Disable Preloader

ბლოგი

გზამკვლევი ენდოდონტიის შესახებ: კბილის არხების მკურნალობა

09 აგვისტო 2024

რა არის ენდოდონტია?

კბილის არხების მკურნალობის სამედიცინო დასახელება ენდოდონტიური მკურნალობაა, რაც გულისხმობს მკურნალობას „კბილის შიგნით“. ენდოდონტიური მკურნალობის დროს,  ხდება კბილის ღრუს ინფიცირებული ქსოვილებისაგან (კბილის ნერვი და სხვა რბილი ქსოვილები) გათავისუფლება და მისი სპეციალური მასალებით დაბჟენა. მასალები, რომლითაც ხდება კბილის არხების ამოვსება, ამცირებს განმეორებითი დაინფიცირების რისკს და უნარჩუნებს კბილს ჯანმრთელობას და სიმყარეს.

დაინფიცირებული კბილის არხების მკურნალობა საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც სხვადასხვა ეტაპისგან შედგება. კბილის არხების გასუფთავება და დაბჟენა ექიმისგან მოითხოვს ბევრ ცოდნას და შესაბამისი უნარ-ჩვევების ფლობას, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ექიმს ჰქონდეს ხარისხიანი,  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა.

დენტალური მიკროსკოპი და არხების მკურნალობა

 „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ კბილის არხების მკურნალობისა და დაბჟენისას იყენებენ უახლეს მასალებსა და თანამედროვე ტექნოლოგიას. სწორედ ამიტომ, ენდოდონტიური მკურნალობის დროს, სპეციალური მიკროსკოპისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით,  ჩვენი გუნდის პროფესიონალებს შესაძლებლობა აქვთ უკეთ დაინახონ სამკურნალო არეალი და სრულად აღმოფხვრან კბილში არსებული ნებისმიერი სახის  პრობლემა. მიკროსკოპი ექიმს აძლევს შესაძლებლობას მკურნალობის დროს გაითვალისწინოს პაციენტის კბილის ინდივიდუალური მახასიათებლები. შედეგად, მკურნალობა არის ბევრად უფრო ეფექტური და  ხარისხიანი, ხოლო პაციენტისათვის სასურველი შედეგი - პროგნოზირებადი. მრავლადაა ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც დიაგნოსტიკის ისეთი სერიოზული საშუალება, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია, არ აძლევს ექიმს საშუალებას კბილის მდგომარეობა სრულად შეაფასოს. ხშირად პაციენტის კბილზე აღინიშნება მიკრო ბზარები, რომელთა დანახვაც შეუარაღებელი თვალით შეუძლებელია.  სწორედ ამ ეტაპზე ხდება საჭირო სტომატოლოგიური მიკროსკოპის გამოყენება.

რა უნდა ვიცოდეთ არხების მკურნალობის შესახებ?

იმისთვის რომ, მკურნალობის პროცესი იყოს წარმატებული და შეძლოთ კბილის შენარჩუნება, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ, ექიმის პროფესიონალიზმთან და გამოცდილებასთან ერთად, ასევე გაითვალისწინოთ იმ კლინიკის აღჭურვილობაც, რომელშიც გეგმავთ მკურნალობის ჩატარებას. თანამედროვე სტომატოლოგიური კაბინეტი აღჭურვილი უნდა იყოს უახლესი ტექნოლოგიითა და ინსტრუმენტებით.

  • ექიმი აუცილებლად უნდა მუშაობდეს კოფერდამით (თანამედროვე საიზოლაციო სისტემა, რომლის მეშვეობითაც არხების მკურნალობის და რესტავრაციის პროცესი იზოლირებულია პირის ღრუს სითხისგან);
  • არხების ინსტრუმენტული დამუშავებისას ექიმი უნდა იყენებდეს  ენდომოტორის (სპეციალური აპარატი, რომელიც გამოიყენება კბილის დაბჟენისას და აქვს led განათება) აპარატს;
  • მნიშვნელოვანია, პრეპარირებისას ექიმმა არხები დაამუშაოს  მედიკამენტოზურად;
  • აუცილებელია, არხების ულტრაბგერითი ინსტრუმენტებით დამუშავება;
  • მკურნალობის ყველა ეტაპზე უნდა მოხდეს შესრულებული პროცედურის კონტროლი, რენტგენის და აპექსლოკატორის მეშვეობით (სპეციალური აპარატი - არხების სიგრძის განმსაზღვრელი);
  • ექიმს უნდა შეეძლოს სპეციალური გამადიდებელი ხელსაწყოების გამოყენება (ბინოკულარები, მიკროსკოპი);
  • რაც ყველაზე მთავარია, მკურნალობის დასრულებისას, აუცილებელია,  კბილის ღრუს ეფექტური ჰერმეტული რესტავრაცია.

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” გუნდი გირჩევთ დროულად დაიწყოთ პირის ღრუზე ზრუნვა, შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღოთ სასურველი შედეგი და დატკბეთ მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილით. ჩვენს კლინიკაში (ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11 )  თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში.