ადენტია გულისხმობს პირის ღრუში კბილების სრულ ან ნაწილობრივ ნაკლოვანებას. კლინიკურ პრაქტიკაში გვხვდება ადენტიის ოთხი სხვადასხვა ტიპი, ესენია: სრული ან ნაწილობრივი პირველადი ადენტია და სრული ან ნაწილობრივი მეორადი ადენტია. მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტიპის ადენტია აწუხებს პაციენტს, თუნდაც ერთი კბილის არქონა პირის ღრუში, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა როგორც ვიზუალური, ასევე ფუნქციური თვალსაზრისით. კბილების იმპლანტაცია წარმოადგენს ადენტიის (უკბილობის) მკურნალობის უალტერნატივო მეთოდს.
დენტალური იმპლანტაციის დროს, ძვალში თავსდება ხელოვნური ფესვი (იმპლანტი), რომელზეც შემდგომში ფიქსირდება ხელოვნური კბილი (გვირგვინი). მიუხედავად იმისა, რომ კბილის ამოღების შემდეგ დარჩენილი სივრცის შევსების მრავალი ალტერნატივა არსებობს, კბილის იმპლანტი რჩება ყველაზე პოპულარულ მეთოდად. მას შემდეგ, რაც დენტალური იმპლანტი მაგრდება დაკარგული კბილის ადგილზე, განსხვავება იმპლანტსაა და ბუნებრივ კბილს შორის შეუიარაღებელი თვალისათვის შეუმჩნეველი ხდება.
დენტალური იმპლანტი შედგება სამი ნაწილისგან: ტიტანის ხელოვნური ფესვი, რომელიც მაგრდება ყბის ძვალში; იმპლანტის აბატმენტი, რომელიც ხელოვნურ გვირგვინს აკავშირებს ხელოვნურ ფესვთან და თვითონ ხელოვნური გვირგვინი, რომელიც ვიზუალურად ბუნებრივი კბილის მსგავსია. დაკარგული კბილის იმპლანტით ჩაანაცვლება გადამწყვეტ როლს თამაშობს პირის ღრუს ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, რადგან იმპლანტი უზრუნველყოფს არა მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს, არამედ ფუნქციურადაც აჯანსაღებს ყბა-სახის სისტემას.
დენტალური იმპლანტის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ბუნებრივი კბილების მსგავსია და ჰარმონიულად ჯდება პაციენტის პირის ღრუში. ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც იღიმით და საუბრობთ, იმპლანტის ფერისა და კბილის ემალის მსგავსი სიპრიალის გათვალისწინებით შეუძლებელია ითქვას, რომ ის ხელოვნურია. ამასთან ერთად, იმპლანტის ხელოვნური გვირგვინი ძალიან ჰგავს ბუნებრივ კბილს, არა მარტო ვიზუალურად, არამედ იმ შეგრძნებებითაც, რომელსაც პაციენტი იღებს ღეჭვის პროცესში. პაციენტები ყბის ძვალში ხელოვნური იმპლანტის არსებობას ვერც კი გრძნობენ, ხოლო, როდესაც ენა ეხება იმპლანტის გვირგვინის ნაწილს, ის ისეთივე გლუვია, როგორც ბუნებრივი კბილი. იმის გამო, რომ დენტალური იმპლანტი არის დამზადებული ძალიან მყარი მასალისგან, ის უძლებს დიდ დატვირთვას და არის მდგრადი ცვეთის მიმართ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დენტალურ იმპლანტებს დადებითი გავლენა აქვს პაციენტის თვითშეფასებაზე. ვერაფერი დააზარალებს ადამიანის თავდაჯერებულობას ისე, როგორც ცუდი ღიმილი. კბილების იმპლანტაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს და პაციენტს აძლევს საშუალებას დატკბეს მიმზიდველი, ჰარმონიული ღიმილით.
როდესაც კბილები პირის ღრუში მყარადაა ერთმანეთის გვერდით განლაგებული და მათ შორის ცარიელი სივრცე მინიმალურია, ისინი არ მოძრაობენ და შესაბამისად დაცულნი არიან მორყევისა და სხვა დაზიანებებისაგან. მას შემდეგ, რაც დაკარგული კბილის ადგილას, პირის ღრუში ჩნდება ცარიელი სივრცე კბილთა მწკრივი ირევა, გამონთავისუფლებული ადგილი არღვევს კბილთა მწკრივის სიმტკიცეს და კბილები იწყებენ მოძრაობას. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, იწვევს ღრძილების გაღიზიანებას, კბილთა შორის სივრცეში საჭმლის ნარჩენების დაგროვებას, ბაქტერიების გამრავლებას, რაც კარიესის წარმოქმნის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია კბილის ამოღების შემდეგ, დაკარგული კბილი მალევე ჩანაცვლდეს იმპლანტით.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც აუცილებელია ადენტიის მკურნალობა არის ის, რომ დაკარგულმა კბილებმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სახის ნაკვთების ცვლილება. მსოფლიოს წამყვანი სტომატოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ დაკარგული კბილების ადგილას წარმოქმნილი სივრცე, იწვევს პაციენტის სახის ნაკვთებს ცვლილებას და ვიზუალურად ხდის სახეს ასიმეტრიულს. დაკარგული კბილის მხარეს ღეჭვის ფუნქცია შემცირებულია, რაც ლოგიკურია, რადგან პაციენტს ღეჭვის პროცესში ცარიელი სივრცე უშლის ხელს. ყბის ერთ მხარეს ღეჭვის შეჩერება და სრული დატვირთვის მეორე, „ჯანსაღ“ მხარეს გადატანა, თავის მხრივ იწვევს სახისა და ყბის კუნთების არათანაბარ სტიმულირებას. სახის ერთ მხარეს კუნთი მოდუნებულია, შესაბამისად ლოყა და ზოგადად სახის სილუეტი დაბლა არის დაშვებული, მეორე მხარეს კი პირიქით, ზედმეტი აქტიურობის გამო ყბის კუნთი ტონუსშია, რაც შეშუპების ეფექტს ტოვებს. ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს, პაციენტს ყბა და ლოყის ნაწილი შესიებული აქვს. შედეგად, ირღვევა სახის სიმეტრიულობა.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ დროულად ჩაანაცვლოთ დაკარგული კბილი იმპლანტით და შეინარჩუნოთ ჯანსაღი, მომხიბვლელი ღიმილი.