დენტალური იმპლანტაცია ნიშნავს დანაკლისი კბილის ადგილზე ხელოვნური კბილის ჩასმას, რომელიც იმეორებს ბუნებრივი კბილის აგებულებას და ამასთან ერთად, მთლიანად აღადგენს ბუნებრივი კბილის ფუნქციასა და ესთეტიკას.
პროცედურის შედეგად, არარსებული ან ამოღებული კბილის ადგილზე, ყბის ძვალში თავსდება იმპლანტი, რომელიც ასრულებს კბილის ფესვის ფუნქციას.
ALL ON 4 და ALL ON 6 იმპლანტაცია ადენტიის (უკბილობის) მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომელიც გულისხმობს ყბის ძვალში ერთდროულად ოთხი ან ექვსი “საყრდენის” განთავსებას. იმპლანტი დამზადებულია ტიტანისგან, რომელიც ითვლება უალტერნატივო და მაქსმალურად ბიოშეთავსებად მასალად. ALL ON 4 და ALL ON 6 იმპლანტაციის მეთოდი შესაძლებლობას გვაძლევს, მოკლე დროში სრულად მოხდეს პირის ღრუში დაკარგული კბილების აღდგენა.
დენტალური იმპლანტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ იმპლანტები ბუნებრივ კბილებს ჰგავს და ჰარმონიულად ერწყმის პაციენტის პირის ღრუს.
ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც იღიმით და საუბრობთ, დენტალური იმპლანტის გვირგვინის დამახასიათებელი ფერისა და ბუნებრივი კბილის ემალთან მიახლოებული სიპრიალის გათვალისწინებით, შეუძლებელია ითქვას, რომ ის ხელოვნურია. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დენტალური იმპლანტზე განთავსებული გვირგვინი ძალიან ჰგავს ბუნებრივ კბილებს, არა მარტო ვიზუალურად, არამედ იმ შეგრძნებებითაც, რომელიც პაციენტს აქვს მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებისას, ღეჭვის პროცესში. პაციენტები ყბის ძვალში იმპლანტის არსებობას ვერც კი გრძნობენ. როდესაც ენა ეხება იმპლანტის გვირგვინის ნაწილს, ის ისეთივე გლუვია, როგორც ბუნებრივი კბილი.
იმის გამო, რომ დენტალური იმპლანტები არ არის დამზადებული ბუნებრივი კბილის მასალისგან, ის გამოირჩევა კარიესისა და სხვა სახის დაავადებების მიმართ გამძლეობით. ის უძლებს დიდ დატვირთვას, არის მდგრადი ცვეთის მიმართ.
დენტალურ იმპლანტებს დადებითი გავლენა აქვს პაციენტის თვითშეფასებაზეც. ვერაფერი დააზიანებს ადამიანის თავდაჯერებულობას ისე, როგორც არც ისე მოხდენილი ღიმილი. დენტალური იმპლანტებით დაკარგული კბილების ჩანაცვლებას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება და მისცეს მას საშუალება დატკბეს მიმზიდველი, ჰარმონიული ღიმილით.
რაც შეეხება დენტალური იმპლანტების მოვლის პორცესს, სახლის პირობებში იმპლანტის მოვლა საკმაოდ მარტივია და ძალიან გავს ბუნებრივი კბილის მოვლის წესებს.
საჭიროა მათი რეგულარული წმენდა კბილის ჯაგრისით და ირიგატორის გამოყენება.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაკა”, ადენტიის მკურნალობის დროს იყენებს თანამედროვე მიდგომებსა და უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებს, რომლებიც პაციენტისათვის სასურველი შედეგის მიღწევის გარანტიაა.
ბოლო დროს, იმპლანტოლოგია შორდება კლასიკურ მიდგომებს და უპირატესობას ანიჭებს უფრო მცირე რაოდენობის საყრდენებზე ინოვაციური პროთეზირების ტექნოლოგიებს. ყველაზე პოპულარული მეთოდებია All-on-4 და All-on-6.
All-on-4 ტექნოლოგია (All-on-four) არის იმპლანტის განთავსების ყველაზე თანამედროვე და პაციენტისათვის ხელსაყრელი მეთოდი. იმპლანტაციის ამ მეთოდის მიხედვით, 4 ფესვის ფორმის იმპლანტი ერთდროულად ( ერთი და იგივე დატვირტვით) ინერგება ყბის ძვალში.
ხელოვნური ფესვების შესაბამისი მოწყობის წყალობით, ყბის სრული იმპლანტაცია უზრუნველყოფს პროთეზის მაღალ პირველად სტაბილიზაციას და არ საჭიროებს ძვლის გადანერგვის ოპერაციას. ეს ფაქტორები საშუალებას აძლევს ექიმს დაუყოვნებლივ გააგრძელოს პროთეზირება და შესაბამისად დაზოგოს პაციენტის დრო.
All-on-6 ტექნოლოგია (All-on-six) არის ის კიდევ ერთი განვითარება, რომელიც მოიცავს ყბაში 6 იმპლანტის განთავსებას, რაც ნიშნავს იმას რომ ეს იმპლანტები შეძლებენ გაუძლონ ნებისმიერი სახის დატვირთვას, მომენტალურად, ყბის ძვალში დაყენებისთანავე. All-on-6 ტექნოლოგით იმპლანტირების დროსაც, საყრდენი წნელები ისეა ჩადგმული, როგორც All-on-4-ის შემთხვევაში.
იმპლანტაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა გაიაროს წინასწარი კონსულტცია შესაბამისი პროფილის სტომატოლოგთან. “ბლიც დენტალ- კახაბერ ხარებავას კლინიკაში” ექიმები 3D ტომოგრაფიის გამოყენებით განიხილავენ თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ შემთხვევას და შემდგომ გეგმავენ კმურნალობის მიმართულებას.
“ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა” გთავაზობთ, კომფორტულ გარემოს და ადენტიის მკუნალობის ინოვაციურ მეთოდებს. ჩვენი კლინიკის პროფესიონალები შეაფასებენ თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს, გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, დაგეხმარებიან სწრაფად და ზედმეტი დისკომფორტის გარეშე ჩაანაცვლოთ დაკარგული კბილები იმპლანტებით და დატკბეთ თავდაჯერებული, მომხიბვლელი ღიმილით.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები