Disable Preloader

ბლოგი

რა უნდა ვიცოდეთ კარიესსა და მის სტადიებზე

28 სექტემბერი 2023

რა არის კარიესი?

კარიესი თანამედროვე სამყაროში ყველაზე გავრცელებული არაგადამდები დაავადებაა.  2017 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 95% უჩივის კარიესის მძიმე ან მსუბუქ ფორმას.

კარიესი პათოლოგიური პროცესია, რომელიც ვითარდება კბილის ამოჭრის შემდეგ. ადამიანის პირის ღრუში ძალიან დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმია, რომელიც ძალიან სწრაფად მრავლდება. კარიესის გამომწვევი მიზეზი, სწორედ კბილის მაგარ ქსოვილებზე არსებული მიკროორგანიზმებია. ბაქტერიები, რომლებიც პირის ღრუში ცხოვრობენ არიან: სტრეპტოკოკები, ლაქტობაცილები და აქტინომიცეტები. როგორც წესი, ისინი დაბადებიდან, დედიდან „მემკვიდრეობით“, ძუძუთი კვების დროს გადაეცემა ბავშვს და მათი მოშორება შეუძლებელია. კბილების გახეხვიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ბაქტერიების რიცხვი შეიძლება მილიონამდე გაიზარდოს. სტრეპტოკოკები გადაამუშავებენ ნახშირწყლებს, რომლებიც საკვებიდან მიიღება და სანაცვლოდ გამოყოფენ მჟავებს, რომელიც აზიანებს კბილებს. ამ პროცესზე განსაკუთრებით საქაროზა მოქმედებს, რომელსაც რაფინირებული შაქარი და შესაბამისად, შაქრის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს. კარიესი იწყება იმით, რომ პირში იქმნება ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები და კბილის მაგარი ქსოვილები კარგავს მინერალებს.

კარიესის ოთხი სტადია 

პათომორფოლოგიური ცვლილებების მიხედვით კლინიკურ პრაქტიკაში გვხვდება ხუთი ტიპის კარიესული პროცესი. ესენია: 

  • კარიესი ლაქის სტადიაში - როდესაც კბილი სიღრმეულად დაზიანებული არ არის და მის ზედაპირზე შეინიშნება მინანქრისაგან განსხვავებული, მეტად თეთრი ფერის ლაქა.
  • მინანქარის კარიესი - როდესაც კბილის გარე საფარი უკვე დაზიანებულია და მასზე აღინიშნება მუქი ფერის ლაქები.
  • კარიესისსაშუალო სტადია - ამ დროს ლაქების ზომა და ფერი საკმაოდ შესამჩნევია, პაციენტის კბილი დაზიანებულია, მაღალ მგრძნობელობას იწვევს როგორც ცივი, ასევე ცხელი ან თუნდაც ტკბილი საკვები. ამ დროს შესაძლებელია მოხდეს კბილის გარშემო არსებული რბილი ქსოვილების შეშუპება.
  • ღრმა კარიესი - კარიესის ბოლო სტადია. არის შემთხვევები, როდესაც მკურნალობის მიუხედავად შეუძლებელია ნერვის გადარჩენა.

ძირითადი ფაქტორები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ კარიესის შესახებ 

კვება - კარიესის წარმოქმნაში დიდ როლს თამაშობს კვების რაციონი. მრავალრიცხოვანი კლინიკური და ექსპერიმენტული გამოკლვლევებით დადგენილია, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება და მათი პირის ღრუში გაჩერება, ზრდის კარიესის განვითარების რისკს.

გადატანილი დაავადებები - კბილის მინანქარი ხასიათდება მაღალი მინერალიზაციით. გადატანილი დაავადებები, რომლებიც იწვევენ ნერწყვის შემადგენლობის ხარისხობრივ და რაოდენობრივ ცვლილებას, ირიბად მოქმედებენ დემინერალიზაციის პროცესზე და შესაბამისად შლიან მინანქრის ქსოვილს და იწვევენ კარიესს.

მიკროორგანიზმების მნიშვნელობა - კბილის მინანქართან მიკროორგანიზმებისა და ნახშირწყლების  შეხების გარეშე, კარიესის განვითარება შეუძლებელია. ბაქტერიების სიმრავლე კარიესის გამომწვევი ერთ-ერთი პირდაპირი მიზეზია.

გარე ფაქტორების ზემოქმედება - ცნობილია, რომ სხივური თერაპიის შეეგად, განსაკუთრებით თავის და კისრის მიდამოში, 6-8 თვის შემდეგ ჩნდება კბილების დაზიანების ნიშნები თეთრი ლაქების სახით, შემდეგ კი ყალიბდება კარიესული ღრუები.

კბილის ნადები - ესაა ბაქტერიების ერთგვარი მასა, რომელიც მჭიდროდ ეკვრის კბილის ზედაპირს და განსაზღვრულ პირობებში გარკვეულ უბანზე ქმნის მინანქრის დემინერალიზაციისათვის ხელსაყრელ გარემოს. ამ უბანზე მომატებულია მჟავიანობა და ხდება ემალის ნელი შლა. კბილის ნადები არის გამჭვირვალე, რბილი, წებოვანი მასა, რომელიც თითქმის მთლიანად შედგება ბაქტერიებისა და მათი ცხოველქმედების პროდუქტებისგან.

ნერწყვის დაცვითი მნიშვნელობა - აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ნერწყვის საშუალებით ორგანიზმი ახდენს პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმების კონტროლს. პირის ღრუს ნორმალური ფლორა დამცავ ფუნქციას ითავსებს გარედან მოხვედრილი მრავალი პათოლოგიური მიკროორგანიზმებისგან. შესაბამისად, ნერწყვის ჯანსაღ შემადგენლობაში (ორგანიზმში განვითარებული გარკვეული დაავადებებების ფონზე) ნებისმიერი ცვლილება შეიძლება გახდეს კარიესის განვითარების წინაპირობა. 

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკის” (ვერა, ქუჩიშვილის ქუაჩა 11)  გამოცდილ ექიმთა გუნდი პაციენტებს უწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას. ჩვენს კლინიკაში ზუსტად შეაფასებენ თქვენს სამედიცინო შემთხვევას და დაგეგმავენ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომპლექსურ მკურნალობის კურსს. ჩვენი გუნდის წევრების მრავალწლიანი გამოცდილება, თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობისა და მომხიბვლელი ღიმილის შენარჩუნების გარანტიაა.

კონსულტაციაზე ჩაწერისა და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16