Disable Preloader

ბლოგი

10 წესი პირველი შთაბეჭდილების შესაქმნელად

03 თებერვალი 2022

ოსკარ უაილდმა ერთხელ თქვა: ”კარგი შთაბეჭდილების შექმნის მეორე შანსი არასოდეს არსებობს” და ის მართალი იყო. ნებისმიერი ურთიერთობის საწყისი ეტაპი ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს მთლიანად ურთიერთობის პერსპექტივას და ჩვენ მხოლოდ შვიდი წამი გვაქვს იმისათვის, რომ  პირველი  შეხვედრისას თანამოსაუბრე ჩვენს მიმართ დადებითად განვაწყოთ.  

ჩვენ მოვამზადეთ რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ კარგი შთაბეჭდილების მოხდენაში.

  • ღიმილი მთავარი იარაღია

თანამედროვე ეპოქაში  ჯანსაღი კბილები და მომხიბვლელი ღიმილი უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. პირის ღრუს სწორი ჰიგიენა დაგეხმარებათ ვიზუალურად სასიამოვნო ღიმილის შენარჩუნებაში. ჰარმონიული და სასიამოვნო ღიმილი კი წარმატებული კომუნიკაციის მთავარი კომპონენტია. კვლევებმა აჩვენა, რომ თეთრი, ლამაზი კბილები და მოვლილი პირის ღრუ არა მარტო თქვენზე, არამედ გარშემო მყოფებზეც ახდენს ფსიქოლოგიურ ზეგავლენას.

ლამაზი ღიმილი შეგმატებთ თავდაჯერებულობას.  თუ კბილები სწორი, ჯანსაღი და თეთრია, სხვებთან ურთიერთობა უფრო კომფორტულია. თქვენ უფრო თავდაჯერებული ხართ საუბრისას რადგან იცით, რომ შთამბეჭდავი ღიმილი გაქვთ. მათ, ვისაც აწუხებს პირის ღრუს ვიზუალთან დაკავშირებული პრობლემები, პირიქით, უჭირთ მოსაუბრეებთან დიალოგის გამართვა და სასიამოვნო შთაბეჭდილების დატოვება, რადგან ისინი, ნაკლებად იღიმიან და ვერ გამოხატავენ ემოციებს ღიად..  

ლამაზი ღიმილი გაახალგაზრდავებთ. ადამიანები, რომლებიც ყოველთვის იღიმიან, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. კვლევების თანახმად, ღიმილი ავარჯიშებს სახის კუნთებს და აუმჯობესებს კანის ელასტიურობას  და ამით აფერხებს ნაოჭების გაჩენას.

ლამაზი ღიმილი გაგხდით უფრო მიმზიდველს. ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თეთრი და სიმეტრიული კბილების მქონე ადამიანები საპირისპირო სქესისათვის უფრო მიმზიდველები არიან. 

ღიმილით თქვენ მოიპოვებთ მოსაუბრის კეთილგანწყობას პირველი შეხვედრისას. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გიზიარებთ ხერხს თუ  როგორ დატოვოთ უკეთესი შთაბეჭდილება: პირველ რიგში, შეხედეთ ადამიანის სახეს, დაიცავით რამდენიმე წამიანი ინტერვალი  და შემდეგ გაიღიმეთ. ეს პაუზა თქვენს ღიმილს უფრო გულწრფელს გამოაჩენს.

  • მოემზადე წინასწარ

მომზადება დაგეხმარება ნაკლებად ინერვიულო შეხვედრამდე. არ აქვს მნიშვნელობა პირველი შეხვედრა იქნება პოტენციურ კლიენტთან თუ დამსაქმებელთან, მნიშვნელოვანია წინასწარ სოციალური ქსელების ან და სხვა საძიებო სისტემების საშუალებით მოძებნოთ ზოგადი ინფორმაცია ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მოიფიქროთ, რამდენიმე სასაუბრო თემა და ნახოთ საერთო ინტერესები.  პარტნიორისათვის საინტერესო თემებზე საუბარი, შესანიშნავი საწყისია კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად.

  • წინასწარ მოახდინეთ შეხვედრის ვიზუალიზაცია

თუ შეხვედრამდე ცოტა დრო გაქვთ, გაიარეთ რეპეტიცია. სარკის წინ წარმოიდგინეთ, თითქოს იმ ადამიანს ესაუბრებით, გაიღიმეთ, მიიღეთ შესაბამისი პოზა და დააკვირდით თქვენს ჟესტებს. ექსპერტები ამბობენ, რომ შეხვედრის წინასწარ ვიზუალიზაციით ყოველთვის უკეთეს შედეგს მიიღებთ.

  • იფიქრეთ სურნელზე

ყნოსვის შეგრძნება მჭიდრო კავშირშია მეხსიერებასთან. თუ გსურთ, რომ დაგიმახსოვრონ (კარგი გაგებით) საგულდაგულოდ შეარჩიეთ არომატი. პირველი შეხვედრისას გამოიყენეთ მსუბუქი კომპოზიცია, რომელიც არ გაართულებს თქვენს იმიჯს და დაისხით მცირე რაოდენობით.

  • ჩაიცვით გონივრულად

დარწმუნდით, რომ არჩეული იმიჯი, არჩეულ თემას და შეხვედრის თემატიკას შეეფერება. იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ შესაძლო უხერხულობა, გაიგეთ ხომ არ იგეგმება მკაცრი დრეს-კოდი. ყოველთვის აირჩიეთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი უხერხულობა შესამჩნევი იქნება, რაც სასიამოვნო შთაბეჭდილების მოხდენაში არ დაგეხმარებათ.

  • არ დააგვიანოთ

პუნქტუალურობა ნიშნავს, რომ თქვენ პატივს სცემთ დროს, ამიტომ ყოველთვის დაიჭირეთ თადარიგი ფორსმაჟორისთვის, რათა ნებისმიერ შემთხვევაში დროულად მიხვიდეთ.

  • მოისმინეთ ყურადღებით

იმის ნაცვლად, რომ საუბარი საკუთარ თავზე დაიწყოთ, დააკვირდით მოსაუბრეს და დაუსვით რამდენიმე შეკითხვა. ასე თქვენ დამატებითი დრო გექნებათ საკუთარი სიტყვის მოსამზადებლად. თვალი ადევნეთ, არ ჩაერიოთ საუბარში, გამოამჟღავნეთ ინტერესი და მოწონება (მაგალითად თავის დაკვრით). ეს მცირე ჟესტები თანამოსაუბრეს აგრძნობინებენ, რომ თქვენ ყურადღებით უსმენთ.

  • ისაუბრეთ სხეულით

სხეულის ენა უფრო მეტს ამბობს თქვენზე , ვიდრე გგონიათ. კვლევების თანახმად, დაახლოებით 90% კომუნიკაციისა ითვლება არა ვერბალურად. დარწმუნდით, რომ გამართული ხართ, როდესაც ზიხართ ან დგახართ. ენერგიულად პასუხობთ ხელის ჩამორთმევაზე, უყურებთ თვალებში საუბრისას და თანხმობის შემთხვევაში არ გავიწყდებათ თავის მსუბუქი დაკვრა. ეს დაარწმუნებს მოსაუბრეს თქვენს თვითდაჯერებულობაში. მნიშვნელოვანია ასევე ყურადღების სწორი აქცენტი. არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ისაუბრო ადამიანთან, რომელიც ყოველთვის იყურება თავის ტელეფონში. ეს აჩვენებს, რომ ის გონებით აქ არ არის. გამორთეთ ტელეფონი (დააყენეთ უხმო რეჟიმი) და მიაქციეთ ყურადღება მოსაუბრეს.

  • 60/40 წესი

მოსაუბრესთან მხედველობითი კონტაქტის დამყარებისას მნიშვნელოვანია დავიცვათ „60/40 წესი“. როცა ერთი ადამიანი მეორესთან დიდხანს ამყარებს თვალებით კონტაქტს, ეს ხშირად მეორის მიერ აგრესიად აღიქმება. ექსპერტი გირჩევთ, ამის მაგივრად ვიზუალური კონტაქტი გაზარდოთ, როცა პირველად ხვდებით ვინმეს. 60/40-ის წესი ამ სიტუაციაში გამოსადეგია - დაამყარეთ თვალებით კონტაქტი დროის დაახლოებით 60%-ის განმავლობაში. იგივე რჩევა შეიძლება გამოიყენოთ ქალსა და მამაკაცის ურთიერთობთან დაკავშირებითაც.

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეხვედრაზე მშვიდი განწყობის შენარჩუნება. დილით, მომზადების პროცესში შეგიძლიათ მოუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას, დალიოთ დამამშვიდებელი ჩაი. ასევე მნიშვნელოვანია სწორი პარფიუმის შერჩევა. თქვენთვის ნაცნობი და საყვარელი  სურნელი დაგეხმარებათ მოდუნდეთ შეხვედრის წინ.