პირის ღრუში უსიამოვნო სუნი, იგივე ჰალითოზი, ყველა ადამიანში იწვევს დისკომფორტს და ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ევროპის მოწინავე ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზრდასრული ადამიანების 50%-ს აქვს ან ოდესმე ჰქონია ცუდი სუნი პირის ღრუდან. უსიამოვნო სუნის გასაქრობად არაერთი საშუალება არსებობს, როგორებიცაა - საღეჭი რეზინი, პირის ღრუს სავლები, სპრეი და ა.შ. თუმცა ყველა ეს პროდუქტი არა პრობლემის გამომწვევ მიზეზთან ბრძოლის, არამედ სიმპტომის დროებით შეჩერების საშუალებაა.
არასასიამოვნო სუნი განსხვავებულია იმის მიხედვით თუ რა მიზეზი განაპირობებს დაავადების პროვოცირებას. ჰალითოზის მქონე ადამიანი შესაძლოა საერთოდ ვერ გრძნობდეს მას ან პირიქით, შესაძლოა ძალიან შემაწუხებელი იყოს როგორც მისთვის, ასევე გარშემომყოფთათვის.
უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზებამდე აუცილებელია ჯერ მისი წარმოშობის მექანიზმს გავეცნოთ. სუნის მიზეზი ერთმნიშვნელოვნად პირის ღრუს ბინადარი ბაქტერიების ცხოველქმედების პროდუქტებია. პირის ღრუში უამრავი ბაქტერია ბინადრობს. ნოტიო გარემო იდეალურია მათთვის. როცა სითბოსა და სინოტივეს საკვების ნარჩენებიც ემატება, ბაქტერიები მრავლდებიან, ნარჩენების დაშლას იწყებენ და უსიამოვნო სუნის მქონე პროდუქტებს წარმოქმნიან.
ქვემოთ ჩამოთვლილია ყველა ის მიზეზი, რომელმაც შეიძლება ჰალითოზის განვითარებას შეუწყოს ხელი:
აუცილებელია კბილების დღეში ორჯერ გახეხვა.
გამოიყენეთ საწმენდი ძაფები ყოველდღიურად, დარწმუნდით, რომ კბილებს შორისს არსებული ცარიელი სივრცეები მუდმივად სუფთაა. ასევე, მიზანშეწონილია პირის ღრუს ანტიმიკრობული სავლები საშუალების პერმანენტული გამოყენება. ენის გახეხვა კბილის ჯაგრისით ან ენის საფხეკის საშუალებით ასევე დაგეხმარებათ ბაქტერიების მოცილებაში.
დალიეთ ბევრი წყალი და შეინარჩუნეთ პირის ღრუს ტენიანობა. საუკეთესო შემთხვევაში დაანებეთ თავი თამბაქოს მოხმარებას.
ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ პირის ღრუს უსიამოვნო სუნი:
არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში შესაძლოა იყოს ჰიგიენის წესების არასწორად დაცვით გამოწვეული, ამ დროს პრობლემის მოგვარება შესაძლებელია კბილების სწორი გამოხეხვით, სპეციალური კბილის საწმენდი ძაფის გამოყენებით და დიდი რაოდენობით წყლის მიღებით.
თუმცა, თუ პირის ღრუს პრობლემა ამ შემთხვევაშიც არ მოგვარდება უმჯობესია მიმართოთ სტომატოლოგს. თუ სტომატოლოგმა პრობლემას პირის ღრუში მიაგნო, წესით, მისი მკურნალობის შემდეგ უსიამოვნო სუნიც უნდა გაქრეს, მაგრამ თუ ექიმს მიაჩნია, რომ პრობლემის სათავე არ უკავშირდება პირის ღრუს ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში ოჯახის ექიმის ან თერაპევტის კონსულტაცია იქნება მართებული.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები