„სიბრძნის კბილი“ კბილთა მწკრივის ბოლო, მე- 8 კბილია. ისინი სხვა კბილებთან შედარებით უფრო გვიან - დაახლოებით 17-25 წლის ასაკში (მაშინ, როცა ადამიანის ფიზიკური ჩამოყალიბების პროცესი დასასრულის ეტაპზეა) ამოდის. ფიზიოლოგიურ ნორმათა გათვალისწინებით, ძირითად შემთხვევებში, სიბრძნის კბილები 25 წლის ასაკისათვის უკვე ამოჭრილი უნდა იყოს, მაგრამ ხშირად, სხვადასხვა გენეტიკური ფაქტორების გამო, ადამიანს სიბრძნის კბილების მხოლოდ ნაწილი ამოეჭრება ან და ისინი საერთოდ არ ამოდის. სიბრძნის კბილი, როგორც წესი, უფუნქციოა და ღეჭვის პროცესში პრაქტიკულად არ იღებს მონაწილეობს.
ადამიანის განვითარების ევოლუციურმა პროცესებმა, ყბის ძვლების ზომის შემცირება გამოიწვია და შესაბამისად, თანამედროვე ეპოქის ადამიანის პირის ღრუში აღარ დარჩა „სიბრძნის კბილების“ ზრდა - განვითარებისათვის საკმარისი სივრცე. სწორედ ამიტომ, სიბრძნის კბილები უმეტესწილად ყბის ძვალში რჩება ან მხოლოდ ნაწილობრივ ამოიჭრება. ეს პროცესი აზიანებს კბილის ირგვლივ ქსოვილებს და იწვევს მათ ანთებას - ე.წ. პერიკორონიტის. კბილის გარშემო რბილი ქსოვილების (ღრძილების) ანთებას ახასიათებს ძლიერი ტკივილი და ყბის ძვლის მოძრაობის (გაღება - დახურვა) შეზღუდვა.
ხშირია შემთხვევბი, როცა პირის ღრუს მცირე ზომიდან გამომდინარე, სიბრძნის კბილების ამოჭრას თან სდევს კბილთა მწკრივის არევა და ყალიბდება თანკბილვა. სწორედ ამიტომ, იმ პაციენტებს რომელთაც სურთ, ბრეკეტ -სისტემებით კბილების გასწორება, ორთოდონტები სიბრძნის კბილების ამოღებას ურჩევენ.
სიბრძნის კბილები პირის ღრუს ყოველდღიური მოვლისას რთულად მისადგომია, შესაბამისად დიდ პრობლემას წარმოადგენს ჰიგიენის ზოგადი ნორმების დაცვა და მათი გაწმენდა. კბილის ჯაგრისის გამოყენების შემდეგაც კი მე-8 კბილის ზონაში რჩება საკვების ნარჩენები რაც ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას. აღნიშნულ შემთხვევებში მაღალია კარიესის, პაროდონტიტისა და ძვლის დაზიანებების განვითარების რისკი.
ექიმს უნდა მიმართოთ, თუ განიცდით ძლიერ ტკივილს ან დისკომფორტს სიბრძნის კბილების გამო. ექიმი შეამოწმებს კბილებს და საჭიროების შემთხვევაში გაგიწევთ კონსულტაციას მათ ამოღებასთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვნია რენტგენოლოგიური გამოკლვევა, რაც ექიმსს საშუალებას მისცემს უფრო ცხადად დაინახოს კბილის მდგომარეობა და განლაგება. „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ სიბრძნის კბილთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოთ სტომატოლოგს და არ დაელოდოთ გეგმიურ ვიზიტს.
ზოგჯერ სიბრძნის კბილები, რომლებიც მთლიანად არ ამოიჭრა ღრძილებიდან, ან არასწორად ამოვიდა იწვევენ კბილების პრობლემებს:
ამ პრობლემების უმრავლესობას შეიძლება ვუმკურნალოთ ანტიბიოტიკებით, მაგრამ ერთადერთი რეკომენდირებული მეთოდი, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებები არ იმოქმედებს არის სიბრძნის კბილის ამოღება.
სიბრძნის კბილი შეიძლება ამოიღოს თავად სტომატოლოგმა ან ყბა - სახის ქირურგმა. პროცედურამდე კეთდება ადგილობრივი ანესთეზია, რათა გაუტკივარდეს კბილის ირგვლივ ქსოვილები. ამოღებამდე პაციენტი გრძნობს ზეწოლას, როდესაც ექიმი ფოსოს გასაფართოებლად კბილს ამოძრავებს წინ და უკან. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ღრძილზე განაკვეთის გაკეთება და კბილის პატარა ნაწილებად დაჭრა და შემდეგ ამოღება. პროცედურის დრო ცვალებადია და ის შეიძლება გაგრძელდეს 10-დან 60 წუთამდე.
სიბრძნის კბილის ამოღების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს შეშუპება. პაციენტი გრძნობს დისკომფორტს პირის, როგორც შიგნით, ასევე გარეთა მხარეს. ეს სიმპტომები, როგორც წესი, სამ დღეში ქრება.