Disable Preloader

ბლოგი

რა იწვევს მეორად კარიესს და როდის უნდა მივმართოთ ენდოდონტისტს?

25 მარტი 2022

ენდოდონტია ბერძნული სიტყვაა, „ენდო“ ნიშნავს „შიგნით“, ხოლო „ოდონტო“ - „კბილს“. შესაბამისად, ფესვის არხების ენდოდონტიური მკურნალობა, კბილის შიგნით ჩატარებულ მკურნალობას გულისხმობს. კბილს შიგნით, ფესვში, კბილის რბილი ქსოვილი - პულპა მდებარეობს. პულპა  სისხლძარღვების, ნერვების და შემაერთებელ ქსოვილებისგან შედგება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილის ზრდასა და განვითარებაში. თუმცა, როდესაც კბილის ზრდა-განვითარება დასრულდება, კბილს პულპის გარეშეც შეუძლია არსებობა და ფუნქციონირება.

როდის უნდა მივმართოთ ენდოდონტისტს?

კბილის ენდოდონტიური მკურნალობა საჭიროა ჩატარდეს თუ აღინიშნება კბილის რბილი ქსოვილის, პულპის, ანთებითი ან ინფექციური ხასიათის დაზიანება. ამის მიზეზი შესაძლოა გახდეს: კბილის ღრმა კარიესი, კარიესის არასწორი მკურნალობა და კბილის ბზარი ან მოტეხილობა. ასევე, პულპის დაზიანება შესაძლებელია განვითარდეს კბილის გვრიგვინის ხილული დაზიანების გარეშე. პულპის დაზიანება იწვევს პერიაპიკალურად დესტრუქციულ ცვლილებებს, რომელიც სამომავლოდ კბილის სრულფასოვან ფუნქციონირებას უშლის ხელს, ხოლო საბოლოდ კბილის დაკარგვამდეც შეიძლება მივიდეთ (დაზინაების სირთულიდან გამომდინარე).

ენდოდონტიური მკუნალობა გჭირდებათ, მაშინ თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:

  • კბილის ტკივილი;
  • გახანგრძლივებული მგრძნობელობა ცივ ან ცხელ გამღიზიანებელზე;
  • არასასიამოვნო შეგრძნება ან ტკივილი კბილის კბილზე შეხებისას და/ან ღეჭვის დროს;
  • კბილის გვირგვინის ფერის ცვლილება;
  • შეშუპება;

აღსანიშნავია, რომ, რიგ შემთხვევებში, პაციენტს შესაძლოა საერთოდ არ აღენიშნებოდეს ჩივილები ან სიმპტომები და კბილის შიგნით, ანთებითი პროცესები კი ფარულად, ყველანაირი სიმპტომური გამოვლინების გარეშე მიმდინარეობდეს.

როგორ გადავარჩინოთ კბილი ენდოდონტიური მკურნალობის საშუალებით?

ენდოდონტიური მკურნალობის დროს, ექიმი ენდოდონტისტი იღებს კბილიდან ინფიცირებულ პულპას და ასრულებს ფესვის მექანიკურ და მედიკამენტოზურ დამუშავებას. აღნიშნული მანიპულაციის შემდეგ, გვირგვიროვანი ნაწილის დაზინების სიდიდის მიხედვით ექიმი გადაწყვეტილებას იღებს კბილის ზედაპირი  აღდგება ბჟენით თუ კერმაიკული ვირგვინით, რათა სრულიად აღდგეს გვირგვინის მთლიანობა და ფუნქცია. 

გვირგვინთან  დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ კბილი სრულყოფილად აღიდგენს  ფუნქციურ და ესთეტიკური ღირებულებას. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“  ენდოდონტიური მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხოლო  ჩვენი გუნდის პროფესიონალები ქმნიან პაციენტის საჭიროებებზე მორგებულ, კომფორტულ გარემოს. 

მტკივნეულია თუ არა პროცედურა?

„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ ვიზიტის დროს ენდოდონტიური მკურნალობა ტარდება თანამედროვე ტექნიკის და ანესთეტიკების  გამოყენებით, რის გამოც პროცედურა პაციენტისთვის სრულიან უმტკივნეულოა, ხოლო ვიზიტირების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ენდოდონტიური მკურნალობის ჩატრების შემდეგ შესაძლოა პაციენტს აღენიშნებოდეს მგრძნობელობა კბილის მიდამოში, განსაკუთრებით თუ ექიმთან ვიზიტამდე პაციენტს აღენიშნებოდა კბილის ტკივილი და ინფექციის ნიშნები. აღნიშნული დისკომფორტის შემცირება მარტივადაა შესაძლებელი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენებით, ხოლო თქვენი ენდოდონტისტის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით დისკომფორტი რამოდენიმე დღეში სრულიად გაქრება.

ენდოდონტიური მკურნალობის ჩატრების შემდეგ უნდა მიმდინარეობდეს კბილის კონტროლი,   ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დინამიკაში. ასევე   რეკომენდებულია დაბჟენილი კბილის მიდამოში მოერიდოთ აქტიურად ღეჭვას, ვიდრე არ აღდგება კბილის გვირგვინი სრულფასოვანად. გვრიგვინის სრულფასოვანი აღდგენის გარეშე კბილის გვირგვინის მოტეხილობის განვითარების ალბათობა მაღალია. 

მეორადი ენდოდონტია

ხშირია შემთხვევები, როდესაც წარსულში ენდოდონტიურად ნამკურნალები კბილი საჭიროებს განმეორებით მკურნალობას. მეორადი ენდოდონტია შეიძლება  მიმდინარეობდეს შემდეგი სიმპტომებით: ყრუ ტკივილი, დიმკომფორტი, კბილის შეფერილობის ცვლილება (გამუქებით) კბილის ზედაპირზე ან მის ქვეშ და ა.შ. ან სრულიად უსიმპტომოდ სადაც პაციენტები ვერ გძნობენ ანთებითი პროცესის დაწყებას.  ამის აღმოჩენა კი შესაძლებელია კომპოიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით, სადაც კარგად ჩანს  კბილის ირგვლივი ქსოვილის დესტრუქცია.

პირველადი ენდოდონტიური მკურნალობის შემდეგ, არასრულფასოვანი მკურნალობის გამო იმავე კბილის მიდამოში განვითარებული ტრავმული მოტეხილობა, ბჟენის მოტეხილობა ან ამოვარდნა თავის მხრივ  იწვევს კბილის მიდამოში ახალი ინფექციის განვითარებას.  მეორადი ენდოდონტია შეიძლება გამოიწვიოს, არასწორმა მკურნალობამ, სირთულეების არასწორმა შეფასებამ და მიზეზების ბუნდოვანებამ.დიაგნოზის სწორი დასმა, რომლის დროსაც გამოყენებულია კომპიუტერული ტომოგრაფია, საშუალებას გვაძლევს  დავსახოთ მეორადი ენდოდონტიის მკრუნალობის გეგმა.

განმეორებითი მკურნალობა შეიძლება საჭირო გახდეს ხარისხიანი მკურნალობის შემდეგაც კი, თუ ადამიანი არ იცავს პირის ღრუს ჰიგიენას, სწორად არ იხეხავს კბილებს და არ გამოიყენებს დამატებით საშუალებებს კბილებს შორის საკვების მოსაშორებლად. 

 

„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გთავაზობთ ენდოდონტიურ მკურნალობას 21-ე საუკუნის, უახლესი აპარატურითა და თანამედროვე მეთოდებით, რაც თქვენი პირის ღრუსა და კბილების ჯანმრთელობის გარანტია. 

 

ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს:  სტომატოლოგიური კლინიკა ფასები