Disable Preloader

ბლოგი

3 ყველაზე ხშირი პროცედურა ესთეტიკურ სტომატოლოგიაში

25 აგვისტო 2022

თანამედროვე ეპოქაში ჯანსაღი კბილები და მომხიბვლელი ღიმილი უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. შეუძლებელია გამოვიყურებოდეთ ლამაზად და არ გვქონდეს ჯანსაღი, მიმზიდველი ღიმილი. მოვლილი პირის ღრუ და თეთრი კბილები, ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლოდ აღიქმება და ხშირად, სწორედ მათზეა დამოკიდებული პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც გაცნობისას თანამოსაუბრეებზე ვახდენთ.

სტომატოლოგია ყოველდღიურად ვითარდება, რათა შეძლოს უკეთ დააკმაყოფილოს პაციენტის საჭიროებები და მოთხოვნილებები. პაციენტების სურვილმა, ჰქონდეთ მიმზიდველი ღიმილი, გამოიწვია ესთეტიკური სტომატოლოგიის მიმართულების სწრაფი განვითარება და დღესდღეობით, უკვე არსებობს უამრავი გზა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია, დროის რაც შეიძლება მოკლე პერიოდში, მიიღოთ ე.წ. „ჰოლივუდის ღიმილი“. 

დღეს გვსურს გესაუბროთ ესთეტიკური სტომატოლოგიის 3 ყველაზე პოპულარულ მიმართულებაზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად მიმართავენ პაციენტები, ესენია: კბილების გასწორება ბრეკეტებით (ორთოდონტია) , ვინირება (ორთოპედია) და კბილების გათეთრება (თერაპია).

ორთოდონტიული მკურნალობა ანუ კბილების გასწორება ბრეკეტებით

ორთოდონტიული მკურნალობის მიზანია პირის ღრუს ესთეტიკის გაუმჯობესება, ღეჭვის ფუნქცის დაბალანსება და უკვე მიღებული შედეგის შენარჩუნება. ღიმილის ვიზუალური ეფექტის გასაუმჯობესებლად და ორთოდონტიული პრობლემების მოსაგვარებლად, ყველაზე ხშირად პაციენტები ირჩევენ ბრეკეტებს.  პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დგება ორთოდონტიული მკურნალობის გეგმა, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალურად შეირჩვეა ორთოდონტიული კონსტრუქციაბი. ორთოდონტიული მკურნალობის დროს პაციენტს აქვს მრავალფეროვანი არჩევანი: ფირფიტები, კაპები და ბრეკეტები, რომლებიც შესაძლოა იყოს მეტალის, კერამიკული ან ლინგვალური (კბილების შიგნითა მხრიდან), ასევე საფირის და დეიმონის თვითლიგირებადი ბრეკეტები. 

მეტალის ბრეკეტები ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ამავდროულად, ხელმისაწვდომი კონსტრუქციაა, რომელიც მაგრდება ვესტიბულურად (კბილის გარეთა ზედაპირზე), არის მტკიცე და საიმედო. 

რაც შეეხება კერამიკულ ბრეკეტებს, მისი  უპირატესობა ესთეტიკურობაშია, ის იმეორებს კბილის ფერს და არის ნაკლებად შესამჩნევი. 

ბრეკეტების დაყენების პროცედურის ხანგრძლივობა (იქნება ეს კერამიკული ბრეკეტი, მეტალის ბრეკეტი თუ ლინგვალური ბრეკეტი) დამოკიდებულია პაციენტის პირის ღრუს სპეციფიკასა და ორთოდონტიული პრობლემის სირთულეზე. შესაბამისად ყოველი პროცედურა ინდივიდუალურია, თუმცა  ძირითადად 45-დან 60 წუთამდე გრძელდება.

რაც შეეხება ბრეკეტების ღირებულებას, მათი ფასი დამოკიდებულია როგორც მასალაზე, ასევე მათი დაყენების მეთოდზე. "ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში" ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ბრეკეტ-სისტემებს და მათი ფასი ხარისხთან შედარებით საკმაოდ ხელმისაწვდომია - კონკრეტული ბრეკეტის ფასის გასაგებად ჩაეწერე კონსულტაციაზე. 

კერამიკული ვინირები

ვინირება თანამედროვე ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ყველაზე გავრცელებული   მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სურვილისამებრ კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება. 

ყველაზე ხშირად პაციენტები ირჩევენ ვინირებას იმ შემთხვევაში, როდესაც არ მოსწონთ ბუნებრივი კბილების ფერი ან ფორმა და სურთ ქონდეთ ე.წ. “ჰოლივუდის ღიმილი”. მაგრამ, ესთეტიკური მიზნების გარდა, ვინირება მიზანშეწონილია პირის ღრუში მიმდინარე მრავალი პათოლოგიური პროცესის დროსაც, მაგალითად: კბილის ქსოვილის ფართო კარიესული დაზიანების, კბილის მინანქრის დაზიანების, კბილების ცვეთის და სხვა შემთხვევებში

ვინირები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება (კერამიკული და კომპოზიტური ვინირები), კერამიკული ვინირები წარმოადგენს ფაიფურის თხელ ფირფიტებს, მათი სისქე საშუალოდ 0,3-0,5 მილიმეტრია და ის გარედან, ფასადურად ეკვრის კბილს.  კერამიკული ვინირების დამზადება შესაძლებელია თანკბილვის  პროცესის ჩამოყალიბების დასრულებისთანავე, ანუ 18 წლიდან, ყველა იმ პაციენტისათვის, რომელთაც სურთ  უშუალოდ კბილებზე არსებული ვიზუალური ხარვეზების კორექცია ან კბილთა რკალში არსებული ანომალიების მკურნალობა. 

ვინირების გაკეთება მიზანშეწონილია თუ თქვენ გაქვთ:

  • ფერშეცვლილი კბილი;
  • ბზარები კბილებზე;
  • მსუბუქად გაცვეთილი კბილები;
  • არათანაბარი და არასტანდარტული ფორმის კბილები;
  • კბილთაშორისი დაცილებები (დიასთემები, ტრემები);

კბილების გათეთრება

რაც უფრო თეთრი და ბრწყინვალეა კბილები მით ურო მომხიბვლელი და ჯანსაღი იერი აქვს ადამიანს. „ჰოლივუდის ღიმილი“ ჩვენს ეპოქაში უკვე დამკვიდრდა როგორც სილამაზის სტანდარტების განუყოფელი ასპექტი, სწორედ ამიტომ უამრავი ადამიანი მიმართავს კბილების გათეთრების სხვადასხვა პროცედურებს. არსებობს კბილების გათეთრების ორი ძირითადი მეთოდი:

  • გათეთრება კაპებით -  ინდივიდუალური კაპებით კბილების გათეთრებისას პაციენტი სტომატოლოგის დანიშნულებისამებრ იყენებს სპეციალური ქიმიური შემადგენლობის მათეთრებელ გელს. ამ პროცედურის ჩატარება შესაძლებელია  სახლში, თქვენთვის მოსახერხებელ დროს, ხოლო კბილი თეთრდება 2-4 ტონით.
  • „კბილების გათეთრების ოფისის სისტემა“ -  გათეთრების ოფისის სისტემა საკმაოდ მარტივი და ეფექტური პროცედურაა რომელიც დაახლოებით 20 -40 წუთი გრძელდება. კბილების გათეთრების ოფის სისტემა გულისხმობს, კლინიკაში ერთი ვიზიტის ფარგლებში, კბილების გათეთრებას Flash მეთოდით . პროცედურა პაციენტისათვის სრულიად უმტკივნეულოა და შესაძლებელია კბილების გათეთრება 5-7 ტონით.

მნიშვნელოვანია, რომ კბილების გათეთრების პროცედურის ჩატარების შემდეგ დაიცვათ ე.წ „თეთრი დიეტა“ 2 კვირის განმავლობაში. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მკვეთრი ფერის საკვებისა და სასმელის მიღებას, როგორიცაა ყავა, ღვინო და ასე შემდეგ.

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ ,საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკა, გთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომფორტულ გარემოს. ჩვენი კლინიკის ექიმები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას და დაგეხმარებიან დატკბეთ „ჰოლივუდის ღიმილით“ რაც შეიძლება მოკლე დროში.

 

 

ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს:  სტომატოლოგიური კლინიკა ფასები