Disable Preloader

ბლოგი

კბილების წმენდა და გათეთრება

14 მარტი 2024

ჯანსაღი და ლამაზი კბილები სილამაზის ერთ-ერთ მთავარ სტანდარტად ითვლება, რადგან სწორედ თეთრი კბილები და მომხიბვლელი ღიმილი ტოვებს მნახველზე პირველ შთაბეჭდილებას. თანამედროვე სტომატოლოგია, პაციენტებს კბილების წმენდისა და გათეთრების სხვადასხვა მეთოდს სთავაზობს.

რას ნიშნავს კბილების პროფესიული წმენდა?

კბილების პროფესიული წმენდა გულისხმობს ულტრა თანამედროვე აპარატურის გამოყენებით კბილის ქსოვილის ზედაპირიდან რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას უსაფრთხო აპარატურის გამოყენებით. ნადებისაგან კბილების წმენდა არა მარტო პირის ღრუსა და კბილების ვიზუალის გაუმჯობესების, არამედ  პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკის ყველაზე პოპულარული მეთოდია. წმენდის შედეგად კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი. გარდა ამისა, პროფესიული წმენდა და ჰიგიენის შენარჩუნება  ღრძილების დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკაც არის. ამასთან ერთად, წმენდა იცავს უკვე არსებულ ბჟენებს დაზიანებისაგან და მათი ხანგრძლივი გამოყენების  გარანტიაა. 

ხშირად ისეთ საკვებს მივირთმევთ, რომელიც იწვევს კბილის ქსოვილის ფერის ცვლილებას (ყავა, ჩაი, წითელი ღვინო და ა.შ.), ამასთან ერთად, პირის ღრუში არსებული რბილი ნადები, გარკვეული პერიოდის შემდგომ განიცდის მინერალიზაციას, რომლის შედეგადაც ყალიბდება კბილის ქვა, რაც, თავისთავად, იწვევს ღრძილის რეტრაქციას (ე.წ ღრძილის დაწევა), რის შედეგადაც ვითარდება ღრძილის ანთება, ჩნდება პათოლოგიური ჯიბეები და ჰალითოზი (უსიამოვნო სუნი) პირის ღრუში.  

სახლის პირობებში პირის ღრუს მოვლა, ვერ უზრუნველყოფს რთულად მისაწვდომ ადგილებში ნადების სრულყოფილ მოშორებას, ისე, რომ არ დავაზიანოთ ღრძილები,ამიტომ, 6 თვეში ერთხელ აუცილებელია პაროდონტოლოგთან ვიზიტი. პროფესიული წმენდა გულისხმობს: კბილის ქვების მოშორებას მექანიკური ინსტრუმენტებით ან/და ულტრაბგერების საშუალებით, ასევე ზედაპირული ნადების მოშორებას, რომელიც წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე ისეთი პროდუქტებისგან, როგორებიცაა ყავა, ჩაი, ნიკოტინი და ა.შ.

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებას სტომატოლოგიური კლინიკა” გთავაზობთ პროფესიული წმენდის მანიპულაციის მთელ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს პირი ღრუს ქსოვილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მასში შედის ულტრაბგერის აპარატის, Air-Flow-ის სისტემის გამოყენება, პოლირება სპეციალური პასტებით და რემთერაპიის (რემინერალიზაცია) პროცედურები.    

 

რა უნა ვიცოდეთ კბილების გათეთრების შესახებ? 

საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი შეხედულება კბილების პროფესიულ წმენდასთან დაკავშირებით და ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტებს კბილების პროფესიული წმენდა კბილების გათეთრების ერთ-ერთი მეთოდი ჰგონიათ. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ კბილების პროფესიული წმენდის დროს, კბილების ზედაპირს შორდება  ქვები და საკვებისგან წარმოქმნილი მუქიფერის ნადები. სწორედ ამიტომ,  ეს პროცედურა პაციენტის კბილებს უბრუნებს ბუნებრივ ფერს და ვიზუალურად ღიმილი უფრო თეთრი და მომხიბვლელი ხდება, ვიდრე პროცედურამდე იყო. იმისთვის, რომ თქვენი კბილები ბუნებრივ ფერთან შედარებით რამდენიმე ტონით გათეთრდეს აუცილებელია კბილების გათეთრებისათვის საჭირო პროცედურების ჩატარება. ღიმილს მომხიბვლელსა  და სასიამოვნოს, პირველ რიგში, კბილებს თეთრი, ჯანსაღი ფერი და ბრწყინვალება ხდის. არსებობს კბილების გათეთრების ორი ძირითადი მეთოდი:

ინდივიდუალური კაპებით კბილების გათეთრება

ინდივიდუალური კაპებით კბილების გათეთრებისას პაციენტი სტომატოლოგის დანიშნულებისამებრ იყენებს მათეთრებელ გელს სახლის პირობებში, ხოლო კბილი თეთრდება 2-4 ტონით.  იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აირჩევთ კბილების გაითეთრებას კაპების გამოყენებით, გაითვალისწინეთ, რომ სახლის პირობებში საუკეთესო დრო თქვენი კბილების გასათეთრებლად არის ღამე. გათეთრების პროცესში (მიუხედავად იმისა, თუ რა შემადგენლობის პროდუქციას იყენებთ), იმატებს თქვენი კბილების მგრძნობელობა,  რადგან კბილებში არსებული  ფორები ჩვეულებრივზე უფრო გაფართოებულია და შესაბამისად უფრო დიდია შანსი, რომ მათში საჭმლისა თუ სასმლის პიგმენტები მოხვდეს. სწორედ ამიტომ, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ სტომატოლოგები გირჩევენ  მათეთრებელი გელი სახლის პირობებში გამოიყენოთ ძილის წინ, რადგან ეს აძლევს თქვენს კბილებს საკმარის დროს  ღამის მანძილზე  დაიწყოს რეჰიდრატაცია და რემინერალიზაცია.

კბილების გათეთრების ოფისის სისტემა

აღნიშნული პროცედურა არ არის ხანგრძლივი და ხასიათდება მაღალი ეფექტურობით. იგი გულისხმობს კბილების გათეთრებას Flash სისტემით. პროცედურა პაციენტისათვის სრულიად უმტკივნეულოა და შესაძლებელია კბილების გათეთრება 5-7 ტონით.  მოსაზრება იმის შესახებ, რომ კბილის გათეთრების პროცედურა აზიანებს კბილის ქსოვილებს და ემალის საფარს საჭირო მინერალებს აკარგვინებს, მცდარია. კბილის გათეთრების თანამედროვე პროცედურები სრულიად უსაფრთხოა პაციენტის პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, არა მარტო იმ აპარატურას, რომელიც გამოიყენება უშუალოდ პროცდურის დროს, არამედ  სტომატოლოგის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმსაც. სწორად ჩატარებული პროცედურა არ დააზიანებს თქვენს კბილებს და მიანიჭებს მას მიმზიდველ, კაშკაშა ფერს.

„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ გადახდის კომფორტული გრაფიკით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16