Disable Preloader

კარიესის მკურნალობა

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

კარიესული პროცესის დროს მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება, რის შედეგადაც ყალიბდება კარიესული ღრუ.

კარიესის განვითარების სტადია განისაზღვრება მისი სიღრმის მიხედვით:

  • ლაქის სტადია
  • ზედაპირული კარიესი
  • საშუალო კარიესი
  • ღრმა კარიესი

კარიესის მკურნალობის მიზანია აღვადგინოთ დაზიანებული კბილის ქსოვილის მთლიანობა და შევაჩეროთ პროცესის პროგრესირება.

ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში კარიესის მკურნალობა ხდება Dentsply Sirona-ს სტომატოლოგიური დანადგარით და სპეციალური სტომატოლოგიური მიკროსკოპის (ZEISS, LEICA) დახმარებით, რომელიც იძლევა 4-25-ჯერ გამოსახულების გადიდების საშუალებას. კბილის სტრუქტურების მიკროსკოპით დამუშავებით მიიღწევა ხანგრძლივი და მაღალესთეტიური შედეგი.