Disable Preloader

ბლოგი

ყველაფერი, რაც ღრძილების ანთების შესახებ უნდა ვიცოდეთ

19 ოქტომბერი 2023

პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ის მიმართულებაა, რომელიც ღრძილის დაავადებებს შეისწავლის. ლამაზი ღიმილი კი ჯამრთელ, ვარდისფერ ღრძილს გულისხმობს. პირის ღრუს პაროდონტოლოგიურ სტატუსს უფრო მეტის თქმა შეუძლია ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე, ვიდრე მხოლოდ ის, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი ღრძილები ვიზუალურად. ჯანსაღი ფერისა და ფორმის ღრძილები მომხიბვლელი და სასიამოვნო ღიმილის მთავარი შემადგენელი ნაწილია.

რა არის და როგორ ვითარდება პაროდონტიტი?

პაროდონტიტი კბილის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელმაც შესაძლოა დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში გამოიწვიოს კბილების დაკარგვაც კი. პაროდონტის დაავადებები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ყოველი 10 ზრდასრულიდან 7 უჩივის. პაროდონტის მრავალი სახის დაავადება არსებობს, თუმცა მათი უმრავლესობა გამოწვეულია პირის ღრუში დაგროვილი ბაქტერიული მასით (ბიოაპკით). ასეთი მავნე პათოგენური ბაქტერიები იწვევენ ანთებით პროცესს, რასაც მოსდევს კბილების მორყევა ყბის ძვალში, ძვლის განლევა და საბოლოოდ ჯანსაღი კბილების დაკარგვა. ბაქტერიების დაგროვების შედეგად ვითარდება ასევე გინგივიტი, ანუ, ღრძილების ანთება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა, ბაქტერიები აღწევენ უფრო ღრმა შრეებში კბილის ფესვის ზედაპირზე და ვითარდება პაროდონტიტის დაავადება. ნადების გარდა, პაროდონტიტის რისკ ფაქტორები შეიძლება იყოს, მაგალითად, დაქვეითებული იმუნიტეტი, გენეტიკური ფაქტორი, თამბაქოს ხშირი მოხმარება, მედიკამენტოზური მკურნალობის გვერდითი ეფექტი, სტრესი და არასწორი კვება. რაც შეეხება პაროდონტიტის სიმპმტომებს, ისინი მრავალფეროვანია, დაავადება შეიძლება იყოს უსიმპტომო თუმცა ძირითადად ვლინდება ღრძილებიდან სისხლდენაში. ამასთან ერთად პაროდონტიტს ახასიათებს, ვიზუალური და ჰიგიენური დისკომფორტიც,  რაც გულისხმობს ზომაში მომატებულ წითელი ფერის ღრძილებსა და უსიამოვნო სუნს პირს ღრუში (ჰალითოზი).

რა კავშირია გინგივიტსა და პაროდონტიტს შორის?

ღრძილებიდან სისხლდენა ხშირად პაციენტების მხრიდან არ აღიქმება როგორც სერიოზული პრობლემა და მას უხეშ კბილის ჯაგრისს აბრალებენ. ღრძილებიდან, თუნდაც მცირედი სისხლდენის იგნორირებამ შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. პირის ღრუს რბილი ქსოვილების ანთებითი დაავადებების - გინგივიტისა და პაროდონტიტის განვითარება ღრძილებიდან იწყება და საბოლოოდ  იგი მოიცავს კბილის ირგვლივ არსებულ მთლიან ქსოვილს. გინგივიტის დროს პაციენტმა  შეიძლება შენიშნოს მხოლოდ ღრძილების მსუბუქი შეწითლება, მცირე სისხლდენა და სპეციფიური უსიამოვნო გემო. ეს ეტაპი ხშირ შემთხვევაში პაციენტებისატვის უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სწორედ გინგივიტია პაროდონტის დაავადების განვითარების პირველი საფეხური და ამ სტადიაზე დაავადების მკურნალობა ყველაზე მარტივი და ეფექტურია.  სათანადო მკურნალობის გარეშე გინგივიტი გადაიზრდება პაროდონტიტში - როცა ანთებითი პროცესი უკვე ძვალზეა გავრცელებული.

პაროდონტიტის მკურნალობა

თანამედროვე სტომატოლოგიური მიღწევები და მკურნალობის უახლესი მეთოდები უმეტესწილად პაროდონტის დაავადებების სრულად განკურნების შესაძლებლობას იძლევა. „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“  პაროდონტიტის მკურნალობა ყოველთვის იწყება კონსერვატიული (ნადების მოშორება)  მეთოდებით და იმ შემთხვებში, როდესაც კონსერვატიულ მკურნალობა არ არის საკმარისი, მიმართავენ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს. კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს კბილების ღრძილის ზედა და ღრძილის ქვედა ნადებების მოშორებას. წმენდის შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს გამომწვევი მიზეზების მოშორება, როგორებიც შეიძლება იყოს: კარიესული ღრუები, ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების დეფექტები. ჩვენებების მიხედვით ხდება მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნა  და პაციენტის აყვანა დისპანსერულ დაკვირვებაზე. ღრძილების ანთებითი პროცესის თავიდან აცილებისათვის საუკეთესო გზა, ზოგადი  ჰიგიენის დაცვა და მუდმივი კონტროლია. ყოველ 6 თვეში ერთხელ მიმართეთ სტომატოლოგს, წმენდისა და გეგმიური დაკვირვებისათვის. რეგულარული დაკვირვება კი იმის გარანტია, რომ თქვენი ღიმილი მუდამ მომხიბვლელი იქნება.

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკის” (ვერა, ქუჩიშვილის ქუჩა 11)  გამოცდილ ექიმთა გუნდი პაციენტებს უწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას. ჩვენს კლინიკაში ზუსტად შეაფასებენ თქვენს სამედიცინო შემთხვევას და დაგეგმავენ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომპლექსური მკურნალობის კურსს. ჩვენი გუნდის წევრების მრავალწლიანი გამოცდილება თქვენი პირის ღრუსა და ღრძილების ჯანმრთელობის,  მომხიბვლელი ღიმილის შენარჩუნების გარანტიაა. კონსულტაციაზე ჩაწერისა და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16