კბილების მომატებული მგრძნობელობა
14 დეკემბერი 2023
რა არის კბილების ჰიპერმგრძნობელობა?
კბილების მომატებული მგრძნობელობა, რომელსაც ხშირად სამედიცინო ლიტერატურაში მოიხსენიებენ როგორც კბილების ჰიპერმგრძნობელობას, ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი მინიმუმ ერთხელ მაინც შეუწუხებია.
ევროპის მოწინავე უნივერსიტეტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზრდასრულ პაციენტთა დაახლოებით 60% უჩივის დისკომფორტს ცხელი ან ცივი საკვების მიღებისას. კბილების ჰიპერმგრძნობელობას პაციენტებში, მინანქრის (კბილის საფარი, იგივე კბილის ემალი) ფენის განლევა იწვევს. დროთა განმავლობაში ემალი ცვდება და კბილი გარემო ფაქტორების წინაშე დაუცველი რჩება. ადამიანის კბილის არის მილაკოვანი აგებულების, რომლებიც ნერვული დაბოლოებებით უერთდებიან კბილის ცენტრს. ისეთ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც მინანაქრის სტრუქურა იცვლება (ცვეთის, ტრამვის და ა.შ. გამო) კბილი ხდება მგრძნობიარე არა მარტო ისეთი სახის გამღიზიანებელის მიმართ, როგორიცაა ცივი თუ ცხელი საკვები, არამედ ისეთი ნივთიერებების მიმართაც, რომლებსაც შაქრის მაღალი შემცველობა აქვთ.
მომატებული მგრძნობელობის გამომწვევი ფაქტორები
არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კბილების მომატებული მგრძნობელობა და საკმაოდ დიდი დისკომფორტი შეუქმნას პაციენტს ყოველდღიურ ცხოვრებაში. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ კბილების ჰიპერმგრძნობელობა და თამამად მიირთვად ნებისმიერი საკვები, რომელსაც მოისურვებთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ რამ შეიძლება მოახდინოს ნეგატიური გავლენა თქვენი კბილების მინანქარზე და შესაბამისად მოხდეს მგრძნობელობის მომატება.
- უხეში კბილის ჯაგრისი - უხეშმა ჯაგრისმა შეიძლება კბილის ქსოვილის ტრამვირება გამოიწვიოს. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კბილების ხეხვის არასწორი ტექნიკა. ზედმეტი ძალის დატანებამ, შესაძლოა კბილის ქსოვილების ცვეთა გამოიწვიოს.
- პაროდონტიტი - პაროდონტის დაავადებების უმრავლესობას ახასიათებს ღრძილის ქსოვილების განლევა. პირის ღრუს რბილი ქსოვილების რეცესია ასევე აშიშვლებს ფესვს, რაც პირდაპირპროპორციულად, იწვევს მგრძნობელობის მატებას;
- მიკრო ბზარები კბილის ზედაპირზე - გაბზარული და ჩამოტეხილი კბილის შემთხვევაში, მაშინ როდესაც დარღვეულია ემალის საფარის მთლიანობა, ბზარში შესაძლოა გამრავლდეს ბაქტერიები, რომლებიც მარტივად ხვდებიან სადინარში და აღწევენ კბილის ნერვულ ცენტრამდე. ასეთ დროსაც შესაძლებელია პაციენტს ჰქონდეს კბილების ჰიპერმგრძნობელობა;
- ქიმიური შემადგენლობის მქონე კბილის მათეთრებელი პრეპარატები - ის კბილის პასტები და სავლებები, რომლებიც ათეთრებენ კბილებს, ხშირ შემთხვევაში შეიცავენ სოდასა და პეროქსიდს. ამ ორი ნივთიერების ქიმიური ნაერთი, კბილის ვიზუალურ გათეთრებას ახდენს კბილის ემალის ზედა ფენის „დაშლის“ ხარჯზე, რაც პირდაპირ გულისხმობს მინანქრის საფარის გათხელებას. გათხელებული და დასუსტებული მინანქარი კი ადვილად ზიანდება და შესაბამისად იმატებს კბილების მგრძნობელობაც. ამიტომ მნისვნელოვანია თქვენი კბილის ჯაგრისი და პასტა, იქნება ეს მათეთრებელი თუ ცვეულებრივი, შერჩეული იქნას ინდივიდუალურად, ექიმი სტომატოლოგის მიერ.
- ასაკი - შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ კბილის მგრძნობელობაზე გავლენას ახდენს ადამიანის ასაკიც. მეცნიერულად დაგენილია, რომ კბილების მგრძნობელობა პიკს აღწევს 25-დან 30 წლამდე ასაკის პაციენტებში;
- ნადები - კბილის ფესვებზე არსებული ნადები აგრეთვე აზიანებს ემალს და იწვევს მგრძნობელობის მომატებას;
- პირის ღრუს სავლები საშუალებები - მჟავის შემცველი პირის ღრუს სავლებების მუდმივი გამოყენება აზიანებს თქვენი კბილების ჯანმრთელობას, ათხელებს (შლის) ემალს და იწვევს ჰიპერმგრძნობელობას. თუ თქვენ უკვე გაწუხებთ მომატებული მგრძნობელობა, აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს, რომელიც დაგინიშნავთ თქვენი მდგომარეობის შესაბამის პირის ღრუს ჰიგიენურ საშუალებას;
- მჟავის შემცველი საკვები - პირის სავლებებთან ერთად, მჟავის შემცველი საკვების რეგულარული მოხმარებაც საკმაოდ საზიანოა კბილებისათვის (მაგ. ლიმონი) და იწვევს მინანქრის ფენის განლევას. მაღალი მგრძნობელობის დროს, მოერიდეთ მინერალური გაზიანი სასმელების მიღებას რათა აირიდოთ თავიდან ტკივილი და დისკომფორტი;
- სარეაბილიტაციო პერიოდი - კბილის გათეთრების, გვირგვინის რესტავრაციის და კბილის დაპლომბვის შემდეგ, შესაძლოა, მოგემატოთ კბილის მგრძნობელობა, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა და როგორც წესი, 4-6 კვირაში პაციენტს ჩივილები უქრება.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” გუნდი გირჩევთ, არ ჩათვალოთ კბილების მომატებული მგრძნობელობა „უმნიშვნელო“ ჩივილად და დროულად დაიწყოთ თქვენს პირის ღრუზე ზრუნვა. ცხელი, ცივი ან ტკბილი საკვების მიღებისას გაჩენილი დისკომფორტის პირველივე ნიშნებზე, აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს და დაადგინეთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები. ასე, თქვენ შეძლებთ დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნოთ ჯანსაღი პირის ღრუ და მომხიბვლელი ღიმილი. ჩვენს კლინიკაში (თბილისი, ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11) თქვენ დაგხვდებათ თქვენს საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. ამასთან ერთად, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ გადახდის განაწილებით.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16