Disable Preloader

ბლოგი

რა უნდა იცოდეს მშობელმა, თუ მის პატარას ბრეკეტები სჭირდება?

29 ივნისი 2023

ევროპისა და ამერიკის მოწინავე უნივერსიტეტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ბოლო ორ ათწლეულში დაბადებულ მოზარდთა 50%-ზე მეტს, 6-დან 15 წლამდე ასაკში ესაჭიროება ორთოდონტიული მკურნალობა და კბილების გასწორება. მომხიბლელი და ლამაზი ღიმილი,  პირის ღრუს ესთეტიკის გაუმჯობესება, ფუნქციის ნორმალიზება და უკვე მიღებული შედეგის გამყარება - სწორედ ესაა ორთოდონტიული მკურნალობის მთავარი მიზანი. ღიმილის ვიზუალური ეფექტის გასაუმჯობესებლად და ორთოდონტიული პრობლემების მოსაგვარებლად შესაძლებელია ფირფიტების, კაპებისა და  ბრეკეტების გამოყენება. ბრეკეტები შესაძლოა იყოს მეტალის, კერამიკული, თვითლიგირებადი ან ლინგვალური (კბილების შიგნითა მხრიდან). მეტალის ბრეკეტები საქართველოსა და მთელს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ამავდროულად, ხელმისაწვდომი კონსტრუქციაა, რომელიც მაგრდება ვესტიბულურად (კბილის გარეთა ზედაპირზე), არის მტკიცე და საიმედო. რაც შეეხება კერამიკულ ბრეკეტებს, მათი  უპირატესობა მის ესთეტიკურობაშია, ის იმეორებს კბილის ფერს და არის ნაკლებად შესამჩნევი. თუ თქვენი პატარას კბილები ერთმანეთზე მჭიდროდაა მიწყობილი, არეულია კბილთა მწკრივი და დარღვეულია პირის ღრუს სიმეტრია, მაშინ მას აუცილებლად სჭირდება გამოცდილი ორთოდონტის დახმარება და ლინგვალური, თვითლიგირებადი ან დეიმონის ბრეკეტებით კბილების გასწორება.

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გთავაზობთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ ბრეკეტების დაყენებამდე მოსამზადებელი პერიოდი იყოს თქვენთვის და თქვენი პატარასათვის რაც შეიძლება კომფორტული პროცესი.

როგორ უნდა მოვამზადო პირის ღრუ ბრეკეტებისათვის?

მანამ, სანამ გადაწყვეტთ თქვენი პატარისათვის ბრეკეტ-სისტემის  დაყენებას და დაჯავშნით ვიზიტს ორთოდონტთან, აუცილებელია მოაწესრიგოთ თქვენი შვილის კბილები და პირის ღრუსთან დაკავშირებული სხვა პრობლემები. მიმართეთ სტომატოლოგს და უმკურნალეთ თქვენს პატარას კარიესზე. ასევე მიზანშეწონილია კბილების პროფესიული წმენდის ჩატარება. რაც  უფრო ჯანსაღია კბილები, ბრეკეტებით მკურნალობის პროცესში, მით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს მოზარდი, რადგან, ბრეკეტ-სისტემის ყოველდღიური ხმარების ერთგვარ დისკომფორტს, თან აღარ ერთვის დაზიანებული კბილის მკურნალობის აუცილებლობით გამოწვეული დამატებითი პრობლემები. რაც შეეხება ბრეკეტ-სისტემის დაყენებამდე კბილების პროფესიულ წმენდას, ქვებისა და ნადების მოშორება ორთოდონტს შესაძლებლობას მისცემს დააყენოს ბრეკეტი უფრო მყარად,  კბილის სუფთა ზედაპირზე. 

რამდენ ხანს გრძელდება ბრეკეტების დაყენების პროცედურა?

ბრეკეტების დაყენების პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბავშვის პირის ღრუს სპეციფიკასა და ჩასატარებელი სამუშაოს სირთულეზე. შესაბამისად, ყოველი პროცედურა ინდივიდუალურია, თუმცა, ძირითადად, 40 წუთამდე გრძელდება.

როგორ მოვუაროთ ბრეკეტებს?

მას შემდეგ, რაც თქვენი პატარა  გაიკეთებს ბრეკეტებს და დაიწყებს მკურნალობის პროცესს, მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ რა ცვლილებების შეტანა მოგიწევთ პირის ღრუს მოვლის ყოველდღიურ რუტინაში: 

  • თქვენმა პატარამ უნდა იცოდეს, რომ კბილები აუცილებლად უნდა გავიხეხოთ ყოველი ჭამის შემდეგ, არანაკლებ 10 წუთისა. ერთბოჭკოიანი ჯაგრისი წმენდს ბრეკეტებს და მის მიმდებარე ზედაპირებს, კბილთა შორის სივრცეებს, კბილებს ღრძილის გასწვრივ.
  • ბრეკეტებით მკურნალობისას  არ შეიძლება მყარი საკვების ჩაკბეჩვა და დაღეჭვა რათა არ დავაზიანოთ ბრეკეტი.
  • რაც მთავარია, ნუ მისცემთ თქვენს შვილს საღეჭ რეზინს. 

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს პატარა პაციენტებსა და მათ მშობლებზე. ჩვენი გამოცდილი ორთდონტები უზრუნველყოფენ, რომ ბრეკეტებით მკურნალობის ყველა ეტაპი იყოს ბავშვისთვის კომფორტული და სასიამოვნო პროცესი. კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona (Dental products and technologies) პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც 1899 წელს დაარსდა და უკვე საუკუნეზე მეტია აწარმოებს სამედიცინო აპატარურასა და ხელსაწყოებს. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” და მისი ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით. აქედან გამომდინარე, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს. შესაბამისად, ჩვენს კლინიკაში ბრეკეტებით მკურნალობისას გათვალისწინებულია თანამედროვე მკურნალობის ყველა სტანდარტი და პაციენტისათვის სასურველი შედეგის მიღება გარანტირებულია.

ჩვენს კლინიკაში პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ საბანკო განვადებითაც.

სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16