ფერადი თავგადასავლები იწყება ღიმილით!
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა სიამაყით წარმოგიდგენთ საბავშვო წიგნაკს „ჩემი ბედნიერი ღიმილი“.
ეს არის პატარა მეგობრებისთვის შექმნილი ფერადი გზამკვლევი, სადაც მარტივი წესებით, სახალისო თამაშებით და თავსატეხებით ისწავლიან, როგორ იზრუნონ სწორად თავიანთ კბილებზე.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა მუდმივად ზრუნავს როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე და ამ ინიციატივით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანსაღი ჩვევების მნიშვნელობას ბავშვობის ასაკიდანვე.