ჩვენი კლინიკა აგრძელებს მსოფლიოს უახლესი სტომატოლოგიური მიღწევების საქართველოში დანერგვას - "ბიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ პროფესიონალი სტომატოლოგები, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისთან” თანამშრომლობით, ულტრათანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სივრცეში, პაციენტებს სთავაზობენ, ზუსტად ერთ დღეში, ნარკოზით პირის ღრუს სრულ რეაბილიტაციას და ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას, იქნება ეს  დენტალური იმპლანტაცია, ვინირება თუ თერაპიული მკურნალობა

 

ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტები თავს იკავებენ პირის ღრუს პრობლემების მოგვარებისაგან, რადგან ეშინიათ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება მოსალოდნელი დისკომფორტის გამო. „ბლიც დენტალი - „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკისა“ და „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ პროფესიონალთა გუნდი იზრუნებენ იმაზე, რომ მკურნალობის პროცესი პაციენტისათვის იყოს სრულიად უმტკივნეულო და კომფორტული. 

 

ანესთეზიის საშუალებით ტარდება პროცედურები შემდეგი მიმართულებებით:

  • დენტალური იმპლანტაცია;
  • ვინირება;
  • თერაპიული მკურნალობა;
  • ბავშვთა თერაპია.

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხითა და სისწრაფით  ამიერკავკასიის მასშტაბით წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკაა. ჩვენს კლინიკაში პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მინიმალურ დროში მიიღონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ციფრული სტომატოლოგიური სერვისები.