Disable Preloader

ბლოგი

თამბაქოს გავლენა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე

20 აპრილი 2022

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, თამბაქოს დღესდღეობით 1.3 მილიარდი ადამიანი მოიხმარს. თამბაქო ჩვენთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით მოვიხმართ მას. ის ყველაზე ხშირად სიგარეტის სახით გვხვდება და ალკალოიდ (ფიზიოლოგიურად აქტიური, ფუძე თვისებების მქონე, აზოტშემცველი ორგანული ნაერთები)  ნიკოტინს შეიცავს, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს. მოწევა უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს სხეულში არსებულ თითქმის ყველა ორგანოზე და სხვადასხვა დაავადების გაჩენის რისკს ზრდის. ასევე, საგრძნობლად ამწვავებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთ გართულებებს, რომლებიც პაციენტებს მანამდეც აღენიშნებოდათ, თუმცა ბევრად მსუბუქი სიმპტომატიკით.

რა გავლენა აქვს თამბაქოს პირის ღრუს ქსოვილებზე?

მომხიბვლელი ღიმილისთვის, სუფთა და თეთრი კბილებისთვის მხოლოდ მისი სახლის პირობებში მოვლა,  ფლოსინგი და ანტიბაქტერიული სავლების გამოყენება საკმარისი არ არის. ყოველი ღერი სიგარეტის მოწევისას, თამბაქოს კვამლის დაგუბებისა და შესუნთქვისას კბილის მინანქარი ზიანდება.  ჩნდება კარიესი, ღიზიანდება ღრძილები ხოლო  კბილები ყვითლდება და საკმაოდ ხშირ შემთხვევებში სტომატიტიც ვითარდება. სტომატიტის განვითარების ყველაზე ხშირ მიზეზად ლორწოვანი გარსის მექანიკური (გარე ფაქტორებზე დამოკიდებული) დაზიანება სახელდება და ის უმეტესად მტკივნეული ეროზიების და წყლულების სახით ვრცელდება. თამბაქოს ასევე ნეგატიური გავლენა აქვს ღრძილებზეც. ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ნიკოტინი ღრძილების და კბილის ქსოვილების მკვებავი სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს, ანუ პირის ღრუში მიკროცირკულაცია ( სისხლის მიმოქცევა) ირღვევა, ღრძილის ქსოვილი სქელდება და კბილების ადრე გაფუჭების, ან სულაც დაკარგვის რისკი იზრდება.

რა კავშირია თამბაქოსა და პირის ღრუს კიბოს შორის?

ცნობილია, რომ თამბაქოს მოხმარება არის პირის ღრუს და მრავალი სხვა კიბოს მთავარი რისკფაქტორი. პირის ღრუს კიბო ვითარდება მაშინ, როდესაც ტუჩების ან პირის ღრუს ქსოვილების  უჯრედებში ხდება დნმ-ის მუტაცია. მუტაციის შედეგად, უკონტროლოდ მრავლდება კიბოს უჯრედები და ეს პროცესი ხდება შეუქცევადი. პირის ღრუს კიბოს უჯრედების გროვა (სიმსივნური უჯრედების ერთიანი მასა) აყალიბებს სიმსივნეს. დროთა განმავლობაში კიბოს უჯრედები შესაძლოა გავრცელდეს თავისა და კისრის სხვა წერტილებში ან სხეულის დანარჩენ ნაწილებში. თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმი, მათ შორის სიგარეტი, სიგარა და  საღეჭი თამბაქო შეიცავს ნიკოტინს, კარცეროგენებსა ( ქიმიური ნივთიერება, ფიზიკური გამოსხივება ან ონკოგენური ვირუსი, რომლის ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმზე მოქმედებაც ზრდის ავთვისებიანი სიმსივნეს წარმოქმნის ალბათობას.)  და სხვადასხვა სახის ტოქსინებს. სიგარეტი - თამბაქოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა რომელიც განსაკუთრებით დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის პირის ღრუს ჯანმრთელობას. The American Lung Association- ის  თანახმად. მწეველებს 10-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ პირის ღრუს კიბო, ვიდრე არამწეველებს. 

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობას და ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომთა გამოვლენის შემთვევაში დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. პირის ღრუს კიბოს სიმპტომები:

  • ტკივილი, რომელიც არ მსუბუქდება
  • კანის ამობურცულობა ან შესქელება პირის ღრუს ამომფენ გარსში
  • თეთრი ან მოწითალო ლაქა პირის ღრუს შიდა ნაწილში
  • მორყეული კბილები
  • პროთეზის გაკეთების შეზღუდვა
  • ენის ტკივილი
  • ქვედა ყბის ტკივილი და გაშეშება
  • მტკივნეული ან გაძნელებული ღეჭვა
  • მტკივნეული ან გაძნელებული ყლაპვა
  • ყელის ტკივილი
  • შეგრძნება, რომ ყელში რაღაც არის

ადრეულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ მიზნით საჭიროა პერიოდულად პირის ღრუს ყველა უბნის დათვალიერება სტომატოლოგის მიერ და ქსოვილის ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში ბიოფსიის ჩატარება.

როგორ შევწყვიტო თამბაქოს ნაწარმის მოხმარება?

„ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას “ წარმოგიდგენთ American Cancer Society ACS-ს მიერ შემუშავებულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ უარი თქვათ თამბაქოს მოხმარებაზე და დაიბრუნოთ თეთრი, ჯანსაღი და მომხიბვლელი ღიმილი:  

  • ხშირად იფიქრეთ იმ მიზეზებზე, თუ რატომ გსურთ თავის დანებება;
  • შეარჩიეთ სტრესისგან თავისუფალი დრო, რათა თავი დაანებოთ მოწევას;
  • დაიწყეთ ვარჯიშების ან აქტივობების გაკეთება ყოველდღე სტრესის შესამცირებლად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად;
  • დაისვენეთ ბევრი და მიირთვით დაბალანსებული, ვიტამინებით სავსე საკვები;
  • მიიღეთ მონაწილეობა მოწევის შეწყვეტის პროგრამაში ან სხვა დამხმარე ჯგუფში.

ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს:  სტომატოლოგიური კლინიკა ფასები