Disable Preloader

ბლოგი

დენტალური იმპლანტაცია

27 ივლისი 2021

დენტალური იმპლანტი არის ხელოვნური ფესვი, რომელიც გამოიყენება კბილთა მწკრივის დეფექტის აღსადგენად. იმპლანტი მზადდება ბიოშეთავსებადი მასალით, რომელიც იდეალურად ერწყმის ყბის ძვალს და იძლევა როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკური დისკომფორტის სრულიად აღდგენის საშუალებას. დღესდღეობით დენტალური იმპლანტაცია ადენტიის, ანუ უკბილობის მკურნალობის უალტერნატივო მეთოდია. 

სრულფასოვანი ხელოვნური კბილის მისაღებად საჭიროა სამი ძირითადი კომპონენტი: იმპლანტი, გვირგვინი და აბატმენტი. იმპლანტი ამ შემთხვევაში ასრულებს ფესვის ფუნქციას და ინტეგრირდება ყბის ძვალში. გვირგვინი არის კბილის ღრძილზედა ნაწილი (რომელსაც ჩვენ ვიზუალურად ვხედავთ). აბატმენტი კი ამ ორ ნაწილის - იმპლანტისა და გვირგვინის დამაკავშირებელი კომპონენტია. 

დენტალური იმპლანტაციის პროცესის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და პაციენტზე მორგებული ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, რისთვისაც საჭიროა პირის ღრუს პირველადი დათვალიერება, ღრძილის ბიოტიპის, ძვლის მდგომარეობის, დეფექტის ლოკალიზაციის, თანკბილვის შეფასება და 3D კომპიუტერული ტომოგრაფია - ძვლის ხარისხისა და პირის ღრუს ზოგადი ჯანმრთელობის შესაფასებლად. აუცილებლად გასათვალისწინებელია პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. მაგალითად: საჭიროა სისხლის საერთო ანალიზი, ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევა. 

კონსულტაციის შემდეგ ექიმი სპეციალური კომპიუტერული პროგრამისა და პაციენტის ტომოგრაფიის დახმარებით ქმნის 3D მოდელს და ატარებს ოპერაციის სიმულაციას. ამ დროს ექიმს საშუალება აქვს კომპიუტერული პროგრამის დახმარებით განსაზღვროს თითოეული იმპლანტის იდეალური ზომა და პოზიცია. პროგრამიდან მიღებული ინფორმაციით, სპეციალური 3D პრინტერი ბეჭდავს პაციენტზე მორგებულ მონახაზს (ე.წ შაბლონს), რომლის მიხედვითაც შემდგომ უკვე ხდება იმპლანტის სწორი ორიენტირება ყბის ძვალში.

არსებობს იმპლანტაციის რამდენიმე მეთოდი:

კლასიკური მეთოდი

იმპლანტის ძვალში ჩანერგვის შემდეგ პაციენტი იცდის 2-დან 6 თვემდე. იმპლანტი ეგუება გარემოს, უხორცდება ყბის ძვალს და შემდეგ მასზე ფიქსირდება ხელოვნური გვირგვინი. 

დაუყოვნებელი იმპლანტაცია
იმპლანტი ყბის ძვალში კბილის ექსტრაქციასთან - ამოღებასთან ერთად თავსდება. ამ შემთხვევაშიც 2-დან 6 თვემდეა საჭირო მოცდა სანამ მასზე ხელოვნური გვირგვინი დაფიქსირდება. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ აღარ გვიწევს ღრძილის ხელახალი გაკვეთა და იმპლანტი მომენტალურად ინერგება ამოღებული კბილის ადგილას.

დაუყოვნებელი დატვირთვა
ამ დროს იმპლანტაციის დღესვე თავსდება იმპლანტზე დროებითი გვირგვინი, რაც რა თქმა უნდა პაციენტისთვის დიდი კომფორტია ესთეტიკური თვალსაზრისით. 

ექიმი კლინიკური სურათის და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით წყვეტს, რომელი მეთოდი იქნება ყველაზე ეფექტური კონკრეტულ სიტუაციაში. შეგიძია ნახოთ სტომატოლოგიური კლნიკა ფასები.