Disable Preloader

ბლოგი

რა კრიტერიუმებით შევარჩიოთ კარგი სტომატოლოგი?

31 იანვარი 2023

მოვლილი პირის ღრუ და თეთრი, მბზინვარე კბილები, დღესდღეობით უკვე  ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლოდ ითვლება. წარმოუდგენელია  გამოვიყურებოდეთ ლამაზად და არ გვქონდეს ჯანმთელი, მიმზიდველი ღიმილი.

პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, პირად ჰიგიენასთან ერთად, გადამწყვეტ როლს თამაშობს ექიმი. სწორედ თქვენს სტომატოლოგზეა დამოკიდებული, თუ როგორ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენი ღიმილი გარშემომყოფებზე. გამოცდილი და პროფესიონალი სტომატოლოგის მიერ ჩატარებული მკურნალობა, პირდაპირ აისახება პაციენტის ცხოვრების ხარისხზე და ანიჭებს მას თავდაჯერებულობას.

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ სტომატოლოგს შერჩევისას.

  • ჰკითხეთ  თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს. სტომატოლოგთა საუკეთესო რეკომენდატორები მათი ძველი პაციენტები არიან. თქვენი ნაცნობებისა და ახლობლების გამოცდილება დაგეხმარებათ შეარჩიოთ საუკეთესო სპეციალისტი.
  • აუცილებლად მოიკვლიეთ ინფორმაცია იმ კლინიკაზე, რომელშიც სპეციალისტი მუშაობს. იმისთვის, რომ მკურნალობის პროცესი იყოს მარტივი და კომფორტული აუცილებელია გაითვალისწინოთ კლინიკის მახასიათებლებიც. სასურველია, კლინიკას ჰქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია, ასე თქვენ შეძლებთ ერთ ლოკაციაზე მიიღოთ სტომატოლოგიური მომსახურების სრული პაკეტი 
  • სტომატოლოგის შერჩევისას, გადამწყვეტ როლს თამაშობს ასევე ის, თუ რამდენად მარტივად და კომფორტულადაა შესაძლებელი მასთან ვიზიტზე მოხვედრა. ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი სპეციალისტი, რომელთან ვიზიტზეც, სატელეფონო კონსულტაციის შემდგომ ჩაგწერთ მისი ასისტენტი. ასე თქვენ დაზოგავთ დროს, რადგან ექიმს წინასწარ ექნება წარმოდგენა იმაზე, თუ რა სახის პროცედურების ჩატარება გესაჭიროებათ და ვიზიტის დროსაც შესაბამისად განსაზღვრავს.

რას სთავაზობს “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” თავის პაციენტებს?

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის" გუნდი დაკომპლექტებულია დიდი გამოცდილების მქონე, ქვეყანაში საუკეთესო პროფესიონალებით. დაარსების დღიდან (2018 წელი)  “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” ზრუნავს პაციენტების თავდაჯერებულ ღიმილზე და აძლევს მათ საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ დატკბნენ სასურველი შედეგით.

ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკისა და ექიმების მთავარი მიზანია, შევქმნათ თავდაჯერებული ღიმილი. პაციენტებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” მულტიფუნქციურია. სწორედ ეს აძლევს ჩვენს პაციენტებს შესაძლებლობას ოპერატიულად, ერთ მისამართზე, მიიღონ ნებისმიერი სახის სტომატოლოგიური მომსახურება და დაზოგონ დრო.

პროფესიონალ სტომატოლოგთა გუნდი, საკუთარი ლაბორატორია, თანამედროვე აღჭურვილობა, სასურველი შედეგის მიღების გარანტია, ეს მცირედია იმ მიზეზთაგან რომლის დამსახურებითაც ჩვენმა კლინიკამ ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკის სტატუსი მოიპოვა, როგორც თბილისსა და საქართველოში, ასევე მთელი ამიერკავკასიის რეგიონში. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკის გარემო სრულიად მორგებულია პაციენტის საჭიროებებზე. მკურნალობის პროცესი არის უსაფრთხო და კომფორტული.  

ამასთან ერთად, კლინიკა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ვერაზე, ქუჩიშვილის 11 ნომერში და აქვს საკუთარი პარკირების სივრცე. შესაბამისად, პაციენტებისათვის საკმაოდ კომფორტულია ვიზიტის დაჯავშნა და ადგილზე მოსვლა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორიაDentsply Sirona (dental products and technologies) პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც 1899 წელს დაარსდა და უკვე საუკუნეზე მეტია აწარმოებს სამედიცინო აპატარურასა და ხელსაწყოებს. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” და ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით, აქედან გამომდინარე, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას აქვს ტექნოლოგიური უპირატესობა. 

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” გუნდი გირჩევთ დროულად დაიწყოთ თქვენს პირის ღრუზე ზრუნვა, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი, გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღოთ სასურველი შედეგი და დატკბეთ მომხიბვლელი ღიმილით. ჩვენს კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში.

ჩვენს კლინიკაში პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ საბანკო განვადებითაც. სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16