“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის" გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ქვეყანაში საუკეთესო სტომატოლოგებით.
2018 წლიდან ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა ზრუნავს პაციენტების თავდაჯერებულ ღიმილზე და აძლევს მათ საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ დატკბნენ სასურველი შედეგით. ჩვენი კლინიკისა და ექიმების მთავარი მიზანია, შევქმნათ თავდაჯერებული ღიმილი.
პროფესიონალ სტომატოლოგთა გუნდი, საკუთარი ლაბორატორია, თანამედროვე აღჭურვილობა, სასურველი შედეგის მიღების გარანტია, ეს მცირედია იმ მიზეზთაგან რომლის დამსახურებითაც ჩვენმა კლინიკამ საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკის სტატუსი მოიპოვა, როგორც საქართველოში, ასევე მთელ ამიერკავკასიის რეგიონში.
ჩვენი კლინიკის გარემო სრულადაა მორგებული პაციენტის საჭიროებებზე - მკურნალობის პროცესი არის სრულიად უსაფრთხო და კომფორტული. კლინიკა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ვერაზე, ქუჩიშვილის 11 ნომერში და აქვს საკუთარი პარკირების სივრცე. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკის,შიდა სივრცე და გარე პერიმეტრი სრულადაა ადაპტირებული და მორგებულია შშმ პირთა საჭიროებებზე.
კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა გერმანული პრემიუმ ბრენდის Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. შესაბამისად, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას გააჩნია ტექნოლოგიური უპირატესობა.
ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა და ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით.
ბლიც დენტალის პროფესიონალთა გუნდი მკურნალობის პროცესში იყენებს 21-ე საუკუნის უახლეს მეთოდებსა და დანადგარებს როგორებიცაა:
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” მულტიფუნქციურია, რაც ჩვენს პაციენტებს აძლევს საშუალებას, ოპერატიულად, ერთ მისამართზე (ვერაზე, ქუჩიშვილის 11 ნომერი), მიიღონ ნებისმიერი სახის სტომატოლოგიური მომსახურება. ჩვენი კლინიკა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ მომსახურება თერაპიული, ორთოპედია, ორთოდონტიული, პაროდონტოლოგიური, იმპლანტოლოგიური და გნათოლოგიური მიმართულებით. ჩვენი მომსახურება ასევე მოიცავს ისეთ ნაკლებად ინვაზიურ მანიპულაციებს, როგორებიცაა: კბილების გათეთრება და კბილების პროფესიული წმენდა, კბილების გასწორება ბრეკეტებითა (მეტალის ბრეკეტები, ფაიფურის ბრეკეტები, ლინგვალური ბრეკეტები) და კაპებით, კარიესის მკურნალობა (კბილის არხების დაბჟენა) და ა.შ.
ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა გთავაზობთ მომსახურებას ბავშვთა სტომატოლოგიის მიმართულებითაც. ბავშვები ჩვენს კლინიკაში თავს გრძნობენ კომფორტულად, რადგან გარემო სრულადაა მორგებული მათ საჭიროებებზე - სათამაშო სივრცეები და ფერადი აპლიკაციები კედლებზე, ამხიარულებს მათ ხოლო ჩვენი გუნდის პროფესიონალები, თავიანთი პრაქტიკული ცოდნისა საფუძველზე უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებს ადრეულ ასაკში მიღებული ცუდი გამოცდილების გამო არ ჩამოუყალიბდეთ სტომატოლოგთან ვიზიტის შიში.
რაც შეეხება არსებული მომსახურების ფასებს, იქნება ეს კბილის ამოღების ფასი, კბილის დაბჟენის (დაპლომბვის) თუ კბილის იმპლანტის ფასი, იგი დამოკიდებული პაციენტის პირის ღრუს მახასიათებლებსა და შემთხვევის სირთულეზე. ვინირების ფასი და ბრეკეტების ფასი გამოითვლება კონკრეტული შემთხვევის მახასიათებლებისა და იმ მასალების გათვალისწინებით, რომელიც გამოიყენება მკურნალობისას. ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ საბანკო განვადებით.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები
ბრეკეტების ფასებისა და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16