Disable Preloader

ბლოგი

ბიშექტომია

24 მაისი 2022

ბიშას ბურთულები ინკაფსულირებული ცხიმოვანი წარმონაქმნებია, რომლებიც სახის ორივე მხარეს ლოყის კუნთსა და სახის ზედაპირულ კუნთებს შორის ღრმად, კანის ქვეშ მდებარეობს, მაგრამ არ არის კანთან დაკავშირებული. ბიშექტომია არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ლოყის ცხიმოვანი წარმონაქმნები ნაწილობრივად ან სრულად ამოიკვეთება.

ბიშექტომიას პაციენტები მიმართავენ მაშინ, როდესაც სურთ სახის არასასურველი სიმრგვალის კორექცია, ყვრიმალების გამოკვეთა და / ან სახის შუა მესამედის რემოდელირება. უშუალოდ ბიშექტომიის  პროცედურის დროს განაკვეთი პირის ღრუს მხრიდან კეთდება და შემდგომ ხდება რბილი ქსოვილებიდან ბიშას ბურთულების ამოღება. ბიშექტომია არ არის რთული ოპერაცია და იგი პაციენტისატვის თითქმის  უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, პროცედურა სტაციონარულ პირობებში ტარდება  ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით და სტანდარტულად 1 – 1,5 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროცესი კი სამიდან ხუთ დღემდე გრძელდება.

ბიშექტომიის ეფექტი, უშუალოდ პროცედურის დასრულებისთანავე ხდება შესამჩნევი. სახის ოვალი თხელდება, ხოლო ყვრიმალები ვიზუალურად უფრო იკვეთება. ბიშას კაფსულების ექსტრაქციის შემდეგ ცხიმის მასის  ხელახალი დაგროვება არ ხდება, შესაბამისად  პროცედურის ეფექტი სამუდამოდ ნარჩუნდება. რეაბილიტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, საბოლოო შედეგი 2-დან 3 თვემდე პერიოდში მიიღწევა.

რატომ ბიშექტომია?

ბიშექტომია სახის გენეტიკური ტიპით განპირობებული ზედმეტი ცხიმისგან გათავისუფლების ყველაზე ეფექტური მეთოდია, რადგან ბიშას ბურთულების ანატომია ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ცხიმოვანი ქსოვილისგან და  მათი ლიპოსაქციის მეთოდით კორექცია  არ ხდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბიშას ბურთულები გამხდარ სახეზეც შეიძლება იყოს ჩამოყალიბებული.

ბიშექტომიის პროცედურა სახის კუნთების მოდუნებით გამოწვეული ასაკობრივი ცვლილებების აღმოფხვრაშიც გვეხმარება. ასაკთან ერთად ბიშას ბურთულები კარგავენ თავის ფუნქციებს. მათ დეფორმირების შემდეგ  სახის ოვალის სიმეტრია ირღვევა, ყბა გარე დაზიანებების წინაშე დაუცველი რჩება, ხოლო  საღეჭი კუნთები საკვების მიღების დროს, უშუალოდ ღეჭვის პროცესში „ზედმეტად“ შესამჩნევი ხდება, რაც ვიზუალურად სახეს  ახალგაზრდულ იერს უკარგავს.   პროცედურის შედეგად შესაძლებელია ცხვირ-ტუჩის ნაკეცის გაღრმავებასთან და  სახის ოვალის დარღვევასთან ბრძოლა. ამასთან ერთად, ბიშექტომიაით შეგვიძლია   ქუთუთოების ფტოზის (მოშვების) პრევენცია და კორექტირება. სახის ქირურგიულ ლიფტინგთან კომბინაციაში ბიშექტომია მაქსიმალურ შედეგს იძლევა მკაფიოდ გამოხატული ასაკობრივი ცვლილებების დროსაც კი.

მნიშვნელოვანია, რომ ბიშექტომიის პროცედურა ჩაატარაოს გამოცდილმა სპეციალისტმა – პლასტიკურმა ან ყბა-სახის ქირურგმა. „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ ექიმი გაგიწევთ პროფესიონალურ კონსულტაციას და დაგინიშნავთ გამოკვლევებს.

სახის მსუბუქი სიმრგვალე ადამიანს ვიზუალურად უფრო ბავშურ იერს აძლევს. რა თქმა უნდა ბუნებრივად გამხდარი და ყვრიმალებგამოკვეთილი ლოყები მიმზიდველია, მაგრამ როცა საუბარია ქირურგიულ ჩარევაზე და სახის ანატომიური წყობის კარდინალურ ცვლილებებზე როგორც წესი, ხელოვნურად შექმნილი ჩავარდნილი ლოყების ეფექტი სახეს ვიზუალურად ასაკს მატებს.  პროფესიონალმა ექიმმა უნდა შეაფასოს ბიშას ბალიშების ექტსრაქციის აუცილებლობის საკითხი და გადაწყვიტოს, საჭიროა ბიშას ბურთულების სრული თუ ნაწილობრივი ამოკვეთა. ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკაში, ექიმები  გაგიწევენ რეკომენდაციას, გესაჭიროება თუ არა ბიშექტომია და  როგორი იქნება მოსალოდნელი შედეგი.

ბიშექტომიის პროცედურის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელი სარეაბილიტაციო პერიოდი 3-5 დღეა. ამ დროს პაციენტს აღენიშნება შეშუპება და მან  უნდა ატაროს სპეციალური კომპრესიული ნიღაბი. ასევე ამ დღეებში უნდა შეიზღუდოს ფიზიკური დატვირთვა, ძალიან ცხელი, ცივი, მარილიანი, ცხარე და რთულად საღეჭი საკვების მიღება, რათა არ მოხდეს ჭრილობების გაღიზინება და შეხორცების პროცესი განვითარდეს შეფერხებებს გარეშე. ამასთან ერთად, გაითვალისწინეთ, რომ ბიშექტომიის პროცედურა გავლენას არ ახდენს ღეჭვის ფუნქციაზე, დაახლოებით 3 დღეში თქვენ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ  კვების ჩვეულ რეჟიმს და მიირთვათ საყვარელი საკვები.

ცნობილი სახეები რომლებმაც ბიშექტომია გაიკეთეს

ბიშექტომიის პროცედურას სელებრითები ყველაზე ხშირად მიმართავენ, დაწყებული ბელა ჰადიდით, რომლის სახის ოვალიც ბიშექტომიის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა და უფრო მიმზიდველი გახდა, დამთავრებული მარგო რობით რომელმაც ბიშეს კაფსულები 2015 წელს ამოიღო. 

ბლიც დენტალ - კახაერ ხარებავას  კლინიკაში” თქვენ დაგხვდებათ, სასიამოვნო, თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული გარემო. ჩვენი გუნდის პროფესიონალები კი გაგიწევენ კონსულტაციას და დაგეხმარებიან ბიშექტომიის პროცედურის საშუალებით, მიიღოთ სასურველი ვიზუალური ეფექტი.

სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 22 15 16.