Disable Preloader

ბლოგი

სტომატოლოგიის თანამედროვე მიმართულება - გნათოლოგია

09 მარტი 2023

რა არის გნათოლოგია?

გნათოლოგია (Gnathology) ყბა-კბილთა სისტემის ორგანოებისა და ქსოვილების ურთიერთკავშირს შეისწავლის და მჭიდროდ არის დაკავშირებული სტომატოლოგიის ყველა სხვა დანარჩენ დარგთან, იქნება ეს ორთოდონტია, ორთოპედია თუ სხვა, გნათოლოგიის წესების გათვალისწინება ხდება ნებისმიერი სტომატოლოგიური მკურნალობის პროცესში. ყოველი ჩარევა პირის ღრუში, იქნება იქნება ეს თერაპიული, ორთოპედიული, ორთოდონტული და ა.შ. უნდა განხორციელდეს პაციენტის ყბა-სახის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. არასწორად ჩატარებულმა ნებისმიერმა  სტომატოლოგიურმა მკურნალობამ შეიძლება წარმოშვას რიგი პრობლემები საფეთქლ  ქვედა ყბის სახსრის მიდამოში.

პრობლემები შესაძლოა გამოიხატოს შემდეგი სიმპტომებით: ტკივილი ყბისა და ზედა  სახის მიდამოში, ძვლების ერთგვარი ტკაცუნი, ყბის კუნთის დაჭიმულობა, პირის ფართოდ გაღების შეზღუდვა, შუილის მსგავსი ხმა  ყურებში. ამ ჩივილების არსებობის შემთხვევაში უნდა მივმართოთ გნათოლოგს, მას შეუძლია სწრაფად განსაზღვროს პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, შემოგვთავაზოს პათოლოგიების მკურნალობის თანამედროვე,  ყველაზე ოპტიმალური მეთოდი და აღადგინოს პირის ღრუს ჯანსაღი ფუნქციონირება. გნათოლოგიური მკურნალობის მიზანია ბრუქსიზმის (ქვედა ყბის მოძრაობაში მონაწილე კუნთების ტონუსის მომატება ანუ ჰიპერტონუსი, რომლის დროსაც ხდება კბილის მაგარი ქსოვილის (მინანქარი) ცვეთა) მკურნალობა, სახის ქვედა მესამედის ასიმეტრიის გასწორება, ქვედა ყბის და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სასახსრე თავების ცენტრირება, თანკბილვის ნორმალიზება.

დღედღეობით, არსებობს მკურნალობის რამოდენიმე მეთოდი, მისი შერჩევა კი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეორთოდონტიული მკურნალობა ბრეკეტ-სისტემისა თუ კაპებისა / ფირფიტების საშუალებით დღესდღეობით მოზარდ პაციენტებში ფართოდაა გავრცელებული. ასეთი მკურნალობა ეფექტურია ნებისმიერ ასაკში თუმცა უმეტეს წილად მას 10-დან 14 წლამდე მიმართავენ, რადგან ამ დროს ძვლები ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია და კბილებიც უფრო “დამყოლია” სწორ პოზიციაში ჩასაყენებლად. ადრეულ ასაკში, ცვლადი თანკბილვის დროს კბილების კონტაქტები მუდმივად იცვლება, შესაბამისად სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით, გნათოლოგიური მეთვალყურეობისა და  მკურნალობის დაწყება, ორთოდონტიულ მკურნალობასთან ერთად, მიზანშეწონილია ორთოდონტიული მკურნალობის პროცესის ბოლო ფაზაში, 13-14 წლის ასაკიდან, მაშინ როცა ყბის ძვლის ჩამოყალიბების პროცესი დასასრულისკენ მიდის

როდის უნდა დავგეგმოთ ვიზიტი გნათოლოგთან?

გნათოლოგიური მკურნალობის საჭიროებამ, შესაძლოა მრავალი  სხვადასხვა სიმპტომით იჩინოს თავი. ესენია:

  • დაჭიმულობა სახისა და სახსრის მიდამოში;
  • პირის გაღების შეზღუდვა;
  • შუილის მსგავსი ხმა  ყურებში;
  • თავის ტკივილი (დილით);
  • ტკივილი საფეთქელსა და ქვედა ყბის სახსრის მიდამოში. 

იმ შემთხვევაში, თუ  პაციენტს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი, ან რამდენიმე აწუხებს,საჭიროა დაიგეგმოს  ვიზიტი გნათოლოგთან, მოხდეს  პირის ღრუს დათვალიერება და საჭიროებისამებრ დიაგნოსტიკური რენტგენის გადაღება სახსრების მიდამოში.

რას გვთავაზობს „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“?

სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ნევროლოგის, ყბა-სახის ქირურგისა თუ  ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაციების პარალელურად პაციენტმა უნდა გაიაროს გნათოლოგის კონსულტაციაც. პირველ რიგში, აუცილებელია ჩატარდეს 3D კომპიუტერული ტომოგრაფია საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების მიდამოში და უნდა  მოხდეს კბილთა რკალის სიბრტყის განსაზღვრა. 3D კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოადგენს გნათოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას. მისი მეშვეობით ხდება ორივე სახსრის განხილვა. ჩვენს კლინიკაში დიაგნოსტირება უახლესი Orthopos SL 3D აპარატით ხდება. შემდეგ ეტაპზე, გნათოლოგი ადგენს პაციენტის მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას. სრულფასოვანი დიაგნოსტიკა, მკურნალობის დაგეგმარება და მაქსიმალური ხარისხით შესრულებული სტომატოლოგიური მანიპულაციები, ჯანსაღი ღიმილის საწინდარია.

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ (ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11)  Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია საქართველოში. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მწარმოებელია მსოფლიოში. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა  და ლაბორატორია აღჭურვილია Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით. ჩვენს კლინიკაში დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია მივცეთ პაციენტებს საშუალება დატკბნენ მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილით.

ვიზიტის დასაჯავშნად და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერე კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდი ნომერზე: (+995) 32 222 15 16