Disable Preloader

სიახლეები

რა არის აუგმენტაცია?

17 მარტი 2021

რა არის აუგმენტაცია და როდის მივმართავთ ამ მეთოდს?

აუგმენტაცია ლათინური სიტყვაა და სტომატოლოგიაში ძვლოვანი ქსოვილის მომატებას/გაზრდას/გაძლიერებას ნიშნავს.

კბილების დაკარგვასთან ერთად ძვლოვანი ქსოვილი განიცდის ატროფიას (განლევას), რაც ფიზიოლოგიური პროცესია და აღენიშნება პაციენტების თითქმის 80%-ს, რომლებმაც დიდი ხანია დაკარგეს კბილები.⠀

წარმატებული იმპლანტაციისთვის საჭიროა გარკვეული ძვლის მოცულობა, რომლის აღდგენა შესაძლებელია ხელოვნური ძვლის დამატებით. საკმაოდ ხშირად ვხვდებით ჰაიმორის ფსკერის დაბალ მდებარეობას, რომლის დროსაც საჭიროა ხელოვნური ძვლის შეტანა წიაღში (სინუსლიფტინგი,სუბანტრალური აუგმენტაცია). ⠀

ჩვენს კლინიკაში წარმატებით და ზუსტი დაგეგმარებით ხორციელდება ყველა სირთულის ძვლის აუგმენტაცია, იგივე ძვლის პლასტიკა, მათ შორის ძვლოვანი დეფექტებისას, რაც სხვადასხვა ტრავმების დროს, ჩაწეული და დეფორმირებული ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას გულისხმობს.