ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, თამბაქოს პროდუქტებს დღესდღეობით 1.3 მილიარდი ადამიანი მოიხმარს. თამბაქო ადამიანის ორგანიზმისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით ხდება მისი ორგანიზმში მოხვედრა. თამბაქოს მოხმარების ყველაზე გავრცელებული ფორმა სიგარეტია, რომელიც აყალიბებს დამოკიდებულებას. მოწევა უარყოფით გავლენას ახდენს თითქმის ყველა ორგანოზე და სხვადასხვა დაავადების გაჩენის რისკს ზრდის.
მომხიბვლელი ღიმილისა და თეთრი მბზინვარე კბილებისათვის პირის ღრუსა და კბილების მხოლოდ სახლის პირობებში მოვლა, ფლოსინგი და ანტიბაქტერიული სავლების გამოყენება საკმარისი არ არის, განსაკუთრებით კი მწეველებისთვის.
თითოეული ღერი სიგარეტის მოწევისას, როცა თამბაქოს კვამლის პირის ღრუში გუბდება კბილის მინანქარი საგრძნობლად ზიანდება - ჩნდება კარიესი, ღიზიანდება ღრძილები, კბილები ყვითლდება და ხშირად, სტომატიტიც ვითარდება. სტომატიტის განვითარების ყველაზე ხშირ მიზეზად ლორწოვანი გარსის მექანიკური (გარე ფაქტორებზე დამოკიდებული) დაზიანება სახელდება. ამ დროს პირის ღრუში აღწევენ ბაქტერები, რომლებიც ლოკალურად ვითარდებიან. სტომატიტი უმეტესად მტკივნეული ეროზიების და წყლულების სახით ვრცელდება.
თამბაქოს, ასევე, ნეგატიური გავლენა აქვს ღრძილებზეც. ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ნიკოტინი ღრძილების და კბილის ქსოვილების მკვებავი სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს, რითიც პირის ღრუში მიკროცირკულაცია (სისხლის მიმოქცევა) ირღვევა, ღრძილის ქსოვილი სქელდება და კბილების ადრე გაფუჭების, ან სულაც დაკარგვის რისკი იზრდება.
თამბაქოს მოხმარება, ასევე, ხელს უშლის იმპლანტაციის შემდგომ შეხორცების პროცესის სწორად განვითარებას. ნიკოტინი ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს სიგარეტში შემავალი თუ ნიკოტინის პლასტირიდან გამოყოფილი, აფერხებს სისხლის მიმოქცევას, შესაბამისად, მცირდება პირის ღრუს რბილი და მყარი ქსოვილების, მათ შორის იმპლანტისირგვლივი ძვლისა და ღრძილის ჟანგბადით მომარაგება და კვება, რაც აისახება შეხორცებისა და იმპლანტის ძვალთან ინტეგრაციის პროცესზე. სიგარეტის კვამლი აზიანებს სანერწყვე სადინრებასაც და აფერხებს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც ნერწყვის გამოყოფის შემცირებას და პირის ღრუს სიმშრალეს იწვევს. ლორწოვანის სიმშრალე კი მის დაცვით ანტიბაქტერიულ ფუნქციას აქვეითებს და შესაბამისად, პირის ღრუში იქმნება ბაქტერიების გამრავლებისათვის ხელსაყრელი გარემო.
თამბაქოს მომხმარებლებისათვის პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მწეველები ჰალითოზის (უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან) განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვენი კლინიკის პროფესიონალები გირჩევენ:
„ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას კლინიკა “ ასევე წარმოგიდგენთ American Cancer Society ACS-ს მიერ შემუშავებულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ უარი თქვათ თამბაქოს მოხმარებაზე და დაიბრუნოთ თეთრი, ჯანსაღი და მომხიბვლელი ღიმილი:
თამბაქოს მოხმარება პირის ღრუსა და მრავალი სხვა კიბოს მთავარი რისკფაქტორია. „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობას და ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომთა გამოვლენის შემთვევაში დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
გახსოვდეთ, რომ ადრეულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სისტემატიურ მწეველები, პერიოდულად, საჭიროებენ პირის ღრუს ყველა უბნის დათვალიერება სტომატოლოგის მიერ და ქსოვილის ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში ბიოფსიის ჩატარებას.