Disable Preloader

ბლოგი

რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან

25 ოქტომბერი 2024

დაფიქრდით, ამ წელს ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ სტომატოლოგთან ვიზიტზე? სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი აუცილებელია, თუმცა პაციენტები მანამ არ სტუმრობენ კლინიკას, ვიდრე პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდებიან. გაეცანით ბლოგს, რათა გაიგოთ რატომ უნდა იაროთ სტომატოლოგთან წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ.

ხშირი ვიზიტი თავიდან აგარიდებთ ბაქტერიული მიკროფლორის შემცველ ნადებს და ღრძილის დაავადებებს

ბაქტერიული მიკროფლორის შემცველი ნადების არასათანადოდ მოშორება შეიძლება ღრძილის დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს. ბაქტერიული მიკროფლორის შემცველი ნადები ჩნდება კბილების არასწორად გახეხვისა და კბილთა შორის სივრცეების გამოსუფთავების ნაკლებობით. ნადები დროთა განმავლობაში მაგრდება და გარდაიქმნება მაგარ სუბსტანციად ე. წ - tartar - ად. ასევე, მაღალი შაქრის შემცველობის მქონე საკვები თუ გაზიანი სასმელი მარტივად აზიანებს კბილებს. რეგულარული ვიზიტისას სტომატოლოგს საშუალება აქვს თავიდან აგარიდოთ ბუნებრივი კბილის მინანქრის დაზიანება. ვიზიტისას ჩატარებული პროფესიონალური წმენდა ნადების პრევენციაში დაგეხმარებათ!

გაითვალისწინეთ, რომ ხშირად ღრძილის დაავადება უმტკივნეულოა და ნელა პროგრესირდება. ამის გამო, რთულია პაციენტმა იგრძნოს მისი არსებობა, სანამ დაავადება განვითარების ბოლო ფაზაზე არ იქნება. ღრძილის დაავადება იწვევს რიგ პროცესებს, რომელმაც მომავალში შეიძლება კბილის დაკარგვა გამოიწვიოს.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ღრძილის ანთება ღრძილის დაავადების ერთ-ერთი სახეა. იგი არის კბილის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ადენტიას (კბილის დაკარგვას) იწვევს. ნადები და ქვები ღრძილის ქვევით გროვდება და თვალისათვის შეუმჩნეველია, თუმცა სწორედ ასე ვითარდება ღრძილის ანთება.

გარდა ანთებისა, თანამედროვე სტომატოლოგიაში ღრძილის რეცესიაც გავრცელებული შემთხვევაა. ღრძილის რეცესია გულისხმობს ღრძილის ქსოვილის თანდათანობით განლევას და ფესვის გაშიშვლებას. იგი დამახასიათებელია როგორც ახალგაზრდა, ასევე შუახნის ასაკის პაციენტებისთვის. მათ, ვისაც აქვთ თხელი და სუსტი ღრძილები, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ დაავადების მიმართ. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, პრობლემა ნელ-ნელა და უმტკივნეულოდ ვითარდება, თუმცა ახასიათებს კბილის მომატებული მგრძნობელობა და კბილის ვიზუალური ცვლილებები. სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი და ღრძილის გამაჯანსაღებელი კბილის პასტისა და სავლების გამოყენება თქვენს ღრძილებს მეტ სიჯანსაღეს შემატებს.

ვიზიტის დაჯავშნა დაგეხმარებათ კარიესის დროულად აღმოფხვრაში

კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. კარიესის დროს ხდება კბილის მაგარი ქსოვილების მინერალებისგან გამოფიტვა და ქსოვილის დარბილების შემდეგ, ღრუს წარმოქმნა, რაც დროთა განმავლობაში აღწევს კბილის ღრმა შრეებში და საბოლოოდ, კბილის დაკარგვაც კი შეიძლება გამოიწვიოს. ეს პროცესი იწყება მაშინ, როდესაც პირის ღრუში არსებული ბაქტერიები იწყებენ საკვებიდან მიღებული შაქრებისა და სახამებლების გადამუშავებას, ამ დროს გამოიყოფა მჟავები, რომლებიც თანდათანობით არბილებს და შლის კბილის მაგარ ქსოვილებს.

ნებისმიერი კარიესი იწყება იმით, როცა პირის ღრუში იქმნება ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები: ვიღებთ მაღალი შაქრის შემცველობის მქონე ტკბილეულს, სასმელს და არ ვიცავთ სწორად ჰიგიენას. 

წელიწადში რამდენჯერ უნდა ჩაიტაროთ გეგმიური წმენდის პროცედურა? 

არ არსებობს სტანდარტული მიდგომა თუ წელიწადში მინიმუმ რამდენჯერ უნდა ჩაეწეროთ სტომატოლოგთან. ზოგ ადამიანს სჭირდება 6 თვეში ერთხელ ვიზიტი, ხოლო ორსულებს, მწეველებს, სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებს, დიაბეტისა და ღრძილის დაავადებების მატარებლებს, უფრო ხშირად. თქვენი სტომატოლოგი საჭიროებების მიხედვით შეგიდგენთ ვიზიტის გრაფიკს.

რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან აუცილებელია, რათა ადრეულად აღმოაჩინოთ პირის ღრუს პრობლემები. ნაადრევი პრევენცია დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები. 

რატომ ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა?

ჩვენი კლინიკა თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს ითვალისწინებს, რადგან ვთვლით, რომ პაციენტის სურვილის დაკმაყოფილება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ამასთან ერთად, ინოვაციური სიახლეები და მუდმივი განვითარების წყურვილი საშუალებას გვაძლევ