მიუხედავად იმისა, რომ კბილის ამოღების შემდეგ დარჩენილი სივრცის შევსების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, კბილის იმპლანტები რჩება ყველაზე ინოვაციურ გადაწყვეტილებად. დენტალური იმპლანტაცია წარმოადგენს ადენტიის (უკბილობის) მკურნალობის უალტერნატივო მეთოდს.
დენტალური იმპლანტაციის დროს ძვალში თავსდება ხელოვნური ფესვი (იმპლანტი), რომელზეც შემდგომში ფიქსირდება ხელოვნური კბილი (გვირგვინი). მას შემდეგ, რაც დენტალური იმპლანტები მაგრდება დაკარგული კბილის ადგილზე, განსხვავება მასსა და ბუნებრივ კბილებს შორის თვალისათვის შეუმჩნეველი ხდება.
„ბლიც დენტალი- კახაბერ ხარებავას კლინიკის“ გუნდს დღეს გვსურს გესაუბროთ იმ უპირატესობებზე რომლებიც სტომატოლოგიურ იმპლანტებს გააჩნიათ და რომლებიც მათ ძალიან კომფორტულს ხდის პაციენტისათვის.
დენტალური იმპლანტებზე დამაგრებული გვირგვინი ბუნებრივ კბილებს ჰგავს - დენტალური იმპლანტების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მასზე დამაგრებული გვირგვინები ბუნებრივ კბილებს ჰგვანან და ჰარმონიულად ერწყმიან პაციენტის პირის ღრუს. ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც იღიმით და საუბრობთ, დენტალური იმპლანტების გვირგვინების დამახასიათებელი ფერისა და ბუნებრივი კბილის ემალთან მიახლოებული სიპრიალის გათვალისწინებით შეუძლებელია ითქვას, რომ ისინი ხელოვნურია.
დენტალურ იმპლანტის გვირგვინს აქვს ბუნებრივი კბილის შეგრძნება - დენტალურ იმპლანტებზე განთავსებული გვირგვინი ძალიან ჰგავს ბუნებრივ კბილებს, არა მარტო ვიზუალურად, არამედ იმ შეგრძნებებითაც, რომელსაც პაციენტი იღებს მისი უშუალო გამოყენებისას, ღეჭვის პროცესში. პაციენტები ყბის ძვალში იმპლანტის არსებობას ვერც კი გრძნობენ.
დენტალური იმპლანტები და მასზე განთავსებული გვირგვინები ასრულებს ბუნებრივი კბილის ფუნქციებს - დენტალური იმპლანტები და გვირგვინები გამოიყენება ბუნებრივი კბილების მსგავსად. პაციენტს საშუალება აქვს ისაუბროს გარკვევით, ფართოდ გაიღიმოს და თავისუფლად ჩაკბიჩოს საყვარელი საკვები.
დენტალური იმპლანტები ხელს უშლის სხვა კბილების მოძრაობას - როდესაც პაციენტს კბილის ამოღება უწევს, მიმდებარე კბილები ხშირად დარტყმის ქვეშ ყვებიან, რადგან ისინი იწყებენ მოძრაობას და იცვლიან ადგილმდებარეობას. ამან შეიძლება მოგვიანებით გამოიწვიოს დამატებითი სტომატოლოგიური პრობლემები. დენტალური იმპლანტები ასრულებენ ისეთივე ფუნქციას, როგორსაც დაკარგული კბილები, ამიტომ, მის ორივე მხარეს და მის ზემოთ კბილები არ იძვრიან ადგილიდან და რჩებიან ჯანსაღ პოზიციაზე. სტომატოლოგიური იმპლანტები ასევე დაგეხმარებათ ყბის ძვლის შენარჩუნებაში, რადგან კბილის ამოღების შემდეგ, მის გარშემო არსებული ძვალი იწყებს განლევას. კბილის ამოღების შემდეგ დენტალური იმპლანტის გაკეთება ხელს უწყობს ყბის ძვლის შენარჩუნებას.
დენტალური იმპლანტები გეხმარებათ უკეთ ღეჭვაში - კბილების ნაკლებობამ შეიძლება გაართულოს საკვების ღეჭვა, რაც თავის მხრივ იწვევს პირის ღრუს ერთი მხრის უფრო მეტად დატვირთვას. დროთა განმავლობაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტად დატვირთულ მხარეზე კბილების ცვეთა და პირის ღრუს კუნთების ნაწილის შესუსტება. ეს ყოველივე შედეგად მოგვცემს ღიმილის სიმეტრიის დარღვევასა და საარტიკულაციო აპარატზე შექმნის დამატებით პრობლემებს. დენტალური იმპლანტები საშუალებას გაძლევთ კომფორტულად დაღეჭოთ საკვები პირის ღრუს ორივე მხარეს და შეინარჩუნოთ კუნთების სიძლიერე სიმეტრიული ღიმილისთვის.
დენტალური იმპლანტები გმატებთ თავდაჯერებულობას - ვერაფერი დააზარალებს ადამიანის თვითშეფასებას ისე, როგორც ცუდი ღიმილი.დენტალური იმპლანტებით დაკარგული კბილების ჩანაცვლებას, შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ადამიანის, ყოველდღიური ცხოვრება და მიანიჭოს მას თავდაჯერებულობა.
დენტალური იმპლანტები არის ძალიან მდგრადი - იმის გამო, რომ დენტალური იმპლანტები არ არის დამზადებული ბუნებრივი კბილის მასალისგან, ისინი გამოირჩევიან გამძლეობით გარემო ფაქტორების მიმართ. დენტალური იმპლანტების მოვლის პორცესი საკმაოდ მარტივია და ძალიან გავს ბუნებრივი კბილის მოვლის წესებს იმ განსხვავებით, რომ იმპლამნტები არ საჭიროებენ დაბჟენას.
დენტალური იმპლანტი არ იცვლის ფერს - დენტალურ იმპლანტს, როგორც წესი, არ უჩნდება ლაქები, ბუნებრივი კბილებისაგან განსხვავებით. იმის გამო, რომ ისინი დამზადებულია ხელოვნური მასალისგან, ისინი უფრო მდგრადია ლაქების გამომწვევი საკვებისა და სასმელების მიმართ, როგორებიცაა წითელი ღვინო, ყავა, მოცვი და სხვა. ბუნებრივი კბილები ასაკთან ერთად ყვითელდება, დენტალურ იმპლანტები კი ინარჩუნებენ თავდაპირველ ელფერს.
პროცედურა ძირითადად უმტკივნეულოა - იმის მიუხედავად, რომ დენტალური იმპლანტების დაყენება ორალური ქირურგიის ფორმაა, პროცედურა უმტკივნეულოა, რადგან იგი ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით ტარდება. ადგილი, სადაც იმპლანტი ყენდება მთლიანად ბუჟდება და შესაბამისად პაციენტი ვერ გრძნობს დისკომფორტს.
შესაძლოა დაგაინტერესოთ:
იმპლანტაცია