Disable Preloader

ბლოგი

ბავშვთა სტომატოლოგია

20 აგვისტო 2021

 მშობლებისთვის უმნიშვნელოვანესია, იცოდნენ ბავშვის კბილების მოვლის, ჰიგიენის, დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის გარკვეული ნიუანსები, რადგან ბავშვის პირის ღრუსა და კბილების სიჯანსაღე განსაზღვრავს მისი ორგანიზმის ზოგად ჯანმრთელობას. ბავშვისთვის სტომატოლოგთან პირველ ვიზიტამდე აუცილებელია მათი ფსიქოლოგიურად მომზადება, რაც განსაზღვრავს შემდგომში მის დამოკიდებულებას როგორც პირის ღრუს მოვლის, ასევე სტომატოლოგის მიმართ, ამიტომ მათი შემზადება სტომატოლოგიურ კაბინეტში მიყვანამდე უნდა დავიწყოთ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, აუცილებელია ბავშვთა სტომატოლოგის სწორად შერჩევაც.

პირველი კბილები 

პატარებში თავდაპირველად ხდება საჭრელი ჯგუფის კბილების სრულად ამოსვლა. ეს პროცესი იწყება 5,5-6 თვის ასაკში, როდესაც ჩვილს ამოსდის ქვედა, ცენტრალური საჭრელი კბილები. 7-8 თვის ასაკში ხდება უკვე ზედა (წინა) საჭრელი კბილების ამოსვლა. 9-დან 11 თვემდე ამოსვლას იწყებს ზედა გვერდითი საჭრელები. ამ ჯგუფის ქვედა კბილები კი 11-13 თვის ასაკში ამოდის. 

12-დან 16 თვემდე, როდესაც ბავშვს აქტიური ღეჭვის უნარის განვითარება ესაჭიროება, აუცილებელია უფრო ძლიერი კბილები.მათ ფუნქციას კი ასრულებს საღეჭი კბილები, ანუ მოლარები

16 თვის ასაკიდან ამოჭრას იწყებს ზედა ეშვები. აღნიშნული კბილები მასიურობის გამო, ყველაზე რთულად ამოდის. 18 თვის ასაკიდან ამოდის ქვედა ეშვები. წლინახევრის ასაკისათვის ბავშვს უნდა ჰქონდეს 16 კბილი. სარძევე თანკბილვაში ყველაზე ბოლოს ამოდის მეორე მოლარები - ისინი ამოიჭრებიან 18-დან 24 თვემდე პერიოდში.

ყველა სარძევე კბილი სრულად მაქსიმუმ 2,5-3 წლისთვის ამოდის.

პირველი სტუმრობა სტომატოლოგთან

ზოგადად, პირველი სტუმრობა სტომატოლოგთან არის მშობლებისთვის განკუთვნილი. ამ დროს მშობლები სტომატოლოგთან გადიან კონსულტაციას ჩვილის პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად უნდა დაიწყოს 6-10 თვის ასაკში. 

დაახლოებით 1-1.5 წლის ასაკში სტომატოლოგი ამოწმებს ნადებს, “ბოთლის კარიესს” ან კბილების განვითარების სხვადასხვა ანომალიებს. 

2 და 2,5 წლის ასაკში პროფილაქტიკისათვის უნდა ჩატარდეს პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა და თუ ბავშვი ამის საშუალებას მოგვცემს მოხდეს კბილების ჰერმეტიზაცია.

3 წლის ასაკში პატარებს ჯამში 20 კბილი უკვე ამოსული აქვთ. ამ დროს უნდა მოხდეს სტომატოლოგის მიერ თანკბილვის შეფასება. რაც უფრო ადრე დადგინდება პრობლემური თანკბილვა, მით უფრო სწრაფად განსაზღვრავს სტომატოლოგი, როდის უნდა დაიწყოს თანკბილვის გასწორება და დაიგეგმოს ორთოდონტის კონსულტაცია.

სწორად შერჩეული კბილის პასტა და ჯაგრისი

ბავშვთა პირის ღრუს სწორად მოვლა ასევე მოიცავს კბილის ჯაგრისისა და კბილის პასტის სწორად შერჩევას. მაშინ, როდესაც პატარებს არ აქვთ ამოსული პირველი საჭრელი კბილები და მოლარები, პირის ღრუს ჰიგიენა მოიცავს მხოლოდ ენისა და ღრძილების წმენდას, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა.

ადრეულ ასაკში, როდესაც პატარას ჯერ კიდევ არ შეუძლია დამოუკიდებლად კბილის ჯაგრისის დაჭერა და საჭირო მოძრაობის განხორციელება, კბილების გასუფთავება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სათითეს გამოყენებით.

1 წლიდან უკვე შესაძლებელია რბილი კბილის ჯაგრისის გამოყენება, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოკლე, რბილი ჯაგრულები, ასევე მოკლე და მოსახერხებელი სახელური. 

რაც შეეხება კბილის პასტას, მათთვის არ უნდა გამოვიყენოთ იგივე კბილის პასტა, რომელსაც ზრდასრულები იყენებენ. მათი შერჩევა უნდა მოხდეს ასაკის შესაბამისად. ჩვილებისათვის, რომელთაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ დამატებითი საკვები უმჯობესი იქნება გელისმაგვარი პასტა ნეიტრალური ან რძის გემოთი. მნიშვნელოვანია, რომ იგი არ შეიცავდეს სხვადასხვა აბრაზიულ ნივთიერებებს და მისი გემო პატარაში მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევდეს.

ბავშვის კბილების პროფესიული წმენდა 

ბევრს ჰგონია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვების კბილების პროფესიული წმენდა არ არის საჭირო, თუმცა ეს არ არის სიმართლე. პატარების პირის ღრუს ჰიგიენის მოვლა აუცილებლად უნდა დაიწყოს 2.5 წლის ასაკიდან, როდესაც ფორმირებულია სარძევე თანკბილვა. თუ რამდენად სჭირდება ბავშვს კბილების პროფესიული წმენდა გადაწყვეტილებას იღებს ექიმი-სტომატოლოგი კონკრეტული ბავშვის კბილების მდგომარეობის სრული ანალიზის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სტომატოლოგთან კბილების წმენდა უნდა იყოს რეგულარული პროცედურა, რომელიც უნდა შესრულდეს 1-1,5 წელიწადში ერთხელ. 

პროფილაქტიკის მიზნით, პატარების სტომატოლოგთან ვიზიტი წელიწადში ორჯერ არის რეკომენდირებული, რათა მოხდეს პირის ღრუს დიაგნოსტიკა ადრეულ ასაკშივე, თავიდან იქნას აცილებული ყველანაირი გართულება და შესაძლებელი იყოს პრობლემური საკითხების მარტივად აღმოფხვრა.  ხარაბავას კლინიკა არის საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკა.

შეიძლება დაგაინტერესოთ: