის პაციენტებში. თავდაპირველად ეს პრობლემა ნელა და უმტკივნეულოდ ვითარდება, ხშირად, პაციენტმა არც კი იცის, რომ აღენიშნება ღრძილების განლევა და ვიზუალური პრობლემა თავს მხოლოდ ბოლო ეტაპზე იჩენს. რაც შეეხება პირველად სიმპტომებს, რეცესიის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს კბილის მომატებული მგძნობელობა, ასევე, ვიზუალურად კბილებზე აღინიშნება ფორმის ცვლილებები. ღრძილის რეცესიის გამომწვევი მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია და ძირითადად პაციენტის პირის ღრუს ინდივიდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. ზოგიერთ ადამიანს გენეტიკურად აღენიშნება ღრძილის თხელი ბიოტიპი, რაც რეცესიისადმი მიდრეკილებას ზრდის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ბუნებრივად თხელი და სუსტი ღრძილები, პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხშირად დაგეგმოთ ვიზიტი სტომატოლოგთან და გამოიყენოთ ისეთი კბილის პასტები და სავლები საშუალებები, რომლებიც გააძლიერებენ და გააჯანსაღებენ თქვენს ღრძილებს და თავიდან აგაცილებთ სამომავლო გართულებებს.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხითა და სისწრაფით ამიერკავკასიის მასშტაბით წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკაა. ჩვენს კლინიკაში პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ციფრული სტომატოლოგიური სერვისები.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” მულტიფუნქციურია, რაც ნიშნავს, რომ პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ოპერატიულად, ერთ მისამართზე (ვერაზე, ქუჩიშვილის 11 ნომერი), მიიღონ ნებისმიერი სახის სტომატოლოგიური მომსახურება. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ მიიღოთ თერაპიული, ორთოპედიული, ორთოდონტიული, პაროდონტოლოგიური, იმპლანტოლოგიური და გნათოლოგიური სერვისები. ჩვენი მომსახურება ასევე მოიცავს ისეთ ნაკლებად ინვაზიურ მანიპულაციებს, როგორებიცაა: კბილების გათეთრება და კბილების პროფესიული წმენდა, კბილების გასწორება ბრეკეტებითა (მეტალის ბრეკეტები, ფაიფურის ბრეკეტები, ლინგვალური ბრეკეტები) და კაპებით, კარიესის მკურნალობა (კბილის არხების დაბჟენა) და ა.შ. ამასთან ერთად, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ გადახდის კომფორტული გრაფიკით - “გადახდის გადანაწილება” ან გამოიყენონ საბანკო განვადება.