ორთოდონტია არის სტომატოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის კბილებთან, კბილთა რკალთან და თანკბილვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ორთოდონტიული მკურნალობის მიზანია პირის ღრუს ესთეტიკის გაუმჯობესება, ფუნქცის ნორმალიზება და უკვე მიღებული შედეგის გამყარება. ღიმილის ვიზუალური ეფექტის გასაუმჯობესებლად და ორთოდონტიული პრობლემების მოსაგვარებლად, შესაძლებელია როგორც ვინირების ასევე მოუხსნელი ან მოსახსნელი კონსტრუქციების გამოყენება. მოსახსნელ კონსტრუქციებს განეკუთვნება ფირფიტები და კაპები, ხოლო მოუხსნელ კონსტრუქციებს – ბრეკეტები, რომლებიც შესაძლოა იყოს მეტალის, კერამიკული ან ლინგვალური (კბილების შიგნითა მხრიდან). მეტალის ბრეკეტები ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ამავდროულად, ხელმისაწვდომი კონსტრუქციაა, რომელიც მაგრდება ვესტიბულურად (კბილის გარეთა ზედაპირზე), არის მტკიცე და საიმედო. კერამიკული ბრეკეტების უპირატესობა მის ესთეტიურობაშია, ის იმეორებს კბილის ფერს და არის ნაკლებად შესამჩნევი. თუ თქვენი კბილები ერთმანეთზე მჭიდროდაა მიწყობილი, არეულია კბილთა მწკრივი და დარღვეულია პირის ღრუს სიმეტრია, მაშინ თქვენ გჭირდებათ გამოცდილი ორთოდონტის დახმარებით, ბრეკეტებით კბილების გასწორება.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გთავაზობთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ, ბრეკეტების დაყენებამდე, მოსამზადებელი პერიოდი იყოს თქვენთვის უმტკივნეულო და კომფორტული.
მანამ, სანამ გადაწყვეტთ ბრეკეტ-სისტემის დაყენებას და დაჯავშნით ვიზიტს ორთოდონტთან, აუცილებელია მოიწესრიგოთ კბილები და პირის ღრუსთან დაკავშირებული სხვა პრობლემები. მიმართეთ სტომატოლოგს, იმკურნალეთ კარიესი და გაიწმინდეთ კბილები პროფესიონალურად. რაც უფრო ჯანსაღია კბილები, ბრეკეტებით მკურნალობის პროცესში, პაციენტი მით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს რადგან, ბრეკეტ - სისტემის ყოველდღიური ხმარების ერთგვარ დისკომფორტს, თან აღარ ერთვის დაზიანებული კბილის მკურნალობის აუცილებლობით გამოწვეული, დამატებითი პრობლემები. რაც შეეხება ბრეკეტ - სისტემის დაყენებამდე კბილების პროფესიონალურ წმენდას, ქვებისა და ნადების მოშორება ორთოდონტს შესაძლებლობას მისცემს დააყენოს ბრეკეტი უფრო მყარად, კბილის სუფთა ზედაპირზე.
უშუალოდ ორთოდონტთან კონსულტაციის დღეს, მაშინ როცა უკვე უნდა დაყენდეს ბრეკეტ სისტემა, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტმა გაითვალისწინოს შემდეგი რჩევები:
„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ სპეციალისტები კბილების გათეთრების პროცედურას რეკომენდაციას უწევენ, არა ბრეკეტ - სისტემის დაყენებამდე, არამედ მკურნალობის შემდგომ, რადგან პირველ რიგში გათეთრების შედეგი ასე უფრო შესამჩნევი იქნება, როგორც თქვენთვის ასევე გარშემომყოფთათვის. ამასთან ერთად, ხშირია შემთხვევები როცა ბრეკეტების მოხსნის შემდეგ, კბილის ემალს აქვს არაერთფეროვანი ელფერი, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბრეკეტის დამაგრების ადგილას, კბილის ემალი დროის დიდი პერიოდის მანძილზე დაცული იყო ისეთი საკვებისგან რომელიც ალაქავებს და ფერს უცვლის ემალს. სწორედ ამის გამოა მიზანშეწონილი კბილების გათეთრება მკურნალობის დასრულების შემდგომ და არა პირიქით.
ბრეკეტების დაყენების პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის პირის ღრუს სპეციფიკასა და ჩასატარებელი სამუშაოს სირთულეზე. შესაბამისად ყოველი პროცედურა ინდივიდუალურია მაგრამ ძირითადად, 45-დან 60 წუთამდე გრძელდება.
მას შემდეგ, რაც თქვენ გაიკეთებთ ბრეკეტებს და დაიწყებთ მკურნალობის პროცესს მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ რა ცვლილებების შეტანა მოგიწევთ პირის ღრუს მოვლის ყოველდღიურ რუტინაში.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკის“ პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში.