გნათოლოგია (საერთაშორისო ტერმინი - Gnathology) ყბა-სახის ორგანოებისა და პირის ღრუს რბილი და მაგარი ქსოვილების სისტემურ ურთიერთკავშირს შეისწავლის და მჭიდროდაა დაკავშირებული სტომატოლოგიის ყველა სხვა მიმართულებასთან, იქნება ეს ორთოდონტია, ორთოპედია თუ სხვა.
გნათოლოგიური მკურნალობის წესების გათვალისწინება აუცილებელია ნებისმიერი სტომატოლოგიური მკურნალობის პროცესში. ყოველი მანიპულაცია პირის ღრუში, იქნება ეს თერაპიული, ორთოპედიული, ორთოდონტული და ა.შ. უნდა განხორციელდეს პაციენტის ყბა-სახის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით ისე, რომ შენარჩუნდეს სახის ბუნებრივი სიმეტრია. არასწორად ჩატარებულმა ნებისმიერმა სტომატოლოგიურმა მკურნალობამ, შეიძლება წარმოშვას რიგი პრობლემები საფეთქლ-ქვედა ყბის სახსრის მიდამოში. სახსრის ფუნქციის შეზღუდვა კი პირდაპირ იწვებს ყბა-სახის პერიმეტრის ტკივილს პაციენტებში. ამასთან ერთად, გნათოლოგიურმა პრობლემებმა შესაძლოა, ასევე, გამოიწვიოს: ტკივილი ყბისა და ზედა სახის მიდამოში, ძვლების ერთგვარი ტკაცუნი, ყბის კუნთის დაჭიმულობა, პირის ფართოდ გაღების შეზღუდვა და შუილის მსგავსი უსიამოვნო ხმა ყურებში.
გნათოლოგიური მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებში, ყბისა და კბილთა სისტემის ორგანოებისა და ქსოვილების პრობლემებმა შესაძლოა მრავალი სხვადასხვა სიმპტომით იჩინოს თავი. ასევე, ნიშანდობლივია, რომ გნათოლოგიური პრობლემების წარმოშობა არ არის დაკავშირებული პაციენტის ასაკთან და მსგავის ჩვენებები შესაძლოა აღენიშნებოდეთ, როგორც ზრდასრულ პაციენტებს, ასევე მოზარდებსაც - გარდატეხის ასაკში. შესაბამისად, იმ სიმპტომების ცონდა, რომლებიც გნათოლოგიურ პრობლემაზე მიუთითებს მნიშვნელოვანია არა მარტო თქვენი, არამედ თქვენი მოზარდი შვილების პირის ღრუზე ზრუნვის პროცესში. სიმპტომები შეიძლება იყოს: დაჭიმულობა ყბა სახის მიდამოში, პირის გაღების გართულება, შუილის მსგავსი ხმა ყურებში, თავის ტკივილი (დილით) და ტკივილი საფეთქელსა და ქვედა ყბის სახსრის მიდამოში. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აწუხებს ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი-ერთი, ან რამდენიმე, გადაუდებელი გნათოლოგიური მკურნალობის ჩატარება აუცილებელია. საჭიროა ჩაინიშნოს ვიზიტი გნათოლოგთან, შეფასდეს პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობა და საჭიროებისამებრ დაიგეგმოს დიაგნოსტიკური რენტგენის გადაღება სახსრების მიდამოში.
გნათოლოგთან კონსულტაციისთვის: ჩაეწერეთ კონსულტაციაზე
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკის“ (თბილისი, ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11) პროფესიონალ გნათოლოგებს შეუძლიათ სწრაფად განსაზღვრონ პრობლემის მაპროვოცირებელი ძირითადი მიზეზი და აღადგინონ პირის ღრუს სტრუქტურული და ფუნქციური ერთიანობა. ამისათვის, ჩვენს კლინიკაში დგება პაციენტის საჭიროებებზე სრულად მორგებული მკურნალობის კურსი, ჩვენი გუნდის პროფესიონალები აანალიზებენ პაციენტის ჯანმრთელობის ყველა პრობლემას მიზეზ-შედეგობრივი კავშირების მიხედვით და ადგენენ პათოლოგიების მკურნალობის თანამედროვე, ყველაზე ოპტიმალურ გზებს.
სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ნევროლოგის, ყბა-სახის ქირურგისა თუ ოტო-რინო-ლარინგოლოგის კონსულტაციების პარალელურად პაციენტმა აუცილებლად უნდა გაიაროს გნათოლოგის კონსულტაციაც.
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოვლევა (3D რენტგენი) საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების მიდამოში და უნდა მოხდეს კბილთა რკალის სიბრტყის განსაზღვრა. 3D კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოადგენს პაციენტების დიაგნოსტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებას, რომელიც ამომწურავ პასუხს იძლევა პაციენტის პირის ღრუს კლინიკური სურათზე. მისი მეშვეობით ხდება ორივე სახსრის დეტალური განხილვა მილიმეტრებში. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიურ კლინიკაში“ (თბილისი, ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11) დიაგნოსტიკა ხდება უახლესი Orthopos SL 3D აპარატით, ხოლო დიაგნოსტირების შემდგომ ეტაპზე გნათოლოგი ადგენს პაციენტის მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას. მკურნალობა მოიცავს 4-დან 6 თვემდე პერიოდს და მინდინარეობს სპეციალური გამჭვირვალე კაპების მეშვეობით, რომელიც თავსდება ქვედა ყბის კბილებზე და პაციენტისათვის საკმაოდ კომფორტულია.