პაროდონტიტი კბილის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელმაც შესაძლოა დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში გამოიწვიოს კბილების დაკარგვაც კი.
პაროდონტის დაავადებები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ყოველი 10 ზრდასრულიდან 7 უჩივის. პაროდონტის მრავალი სახის დაავადება არსებობს, თუმცა მათი უმრავლესობა გამოწვეულია პირის ღრუში დაგროვილი ბაქტერიული მასით (ბიოაპკით). ასეთი მავნე პათოგენური ბაქტერიები იწვევენ ანთებით პროცესს, რასაც მოსდევს კბილების მორყევა ყბის ძვალში, ძვლის განლევა და საბოლოოდ ჯანსაღი კბილების დაკარგვა. ბაქტერიების დაგროვების შედეგად ვითარდება გინგივიტი, ანუ, ღრძილების ანთება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა, ბაქტერიები აღწევენ უფრო ღრმა შრეებში კბილის ფესვის ზედაპირზე და ვითარდება პაროდონტის დაავადება. ნადების გარდა, პაროდონტიტის რისკ ფაქტორები შეიძლება იყოს:
რაც შეეხება პაროდონტიტის სიმპტომებს, ისინი საკმაოდ მრავალფეროვანია, დაავადება შეიძლება იყოს უსიმპტომოც, თუმცა, ძირითადად ვლინდება ღრძილებიდან სისხლდენაში, ღრძილების შეშუპებაასა და ჩირქდენაში. ასევე პაროდონტიტის სიმპტომებია ღრძილის ჭარბი ზრდა, უსიამოვნი სუნი და გემო. თუ ანთებითი პროცესი მიმდინარეობს დიდი ხნის მანძილზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ძვლის განლევა, რაც შემდგომში იწვევს კბილების მორყევას და გადანაცვლებას, საბოლოოდ კი - დაკარგვას. ამასთან ერთად პაროდონტიტს ახასიათებს, ვიზუალური და ჰიგიენური დისკომფორტიც, რაც გულისხმობს ზომაში საგრძნობლად მომატებულ წითელი ფერის ღრძილებსა და უსიამოვნო სუნს პირს ღრუში (სამედიცინო ტერმინი - ჰალითოზი). ხშირად, პაციენტები რძილებიდან სისხლდენას არ აღიქვამენ პირის ღრუსთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემად და მას უხეშ კბილის ჯაგრისს აბრალებენ. ღრძილებიდან თუნდაც უმნიშვნელო სისხლდენის იგნორირებამ შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. პირის კბილის ირგვლივ არსებულ რბილ და მაგარ ქსოვილებს ანთებითი დაავადებების - გინგივიტისა და პაროდონტიტის განვითარება სწორედ ღრძილებიდან იწყება და საბოლოოდ იგი მოიცავს კბილის ირგვლივ არსებულ მთლიან რბილ ქსოვილს.
გინგივიტის დროს პაციენტმა შეიძლება შენიშნოს მხოლოდ ღრძილების მსუბუქი შეწითლება, მცირე სისხლდენა და სპეციფიკური, უსიამოვნო გემო. დაავადების ეს ეტაპი ხშირ შემთხვევაში პაციენტებისათვის უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სწორედ გინგივიტია პაროდონტის დაავადების განვითარების პირველი საფეხური და ამ სტადიაზე დაავადების მკურნალობა ყველაზე მარტივი და ეფექტურია. სათანადო მკურნალობის გარეშე გინგივიტი ხშირად გადაიზრდება პაროდონტიტში, მაშინ, როცა ანთებითი პროცესი უკვე ძვალზეა გავრცელებული.
ყველაზე ეფექტური გზა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ღრძილების ანთება, პირის ღრუს სწორი მოვლა და ჰიგიენის დაცვაა. პაციენტს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული პირის ღრუს მოვლის სწორი რუტინა. ყოველდღიური ჰიგიენის დაცვა არის მთავარი ფაქტორი, რომლითაც შეიძლება ღრძილების ანთება თავიდან ავიცილოთ. ამასთან ერთად, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ ყოველ ექვს თვეში ერთხელ აუცილებელად მიმართოთ ექიმს და გაიაროთ კონსულტაცია.
პროფილაქტიკური ვიზიტის დროს, ჩვენი კლინიკის ექიმები გაგიწევენ პროფესიონალურ მომსახურებას - დაათვლიერებენ პირის ღრუს, რათა არსებობის შემთხვევაში, გამოვლინდეს ნადები ან „პარადონტოლოგიური ჯიბე“. სწორედ ნადების წარმოქმნა და ე.წ. ღრძილოვანი ჯიბეების არსებობა უწყობს ხელს ანთებითი პროცესის გავრცელებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა დაიცვას ჰიგიენის ძირითადი ნორმები. დღის განმავლობაში ორჯერ (დილით და საღამოს) 3-5 წუთის მანძილზე გამოიხეხოს კბილები, მოერიდოს ტკბილი საკვების დიდი ოდენობით მიღებას და შეძლებისდაგვარად შეამციროს თამბაქოს მოხმარება.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ (ვერა, ქუიშვილის ქ. 11) Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია, კლინიკა და ლაბორატორია აღჭურვილია Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული დანადგარებითა და სამკურნალო მასალებით. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხიანი მწარმოებელია მსოფლიოს მასშტაბით.
ჩვენს კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ ღრძილებთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში.
ვიზიტის დასაჯავშნად და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეტ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16