Disable Preloader

ბლოგი

კბილების ჩასმა - რისთვის გამოიყენება სტომატოლოგიური ხიდები?

08 ნოემბერი 2022

დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.

 

რა არის კბილის ხიდი და როგორ მუშაობს ის? 

კბილის ხიდი (დენტალური ხიდი) არის მოუხსნელი კონსტრუქცია და ერთ-ერთი მეთოდი ადენტიის (უკბილობა) მკურნალობისას. ის იმეორებს ბუნებრივი კბილის აგებულებას და ამასთან ერთად, 100%-ით აღადგენს ბუნებრივი კბილის ფუნქციას და ესთეტიკას.

 

კბილის ხიდის მუშაობის მექანიზმი 

კბილის ხიდი მუშაობს იმ პრინციპით, რომ დაკარგული კბილის ადგილი ივსება ხელოვნური კბილით, რომელიც მყარად არის დამაგრებული მეზობელ კბილებზე ან იმპლანტებზე. ამ გზით იქმნება სტაბილური კონსტრუქცია, რომელიც ფუნქციურად და ვიზუალურად ანაცვლებს ბუნებრივ კბილს.

სტომატოლოგიური ხიდი (კბილის ხიდი) შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან:

  1. საყრდენი კბილები - დაკარგული კბილის გვერდით მდებარე კბილები, რომლებიც იღებენ ძირითად დატვირთვას. ისინი წინასწარ მზადდება (ფორმირდება), რათა შეძლონ ხიდის ფიქსაცია.
  2. გვირგვინი(ხელოვნური კბილი) - გვირგვინიავსებს იმ სივრცეს, სადაც კბილი იყო დაკარგული. ის იმეორებს ბუნებრივი კბილის ფორმას, ფერსა და ზომას და აღადგენს ღეჭვის ფუნქციას.
  3. ფიქსაცია - ხიდი სპეციალური სტომატოლოგიური ცემენტით მყარად ფიქსირდება საყრდენ კბილებზე. პაციენტი ვერ ხსნის მას დამოუკიდებლად - ის მუდმივად რჩება ადგილზე.
  4. ტრადიციული დენტალური ხიდი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც პაციენტს დაკარგული კბილის მეზობლად მდებარე კბილები (როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ) ჯანსაღი აქვს. მასალა შეიძლება იყოს მეტალო-კერამიკა ან ცირკონო-კერამიკა.
  5. კონსოლური სტომატოლოგიური ხიდები- კონსოლური ხიდები ტრადიციული სტომატოლოგიური ხიდებისაგან არსებითად არ განსხვავდება. ამ ტიპის ხიდებისთვის საკმარისია დაკარგული კბილის მეზობლად ერთი ჯანსაღი კბილის არსებობაც კი. თუ პროთეზირების არეში არის ჯანსაღი კბილი (მარჯვნივ ან მარცხნივ) პაციენტისათვის ყველაზე ოპტიმალური შეიძლება კონსოლური დენტალური ხიდი იყოს.
  6. მერილენდის ხიდები იგივე „ადჰეზიური ხიდი“- ესთეტიკურ სტომატოლოგიაში საკმაოდ ფართოდ გავრცელებული მეთოდია. ხელოვნური კბილი მეზობელ კბილებზე სპეციალური „ფრთებით“ ან ფირფიტებით მაგრდება შიდა მხრიდან. მერილენდის ხიდის ფიქსაციის დროს არ არის აუცილებელი გვერდით მდებარე ჯანსაღი კბილების გაქლიბვა, რაც თავის მხრივ, გვაძლევს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ კბილის ემალის საფარი და მისი ნერვის სიცოცხლისუნარიანობა. ეს იდეალური ვარიანტია წინა კბილების აღსადგენად.

კბილის ხიდის ტიპები  

  1. ტრადიციული დენტალური ხიდი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც პაციენტს დაკარგული კბილის მეზობლად მდებარე კბილები (როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ) ჯანსაღი აქვს. მასალა შეიძლება იყოს მეტალო-კერამიკა ან ცირკონო-კერამიკა.

  2. კონსოლური სტომატოლოგიური ხიდები- კონსოლური ხიდები ტრადიციული სტომატოლოგიური ხიდებისაგან არსებითად არ განსხვავდება. ამ ტიპის ხიდებისთვის საკმარისია დაკარგული კბილის მეზობლად ერთი ჯანსაღი კბილის არსებობაც კი. თუ პროთეზირების არეში არის ჯანსაღი კბილი (მარჯვნივ ან მარცხნივ) პაციენტისათვის ყველაზე ოპტიმალური შეიძლება კონსოლური დენტალური ხიდი იყოს.

  3. მერილენდის ხიდები იგივე „ადჰეზიური ხიდი“- ესთეტიკურ სტომატოლოგიაში საკმაოდ ფართოდ გავრცელებული მეთოდია. ხელოვნური კბილი მეზობელ კბილებზე სპეციალური „ფრთებით“ ან ფირფიტებით მაგრდება შიდა მხრიდან. მერილენდის ხიდის ფიქსაციის დროს არ არის აუცილებელი გვერდით მდებარე ჯანსაღი კბილების გაქლიბვა, რაც თავის მხრივ, გვაძლევს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ კბილის ემალის საფარი და მისი ნერვის სიცოცხლისუნარიანობა. ეს იდეალური ვარიანტია წინა კბილების აღსადგენად.

  4. იმპლანტზე დაფიქსირებული ხიდი პირდაპირ ეყრდნობა იმპლანტებს, რომლებიც ძვალშია მოთავსებული. დატვირთვა პირდაპირ ძვალზე გადადის და კონსტრუქცია მაქსიმალურად სტაბილურია.

 

როდის არის რეკომენდირებული კბილის ჩასმა ხიდით?  

კბილის ჩასმა ხიდით ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტილებაა, როდესაც დაკარგული კბილის აღდგენა საჭიროა წრაფად. სტომატოლოგები ამ მეთოდს რამდენიმე ძირითადი შემთხვევის დროს გვირჩევენ:

  • ერთი ან რამდენიმე კბილის დანაკლისი- თუ პაციენტს აკლია ერთი ან ორი კბილი და მათ გვერდით მდებარე კბილები ჯანმრთელია, ხიდი ეფექტური გადაწყვეტაა დაკარგული სივრცის შესავსებად. თუ დანაკლისი უფრო დიდია, ხიდი შეიძლება ნაკლებად მდგრადი აღმოჩნდეს, რადგან საყრდენ კბილებზე ზეწოლა აჭარბებს დასაშვებ ნორმას.

  • სახის სტრუქტურის ცვლილების პრევენცია - როდესაც კბილი აკლია, ლოყის კუნთები კარგავს საყრდენს, რაც სახის ნაადრევ დაბერებას და ნაოჭების გაჩენას იწვევს. ხიდის ჩასმა რეკომენდებულია ამ პროცესის შესაჩერებლად და ღიმილის ხაზის აღსადგენად.

  • შეზღუდული დრო  - კბილის ჩასმა ხიდით შედარებით სწრაფად სრულდება (რამდენიმე ვიზიტში), რაც მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, ვისაც დრო შეზღუდული აქვს

  • ვერ კეთდება იმპლანტაცია -  ზოგჯერ პაციენტს არ აქვს საკმარისი ყბის ძვალი იმპლანტისთვის, ან ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა (მაგალითად, მძიმე ფორმის შაქრიანი დიაბეტი ან სისხლის დაავადებები) ხელს უშლის ქირურგიულ ჩარევას. ასეთ დროს ხიდი საუკეთესო არაქირურგიული ალტერნატივაა.

  • როცა მნიშვნელოვანია ესთეტიკა განსაკუთრებით წინა კბილების შემთხვევაში, დენტალური ხიდი უზრუნველყოფს ლამაზ და ბუნებრივ ვიზუალს მოკლე დროში.

 

როდის შეიძლება არ იყოს რეკომენდებული? 

კბილის ხიდი შესაძლოა არ იყოს საუკეთესო არჩევანი, თუ:

  • მეზობელი კბილები სუსტია ან ძლიერ დაზიანებული
  • არსებობს აქტიური ღრძილების დაავადება
  • დიდი ზომის სივრცეა რამდენიმე კბილის დაკარგვის გამო

ამ შემთხვევაში ალტერნატივად განიხილება იმპლანტაცია.

 

რა უნდა ვიცოდეთ კბილის ხიდის შესახებ? (პროცედურის ეტაპები) 

სანამ გადაწყვეტთ, რომ კბილის ჩასმა თქვენთვის საუკეთესო გამოსავალია, გაეცანით მკურნალობის ეტაპებს:

  1. კონსულტაცია და დიაგნოსტიკა:სტომატოლოგი აფასებს საყრდენი კბილების მდგომარეობას რენტგენის საშუალებით.
  2. მომზადება:საყრდენი კბილების პრეპარირება (გაქლიბვა) და ანაბეჭდის აღება.
  3. დროებითი ხიდი:სანამ ლაბორატორიაში მუდმივი კონსტრუქცია მზადდება, პაციენტს ედგმება დროებითი ხიდი კომფორტისთვის.
  4. მორგება და ფიქსაცია:მზა ხიდის ზუსტი მორგება და მუდმივი ცემენტით დაფიქსირება.

გაითვალისწინეთ: კბილის ხიდის ხანგრძლივობა საშუალოდ 10 - 15 წელია, თუმცა სწორი მოვლის შემთხვევაში გაცილებით მეტხანს ძლებს. კბილის ხიდის ქვეშ ჰიგიენის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.  სპეციალური ფლოსებისა და ირიგატორის ყოველდღიური გამოყენება ახანგრძლივებს კონსტრუქციის მდგრადობას. ასევე, აუცილებელია სტომატოლოგთან პერიოდუ
ლი ვიზიტები.

რატომ არის მნიშვნელოვანი დაკარგული კბილის დროული აღდგენა?

ბევრი პაციენტი ფიქრობს, რომ ერთი დაკარგული კბილი სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. სინამდვილეში, დაუმუშავებელი სიცარიელე იწვევს:

  • მეზობელი კბილების გადახრას
  • ღრძილების განლევას
  • ღეჭვის დისბალანსს
  • ყბის სახსრის გადატვირთვას

ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია დროულად კბილის ჩასმა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა შესაძლებელია ხიდი კბილებზე.

 

 დენტალური ხიდის დადებითი და უარყოფითი მხარეები 

დადებითი მხარეები:

  • სწრაფი შედეგი- ხიდის დამზადება და ჩასმა შედარებით ნაკლებ დროშია შესაძლებელი, რაც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, ვისაც სწრაფი აღდგენა სურს. 
  • ნაკლები ქირურგიული ჩარევა- ხიდის ჩასმა არ მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას, რაც შეიძლება მიმზიდველი იყოს მათთვის, ვინც თავს არიდებს ოპერაციებს.
  • შედარებით დაბალი ფასი- ხიდები ხშირად უფრო ხელმისაწვდომია ფინანსური თვალსაზრისით, ვიდრე იმპლანტაცია.

უარყოფითი მხარეების:

  • საყრდენი კბილის დაქლიბვა- ხიდის ჩასმა მოითხოვს მეზობელი კბილების დამუშავებას, რაც მათ სტრუქტურულად ასუსტებს.

  • ძვლის დაკარგვის რისკი- ხიდი არ აღადგენს ძვალს, სადაც კბილი დაკარგულია, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ძვლის ატროფია.


კბილის ხიდის ჩასმის ფასები: რაზეა დამოკიდებული ღირებულება? 

კბილის ჩასმის ღირებულება დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე:

  • მასალაზე
  • სამკურნალო კბილების რაოდენობაზე
  • ხიდის ტიპზე

ამიტომ დენტალური ხიდის ჩასმის ღირებულება განისაზღვრება მხოლოდ ინდივიდუალური კონსულტაციის შემდეგ.

 

კბილის ხიდი თუ იმპლანტი?

კბილის ხიდი და იმპლანტაცია ორივე ეფექტური მეთოდია დაკარგული კბილის აღსადგენად, თუმცა მათ შორის არჩევანი დამოკიდებულია ინდივიდუალურ მდგომარეობაზე: კბილის ხიდი სწრაფი და შედარებით ხელმისაწვდომი გადაწყვეტაა, რომელიც ეყრდნობა მეზობელ კბილებს.  ხოლო იმპლანტაცია წარმოადგენს ყველა ეეფქტურ, გრძელვადიან და სტაბილურ მეთოდს, რომელიც არ აზიანებს მეზობელ კბილებს და დატვირთვას პირდაპირ ძვალზე ანაწილებ.

 

საბოლოო გადაწყვეტილება პაციენტმა თავად უნდა მიიღოს ორთოპედთან  კონსულტაციის შემდეგ, ჯამრთელობის, დროისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.

 


შეჯამება

კბილის ჩასმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა თქვენი ჯანმრთელობისა და თავდაჯერებულობისთვის. თუ თქვენთვის პრიორიტეტულია სწრაფი რეაბილიტაცია კბილის ხიდი საუკეთესო არჩევანია. თანამედროვე მასალები საშუალებას იძლევა, ხელოვნური კბილი არ განსხვავდებოდეს ბუნებრივისგან.

გახსოვდეთ, სწორი დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია პროფესიონალ სტომატოლოგთან ვიზიტი, რომელიც ინდივიდუალურად შეგირჩევთ მკურნალობის გეგმას.

ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში კვალიფიციური სტომატოლოგები  გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან, რაც შეიძლება სწრაფად, თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური მეთოდით  უმკურნალოთ ადენტიას.

 

შეგიძლიათ იხილოთ ფასები და ჩვენი კლინიკის ექიმების ნამუშევრები.

კონსლუტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ.