კბილის არხების მკურნალობის სამედიცინო დასახელება ენდოდონტიური მკურნალობაა, რაც გულისხმობს მკურნალობას „კბილის შიგნით“. ენდოდონტიური მკურნალობის დროს, ხდება კბილის ღრუს ინფიცირებული ქსოვილებისაგან (კბილის ნერვი და სხვა რბილი ქსოვილები) გათავისუფლება და მისი სპეციალური მასალებით დაბჟენა. მასალები, რომლითაც ხდება კბილის არხების ამოვსება, ხელახალი დაინფიცირების რისკს ამცირებს და უნარჩუნებს კბილს ჯანმრთელობას და სიმყარეს.
დაინფიცირებული კბილის არხების მკურნალობა საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც სხვადასხვა ეტაპისაგან შედგება. ენდოდონტიური მკურნალობა საკმაოდ კომპლექსური პროცესია და გადამწყვეტ როლს ექიმის პროფესიონალიზმი თამაშობს. კბილის არხების გასუფთავება და დაბჟენა, ექიმისგან მოითხოვს ბევრ ცოდნას და შესაბამისი უნარ-ჩვევების ფლობას, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ექიმს ჰქონდეს ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ კბილის არხების მკურნალობისა და დაბჟენისას იყენებენ უახლეს მასალებსა და თანამედროვე ტექნიკას. სწორედ ამიტომ, ენდოდონტიური მკურნალობის დროს, სპეციალური მიკროსკოპისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით, ჩვენი გუნდის პროფესიონალებს შესაძლებლობა აქვთ უკეთ დაინახონ სამკურნალო არეალი და სრულად აღმოფხვრან კბილზე არსებული, ნებისმიერი სახის პრობლემა. მიკროსკოპი ექიმს აძლევს შესაძლებლობას მკურნალობის დროს 100 პროცენტით გაითვალისწინოს პაციენტის კბილის ინდივიდუალური მახასიათებლები. შედეგად, მკურნალობა არის ბევრად უფრო ეფექტური და ხარისხიანი, ხოლო პაციენტისათვის სასურველი შედეგი - პროგნოზირებადი.
მრავლადაა ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც დიაგნოსტიკის ისეთი სერიოზული საშუალება, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია, არ აძლევს ექიმს საშუალებას კბილის მდგომარეობა სრულად შეაფასოს. ხშირად პაციენტის კბილზე აღინიშნება მიკრო ბზარები, რომელთა დანახვაც შეუარაღებელი თვალით შეუძლებელია. სწორედ ამ ეტაპზე ხდება საჭირო სტომატოლოგიური მიკროსკოპის გამოყენება. სამუშაო ზონის, მიკროსკოპით 10-ჯერ და მეტად გადიდება შესაძლებელს ხდის დეტალურად შეფასდეს კბილის ზედაპირზე და მის შიგნით არსებული მდგომარეობა. გამოცდილი და პროფესიონალი ექიმი, რომელსაც აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი ინსტრუმეტები, თავიდან აგარიდებთ ისეთ რისკებს, როგორებიცაა: მკურნალობისას კბილში სხვადასხვა ინსტრუმენტის ჩატეხვის ალბათობა, ზედმეტი პერფორაციები (კბილის პრეპარირება იმაზე მეტად, ვიდრე რეალურადაა საჭირო მკურნალობისათვის), არხების არასათანადო მკურნალობა თუ მათი არასათანადო დაბჟენა.
იმისთვის რომ, მკურნალობის პროცესი იყოს წარმატებული და შეძლოთ კბილის შენარჩუნება, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ, გარდა ექიმის პროფესიონალიზმისა და გამოცდილებისა, ასევე გაითვალისწინოთ იმ კლინიკის აღჭურვილობაც, რომელშიც გეგმავთ მკურნალობის ჩატარებას. თანამედროვე სტომატოლოგიური კაბინეტი აღჭურვილი უნდა იყოს უახლესი ტექნიკითა და ინსტრუმენტებით.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” გუნდი გირჩევთ დროულად დაიწყოთ პირის ღრუზე ზრუნვა, შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღოთ სასურველი შედეგი და დატკბეთ მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილით. ჩვენს კლინიკაში (ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11 ) თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. ამასთან ერთად, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ გადახდის კომფორტული გრაფიკით და გამოიყენონ საბანკო განვადება. სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16