ხშირ შემთხვევაში სტომატოლოგებს მიმართავენ ისეთი პაციენტები, რომლებსაც აწუხებთ თავისა და სახის ტკივილი. თუმცა, უმეტესწილად ტკივილი მხოლოდ სტომატოლოგიური მიზეზებით არ არის გამოწვეული და პრობლემას უფრო კომპლექსური ხასიათი აქვს.
ყბის სახსრების ტკივილი შეიძლება იყოს ორი სახის: მწვავე ან ქრონიკული.
ყბის სახსრების მწვავე ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, არის ყბის სახსრის ანთება, რომელიც გამოწვეულია პირის ღრუს დიდი ხნის განმავლობაში ღიად დატოვებით, მაგალითად, სტომატოლოგიური მკურნალობის დროს. შედეგად ვიღებთ ყბის სახსრის გამონაჟონს, რაც გულისხმობს სითხის და/ან სისხლის დაგროვებას სახსრის შიდა მხარეს. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, რევმატული მდგომარეობის, მექანიკური დაზიანებებისა და გაღების ცუდი პოზის გამო.
ყბა-სახის ქრონიკული ტკივილის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის სახსრის გადაჭარბებული დაძაბვა ისეთი აქტივობებით, როგორიცაა პირის ღრუს გახანგრძლივებული და ინტენსიური გახსნა, რასაც აქვს პერმანენტული ხასიათი ან გადაჭარბებული ცვეთა.
ყბა სახის ტკივილის ხარისხისა და მიზეზის მიხედვით, მკურნალობა სხვადასხვანაირია. ხშირ შემთხვევაში, ცივი საფენები და სახსრის რამდენიმე დღით მოდუნება ტკივილის შესამცირებლად ეფექტური გზაა. ამ დროს უნდა აიკრძალოს საღეჭი რეზინი ან საკვები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ ღეჭვას. გარდა ამისა, უნდა შესრულდეს პირის ღრუს მსუბუქი ვარჯიშები.
თუ ყბის სახსრის ტკივილის მიზეზი არის ყბის სახსრის ართროზი (სახსარშიდა ხრტილოვანი ქსოვილის ცვეთა), რომელიც გამოწვეულია ღეჭვის ფუნქციის დაქვეითებით ყბის უკანა მიდამოში, ღეჭვის ფუნქცია ჯერ აღდგება ოკლუზიური სპლინტის (საფეთქელ-ქვედაყბის დისფუნქციის სამკურნალოდ გამოყენებული აპარატი) გამოყენებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვება კარგად მორგებული პროთეზები. ეს აბალანსებს საღეჭ ძალებს ყბის სახსარსა და, კბილების გავლით, ყბის ძვალს შორის. ყბის სახსრების ტკივილის სამკურნალოდ, მხოლოდ ადვილად შექცევადი მეთოდები უნდა იქნას გამოყენებული, რადგან სახის ტკივილს ხშირად მრავალი მიზეზი აქვს. პაციენტი, როგორც წესი, ატარებს ოკლუზიურ სპლინტს მთელი ღამის განმავლობაში. თუ ტკივილი შემცირდება ამ სპლინტით, ღეჭვის საბოლოო რეკონსტრუქცია გაადვილდება ახალი გვირგვინების და/ან იმპლანტების მეშვეობით.
ყბის სახსრის ტკაცუნი ძირითადად არ იწვევს ტკივილს. ყბის სახსრის ტკაცუნი ჩვეულებრივი სიმპტომია პაცენტებში, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში აქვთ პირის ღრუ ღია. ჰაერის ბუშტები სინოვიალურ სითხეში (სახსრის შიდა სითხე) აღიარებულია როგორც ყბის ძვლის ტკაცუნის ყველაზე გავრცელებული მიზეზი (კავიტაციები). წნევის დაბალანსების დროს ბუშტების წარმოქმნა იწვევს სპეციფიურ ხმას. მიზეზად ასევე განიხილება წანაზარდები სასახსრე ზედაპირებზე.
სხვა სახსრებისთვის ნორმალურად მიჩნეული ფენომენის შემთხვევაშიც კი ყბის სახსრის მკურნალობა ხშირად ტარდება დაუყოვნებლივ, თუმცა, ეს არასწორი პრაქტიკაა. თუ გარკვეული ცვლილებები ყბის სახსარზე ხდება დროთა განმავლობაში და „პრობლემა“ პაციენტს ქონდა მთელი ცხოვრების მანძილზე (მაგალითად პირის ღრუს შემცირებული გახსნა) ეს ყოველივე უბრალოდ წარმოადგენს სახსრის ნორმალურ ვარიაციას და პაციენტის ინდივიდუალობის გათვალისწინებით არ საჭიროებს მკურნალობას.
სახის ტკივილის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია კუნთების ტკივილი. ბრუქსიზმი მომდინარეობს ლათინური ტერმინიდან "bruxismus", რაც ნიშნავს კბილების გაუცნობიერებელ ჭრიალს ერთმანეთის წინააღმდეგ.
ბრუქსიზმის დროს კბილები იკეტება და პაროდონტი (რომელიც კბილს ყბაზე ამაგრებს) გადატვირთულია. მძიმე შემთხვევებში, ყბის სახსარი შეიძლება დაზიანდეს, რაც იწვევს სახის ძლიერ ტკივილს და ყურებში შუილს (ტინიტუსი). ასევე ხშირია თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა და გულისრევა.
თუ პაციენტმა იცის, რომ ღამით, გაუცნობიერებლად კბილებს აჭრიალებს, აქვს კუნთების ტკივილი ან გაცვეთილი კბილები, უნდა მიმართოს გნათოლოგს. ამ დროს მკურნალობის ყველაზე ეფექტურ გზას წარმოადგენს ღამის დამცავი ფირფიტა (ან სპლინი) რომელიც არის ერთგვარი ბარიერი და იგი ხელს უშლის კბილების გაცვეთას, ამცირებს კბილებისა და საღეჭი აპარატის დაზიანების შესაძლებლობას.
ძირითადად, ბრუქსისზმის გამომწვევი მიზეზები ფსიქოლოგიური ხასიათისაა. ფსიქოთერაპია სასარგებლოა მაშინაც კი თუ, ბრუქსიზმის სრულად განკურნება შესაძლებელი ვერ გახდება. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ პაციენტების უმეტესობა მაინც სწავლობს როგორ გაუმკლავდეს ბრუქსიზმისაგან გამოწვეულ სტომატოლოგიურ პრობლემებს და როდის ატაროს ღამის დამცავი ფირფიტა (მაგალითად, როცა სამსახურში ზედმეტად დაძაბულია ან პირადი პრობლემების წინაშე დგანან).
ყბა-სახის ტკივილის ჩივილების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16