Disable Preloader

ბლოგი

გნათოლოგია: თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი საფუძველი

30 ოქტომბერი 2025

გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას. ეს სფერო შეისწავლის ყბა-კბილთა სისტემას მთლიანობაში, რაც გულისხმობს კბილების, ყბის ძვლების, ღეჭვაში მონაწილე კუნთებისა და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის (TMJ) ურთიერთკავშირს.

თანამედროვე სტომატოლოგიაში მხოლოდ კბილების მკურნალობა არ არის საკმარისი. თუ ყბა-კბილთა სისტემაში დარღვეულია ბალანსი, არასწორად ჩატარებულმა ორთოპედიულმა, ორთოდონტიულმა თუ თერაპიულმა მკურნალობამ, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები წარმოშვას საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მიდამოში. სწორედ გნათოლოგია არის ის დარგი, რომელიც უზრუნველყოფს ამ სისტემის ფუნქციურ ნორმალიზებას და ესთეტიკურ ჰარმონიას.

გნათოლოგიური პრობლემების სიმპტომები

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია შეიძლება მრავალფეროვანი და ხშირად დამაბნეველი სიმპტომებით გამოვლინდეს. გნათოლოგიური პაციენტების ძირითადი ჩივილები არის:

  • ტკივილი და დისკომფორტი: ტკივილი უშუალოდ საფეთქელ-ქვედა ყბის მიდამოში ან ღეჭვაში მონაწილე კუნთების დაჭიმულობა.
  • ტკაცუნი ან ხრაშუნი სახსარში პირის გაღების ან დახურვის დროს.
  • ფუნქციის შეზღუდვა: პირის გაღების ან დახურვის შეზღუდვა.
  • ბრუქსიზმი: კბილების ძლიერი ცვეთა, რაც გამოწვეულია კბილების ღრჭიალით (ბრუქსიზმი).
  • ყურის სიმპტომები: ყურების შეგუბება და შუილი (ტინიტუსი), რაც ხშირად საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემით არის გამოწვეული.
  • ესთეტიკური დისკომფორტი: სახის ქვედა მესამედის ასიმეტრია.

მკურნალობის მიზანი და ციფრული დიაგნოსტიკა

გნათოლოგიური მკურნალობის მთავარი მიზანია:

  1. თანკბილვის ნორმალიზება და ქვედა ყბის სწორი, ცენტრული პოზიციის დაფიქსირება.
  2. სახის ქვედა მესამედის ასიმეტრიის გასწორება (ესთეტიკური კორექცია).
  3. სასახსრე თავების ცენტრირება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარში.

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გნათოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკისას უპირატესობას ანიჭებს უახლეს ტექნოლოგიებს. ჩვენი კლინიკა აღჭურვილია 3D კომპიუტერული ტომოგრაფიით, რაც დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. მისი მეშვეობით ხდება ორივე სახსრის დეტალური განხილვა მილიმეტრის სიზუსტით.

ადრეული დიაგნოსტიკა, საუკეთესო გნათოლოგი და უახლესი ტექნოლოგია – ეს არის გარანტია იმისა, რომ თავიდან აიცილებთ მრავალ სერიოზულ პრობლემას.

მკურნალობა გამჭვირვალე კაპებით

გნათოლოგიური მკურნალობა ხშირად ტარდება სპეციალური გამჭვირვალე კაპების მეშვეობით, რომელიც თავსდება ქვედა ყბის კბილებზე. ეს კაპები ხელს უწყობს ყბის კუნთების მოდუნებას და სახსრის სწორ პოზიციაში დაფიქსირებას. მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, 4-დან 6 თვემდე გრძელდება.

თუ გრძნობთ ტკივილს ან კუნთების დაჭიმულობა, დროულად მიმართეთ სპეციალისტს.

ჩაეწერეთ კონსულტაციაზე „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“, რათა ზუსტი დიაგნოსტიკითა და გნათოლოგიური მკურნალობით აღადგინოთ ყბა-კბილთა სისტემის ბალანსი. დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16.