სტომატოლოგიური დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებული კბილის კარიესი და პაროდონტის დაავადებებია. მათ განვითარებაში მთავარი როლი მიკრობებს ენიჭება, თუმცა, ეს დაავადებები მულტიფაქტორული ხასიათისაა და მათზე მრავალი ადგილობრივი და ზოგადი რისკ-ფაქტორი მოქმედებს. კბილის კარიესი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიო მასშტაბით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმოს) მონაცემებით ბავშვების 60–90%–ს კარიესი აღენიშნებათ, ხოლო ზრდასრული პოპულაციის თითქმის 100%-ს აქვს კარიესის მსუბუქი ან რთული ფორმა. საბოლოო ჯამში კარიესის გართულებული ფორმის გამო მსოფლიო მოსახლეობის 30%-ს 65-74 წლის ასაკში აღარ აქვს ბუნებრივი კბილები. დღესდღეობით კარიესის გავრცელება და სიხშირე ვარირებს არა მხოლოდ პლანეტის სხვადასხვა ნაწილში, არამედ კონკრეტული ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებშიც, რადგან ეს დაავადება პირდაპირ პროპორციულადაა კავშირში იმ ფაქტორებთან, რომლითაც ჩვენი საცხოვრებელი პირობები ხასიათდება.
მუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სტომატოლოგიისათვის კბილის კარიესი დღესდღეობით უკვე კარგად ცნობილი დაავადებაა და ეფექტური პრევენციის შესაძლებლობებიც მრავლად არსებობს, იგი კვლავ რჩება ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე გავრცელებულ დაავადებად, ის აზიანებს ყველა პოპულაციას და ასაკობრივ ჯგუფს. სწორედ გამომწვევი ფაქტორების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე კარიესი წარმოადგენს ძნელად აღმოსაფხვრელ დაავადებას. პირის ღრუს კარიესის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს სხვადასხვა ფაქტორების ურთიერთკავშირმა:
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” გუნდს დღეს გვსურს გესაუბროთ, იმ ორ ფაქტორზე, რომლებიც საცხოვრებელ ზონასთანაა დაკავშირებული და რომლებმაც შეიძლება პაციენტები კარიესის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ დააყენონ.
ნიშანდობლივია, რომ სასმელი წყალი, რომელიც არ შეიცავს ფტორის საკმარის რაოდენობას ვერ ამარაგებს ორგანიზმს ამ ნივთიერების საჭირო ოდენობით და იწვევს პირის ღრუს მყარი ქსოვილების დასუსტებას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად გამოვიყენოთ ისეთი კბილის პასტა, რომელიც აღადგენს ფტორის ბალანსს ორგანიზმში.
პირის ღრუს ჯანმრთელობისათვის ასევე მნიშვნელოვანია კალციუმის ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნება. საცხოვრებელი გარემო პირობებიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საკვებში საჭირო მინერალები ბუნებრივი გზით ვერ ხვდება და ადამიანის ორგანიზმი განიცდის დემინერალიზაციას. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა გირჩევთ სათანადო ყურადღება მიაქციოთ საკვებში სასარგებლო მინერალებისა და განსაკუთრებით კალცის რაოდენობას, რათა შეიარჩუნოთ მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილი.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის" გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ქვეყანაში საუკეთესო სტომატოლოგებით. 2018 წლიდან ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა ზრუნავს პაციენტების თავდაჯერებულ ღიმილზე და აძლევს მათ საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღონ სასურველი შედეგი. ჩვენი კლინიკისა და ექიმების მთავარი მიზანია, შევქმნათ თავდაჯერებული ღიმილი. კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა გერმანული პრემიუმ ბრენდის Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. შესაბამისად, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას გააჩნია ტექნოლოგიური უპირატესობა. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა და ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის პროფესიონალთა გუნდი მკურნალობის პროცესში იყენებს 21-ე საუკუნის უახლეს მეთოდებსა და სტომატოლოგიურ დანადგარებს როგორებიცაა: ინტრაორალური სკანერი - Omnicam, 3D ტომოგრაფი - Orthophos SL 3D, Digital Smile Design და დენტალური მიკროსკოპი ZEISS, LEICA.
პროფესიონალ სტომატოლოგთა გუნდი, საკუთარი ლაბორატორია, თანამედროვე აღჭურვილობა, სასურველი შედეგის მიღების გარანტია. სწორედ ამიტომ ჩვენმა კლინიკამ საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკის სტატუსი მოიპოვა, როგორც საქართველოში, ასევე მთელ ამიერკავკასიის რეგიონში. ჩვენი კლინიკის გარემო სრულადაა მორგებული პაციენტის საჭიროებებზე - მკურნალობის პროცესი არის სრულიად უსაფრთხო და კომფორტული. კლინიკა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ვერაზე, ქუჩიშვილის 11 ნომერში და აქვს საკუთარი პარკირების სივრცე. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკის შიდა სივრცე და გარე პერიმეტრი სრულადაა ადაპტირებული და მორგებულია შშმ პირთა საჭიროებებზე.