Disable Preloader

ბლოგი

ვინირები და სახის ფორმა

24 იანვარი 2022

რა უნდა გავითვალისწინოთ კერამიკული ვინირების შერჩევისას

ვინირები წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ფაიფურის თხელ ფირფიტებს, რომელთა სისქე საშუალოდ შეადგენს 0,3 - 0,5 მილიმეტრს. მათი საშუალებით შესაძლებელია გამოსწორდეს კბილის ფერი, ფორმა და შეივსოს კბილთა შორის არსებული სივრცეები. ესთეტიურ სტომატოლოგიაში კერამიკული ვინირები  დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ისინი შესაძლებლობას გვაძლევს პირის ღრუში არსებული სტრუქტურული და კოსმეტიკური ხარვეზები გამოვასწოროთ უმოკლეს დროში. დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრიობა, ამიტომაც ჰარმონიული ღიმილის შექმნაში, თქვენი სახის ნაკვთებისათვის შესაბამისი ვინირების არჩევას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.  იმისთვის რომ სწორად შეარჩიოთ ყველაზე ოპტიმალური ფორმისა თუ ფერის  კერამიკული ვინირები, აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი დეტალები:

თქვენი კბილის ბუნებრივი ფერი

თქვენთვის საჭირო კერამიკული ვინირების შერჩევისას გამოიყენება სტანდარტული დენტალური ფერთა გამა, რომელიც ოთხ კატეგორიად და თერთმეტ ქვეკატეგორიადაა  დაყოფილი.  ნაცრისფერი, მოწითალო - ყვითელი, მოწითალო - ყავისფერი და მოწითალო - ნაცრისფერი - კატეგორიები თავის მხრივ შედგება ტონების უფრო ფართო სპექტრისაგან, რომლებიც უკეთ ერგება თქვენი კბილის ბუნებრივ ფერებს. დენტალური ვინირების არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ კერამიკული ფირფიტის ფერი უნდა იყოს თქვენი კბილის ბუნებრივ ფერთან შედარებით ორი ტონით უფრო ღია.

შეიძლება დაგაინტერესოთ: 

კბილის ფორმა

კერამიკული ვინირების სწორი ფორმის შერჩევას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თქვენი სახის ნაკვთებისა და სილუეტისათვის   ყველაზე ჰარმონიული ღიმილის შექმნაში. იმისთვის, რომ პაციენტსა და სმაილ დიზაინერს გაუადვილდეთ ვინირებისათვის საჭირო ფორმის შერჩევა, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ღიმილის ფორმების საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტები. არსებობს ღიმილის თორმეტი ძირთადი ფორმა:

  • აგრესიული ღიმილი - კვადრატული ფორმის, ერთგვაროვანი კბილები. როგორც წესი, უფრო ხშირია მამაკაცებში.
  • ზრდასრული ღიმილი -  კვადრატული ფორმის კბილები ოდნავ მომრგვალებული ეშვებით.
  • ენერგიული ღიმილი -  კვადრატული ფორმის კბილები მკვეთრი და გამოკვეთილი ეშვებით.
  • დომინანტური ღიმილი -  კვადრატული ფორმის კბილები უფრო გამოკვეთილი წინა კბილებით და მომრგვალებული ეშვებით.
  • ფოკუსირებული ღიმილი - ოდნავ მომრგვალებული კბილები კვადრატული ფორმის ცენტრალური საჭრელი კბილებით.
  • ძლიერი ღიმილი - ოდნავ მომრგვალებული კბილები.
  • ნაზი ღიმილი - მომრგვალებული კბილები უფრო ნაზი სიმრუდეებით.
  • ჰოლივუდის ღიმილი - კვადრატული ფორმის ოდნავ მოკლე გვერდითი საჭრელი ეშვები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილი კერამიკული ვინირების თვალსაზრისით  და როგორც წესი, სასურველია მამრობითი სქესის პაციენტებისთვის.
  • ფუნქციონალური ღიმილი - ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის ოდნავ მომრგვალებული ფორმა წვეტიანი ეშვებით.
  • ბუნებრივი ღიმილი - ოდნავ მომრგვალებული ფორმა ძალიან წვეტიანი  ეშვებით.
  • ახალგაზრდული ღიმილი - მრგვალი ფორმის კბილები გრძელი ეშვებით.
  • ოვალური ღიმილი - მრგვალი ფორმა მომრგვალებული ეშვებითა და საჭრელებით.

სახის ფორმები

კერამიკული ვინირების შერჩევისას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სახის ფორმა. სწორედ სახის ფორმისა და ვინირების ჰარმონიულობა ქმნის პაციენტისათვის სასურველ ესთეტიურ შედეგს. 

არსებობს სახის ფორმის რვა ძირითადი კატეგორია:

  • მრგვალი ფორმის სახე - სახის სიგანე სიგრძეზე ოდნავ მეტია, არ არის გამოწეული ყვრიმალები და ნიკაპი, ყველა კონტური მომრგვალებულია.
  • გრძელი ოვალის ფორმის სახე - სახის სიგრძე სიგანეზე გაცილებით მეტია, თუმცა სხვა დანარჩენი პროპორციები დაცულია. შუბლის სიგანე შეესაბამება ყვრიმალების სიგანეს და ნიკაპი მომრგვალებულია.
  • გულის ფორმის სახე  - გულის ფორმის სახეს ახასიათებს თმის ხაზის ჩაღრმავება  შუბლის შუაგულში და აშკარად მახვილი ნიკაპი.
  • კვადრატული ფორმის სახე - განიერი შუბლი და განიერი ყვრიმალები რომელიც სახეს მკაცრ იერს სძენს.
  • რომბის ფორმის სახე - ყველაზე თვალშისაცემი ნაწილი ამ ფორმის სახეში არის ყვრიმალები. შუბლი და ნიკაპი პატარა და აკურატულია. ასეთი სახის მქონე ადამიანებს ადვილად იმახსოვრებენ.
  • გადმობრუნებული სამკუთხედის ფორმის სახე - განიერი შუბლიდან მახვილ ნიკაპამდე. სახის ეს ფორმა ძალიან გავს გულის ფორმას იმ განსხვავებით, რომ შუბლზე არ არის თმის ხაზის ჩაღრმავება რომელიც ქმნის გულის ფორმას.  ამასთან ერთად სამკუთხედი სახე უფრო ვიწროა ვიდრე გულის ფორმა. 
  • მსხლის ფორმის სახე  - საკამოდ იშვიათი სახის ფორმაა. გამოირჩევა პატარა შუბლით და აქცენტი კეთდება სახის განიერ ქვედა ნაწილზე. 
  • ოვალური ფორმის სახე - იდეალური ფორმის სახე სადაც დაცულია სიმეტრია სახის ზედა და ქვედა ნაწილებს შორის.

 

ბლიც დენტალში, პირველადი კონსულტაციის დროს, სმაილ დიზაინერი აანალიზებს პაციენტის  ღიმილის ტიპისა და სახის სილუეტს. ამ დროს ხდება კერამიკული ვინირების ფორმისა და ფერის შერჩევა, ხოლო კომპიუტერული მოდელირების საშუალებით იქმნება სასურველი ესთეტიური შედეგის ფოტომოდელი.

 ჩვენი კლინიკის სმაილ დიზაინერებს აქვთ კერამიკულ ვინირებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რაც სასურველი შედეგის მიღწევის გარანტიაა.