ჯანსაღი და მომხიბვლელი ღიმილი არა მარტო ჩვენს თვითშეფასებაზე ახდენს გავლენას, არამედ აყალიბებს გარშემომყოფების დამოკიდებულებასაც ჩვენს მიმართ. რაც უფრო ლაღი და თავდაჯერებულია ღიმილი, მით უფრო პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს იგი მნახველზე. პირის ღრუს სწორი ჰიგიენის დაცვა და რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან პაციენტს საშუალებას აძლევს ნებისმიერ ასაკში შეინარჩუნოს პირის ღრუს ჯანმრთელობა. დღეს, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ გუნდს გვსურს გესაუბროთ იმ ძირითად პრობლემებზე, რომლებიც დისკომფორტს უქმნის ჩვენს პაციენტებს და რომელთა მოგვარებაც, თანამედროვე სტომატოლოგიისათვის, ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. უახლესი მეთოდები და ტექნოლოგიები ესთეტიურ სტომატოლოგიაში უზრუნველყოფს პაციენტების პირის ღრუს ჯანმრთელობას, მიუხედავათ მათი ასაკისა და პირის ღრუს მდგომარეობისა.
ხშირია კლინიკური შემთხვევები, როდესაც პაციენტის კბილების ირგვლივ, ღრძილი არათანაბარი ფორმისა თუ სიმაღლისაა, რის გამოც კბილები სხვადასხვა ზომის ჩანს. ასაკის მატებასთან ერთდ ირღვევა პაციენტის პირის ღრუს სიმეტრია და შესაბამისად, ღიმილიც არაესთეტიკურია.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ღრძილები ზედმეტად ან არასაკმარისად ფარავს კბილს, სტომატოლოგები უმეტესწილად რეკომენდაციას უწევენ ღრძილის ფორმის შეცვლას ქირურგიული მიდგომით. ღრძილების პლასტიკა მცირედ ინვაზიური ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც იძლევა პაციენტისთვის სასურველ ესთეტიკურ შედეგს. ვიზუალურ ეფექტთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ღრძილის ფორმის ცვლილების გავლენა ღრძილისა და კბილების ზოგად ჯანმრთელობაზე - სწორი დგომის ღრძილი იცავს კბილს გარემო ფაქტორების ზემოქმედებისაგან და პირიქით, არასწორი დგომის შემთხვევაში იზრდება კბილების დაზიანების რისკი.
მაშინ, როცა პაციენტს აქვს არათანაბარი ზომის ღრძილები და საჭიროა მისი კონტურის კორექცია და ზედმეტი ნაწილის მოცილება გამოყენება ადგილობრივი ანესთეზია. კონტურის შეცვლის დროს, ქირურგ-პარადონტოლოგს შეუძლია გამოიყენოს როგორც ლაზერული აპარატი, ასევე რეზექცია (დაავადებული ქსოვილის სრული ან ნაწილობრივი მოკვეთა, ქირურგიული სკალპელის გამოყენებით). პოსტოპერაციული პერიოდი რამდენიმე კვირა გრძელდება, პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია შეასრულოს სტომატოლოგის მიერ გაცემული დანიშნულება. სათანადო მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში, რეაბილიტაციის პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს და პაციენტი არ უჩივის მწვავე ტკივილებს პირის ღრუს არეში, საკვებისა თუ სასმლის მიღებისას.
ვინირება თანამედროვე ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, სურვილისამებრ, კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება. ყველაზე ხშირად პაციენტები ირჩევენ ვინირებას იმ შემთხვევაში, როდესაც არ მოსწონთ ბუნებრივი კბილების ფერი ან ფორმა და სურთ ჰქონდეთ ე.წ. “ჰოლივუდის ღიმილი”. თუმცა, ესთეტიკური მიზნების გარდა, ვინირება მიზანშეწონილია პირის ღრუში მიმდინარე მრავალი პათოლოგიური პროცესის დროსაც, მაგალითად: კბილის ქსოვილის ფართო კარიესული დაზიანების, კბილის მინანქრის დაზიანების, კბილების ცვეთის და სხვა შემთხვევებში. ვინირები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება. კერამიკული ვინირები წარმოადგენს ფაიფურის თხელ ფირფიტებს, მათი სისქე საშუალოდ 0,3-0,5 მილიმეტრია და ის გარედან, ფასადურად ეკვრის კბილს. კერამიკული ვინირების დამზადება შესაძლებელია თანკბილვის პროცესის ჩამოყალიბების დასრულებისთანავე, ანუ 18 წლიდან, ყველა იმ პაციენტისათვის, რომელსაც სურს უშუალოდ კბილებზე არსებული ვიზუალური ხარვეზების კორექცია ან კბილთა რკალში არსებული ანომალიების მკურნალობა. ვინირების გაკეთება მიზანშეწონილია თუ თქვენ გაქვთ: ფერშეცვლილი კბილი, ბზარები კბილებზე, მსუბუქად გაცვეთილი კბილები, არათანაბარი და არასტანდარტული ფორმის კბილები, კბილთაშორისი დაშორებები (დიასთემები, ტრემები).
დენტალური იმპლანტაცია უკბილობის (ადენტია) მკურნალობის ყველაზე თანამედროვე და ფართოდ გავრცელებული მეთოდია. დენტალური იმპლანტაციის აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც პაციენტს კბილი სრულიად აქვს დაკარგული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყბის ძვალში არ არის ფესვი. იმპლანტაციის პროცედურა გულისხმობს პაციენტის ყბის ძვალში ხელოვნური ფესვის, ანუ მეტალის იმპლანტის მოთავსებას, რომელზეც შემდგომში ხელოვნური კბილი, იგივე გვირგვინი ფიქსირდება. დღესდღეობით, კბილის დაკარგვის შემდეგ დარჩენილი სივრცის შევსების მრავალი მეთოდი არსებობს, თუმცა იმპლანტაცია ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად რჩება, რადგან იმპლანტი და მასზე მოთავსებული ხელოვნური კბილი (გვირგვინი) როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციურად იმეორებს ბუნებრივი კბილის აგებულებას და სრულად ითავსებს მის ფუნქციას. მას შემდეგ, რაც დენტალური იმპლანტი თავსდება დაკარგული კბილის ადგილას, განსხვავება მასსა და ბუნებრივ კბილებს შორის თვალისათვის შეუმჩნეველი ხდება.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომფორტულ გარემოს. ჩვენი კლინიკის ექიმები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას და დაგეხმარებიან დატკბეთ „ჰოლივუდის ღიმილით“ რაც შეიძლება მოკლე დროში.