ადამიანზე პირველ შთაბეჭდილებას სწორედ ღიმილი ახდენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, სუფთა და ლამაზი კბილები. კბილების პროფესიონალური წმენდა გულისხმობს კბილის ქსოვილის ზედაპირიდან რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას ულტრათანამედროვე აპარატურის გამოყენებით. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკისთვის. წმენდის შედეგად კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი.
გარდა ამისა, პროფესიონალური წმენდა და ჰიგიენის შენარჩუნება ღრძილების დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა. ამასთან ერთად, წმენდა იცავს უკვე არსებულ ბჟენებს დაზიანებისაგან და მათი ხანგრძლივი გამოყენების გარანტიაა.
ხშირად, ისეთ საკვებს მივირთმევთ, რომლებიც იწვევენ კბილის ქსოვილის ფერის ცვლილებას (ყავა, ჩაი, წითელი ღვინო და ა.შ.).. ამასთან ერთად, პირის ღრუში არსებული რბილი ნადები, გარკვეული პერიოდის შემდგომ განიცდის მინერლიზაციას, რომლის შედეგადაც ყალიბდება კბილის ქვა. იგი თავისთავად იწვევს ღრძილის რეტრაქციას (ე.წ ღრძილის დაწევა) , რის შედეგადაც ვითარდება ღრძილის ანთება, ჩნდება პათოლოგიური ჯიბეები და ჰალითოზი (უსიამოვნო სუნი) პირის ღრუში. სახლის პირობებში პირის ღრუს მოვლა, ვერ უზრუნველყოფს რთულად მისაწვდომ ადგილებში ნადების სრულყოფილ მოშორებას, ისე რომ არ დავაზიანოთ ღრძილები. აქედან გამომდინარე 6 თვეში ერთხელ აუცილებელია პაროდონტოლოგთან ვიზიტი.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებას სტომატოლოგიური კლინიკა” გთავაზობთ პროფესიული წმენდის მანიპულაციის მთელ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს პირი ღრუს ქსოვილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მასში შედის ულტრაბგერის აპარატის, Air-Flow სისტემის გამოყენება, პოლირება სპეციალური პასტებით და რემთერაპიის (რემინერალიზაცია) პროცედურები.
ულტრაბგერის საშუალებით ხდება კბილების განთავისუფლება მაგარი ნადებისაგან ანუ ქვებისაგან. ულტრაბგერითი აპარატი ეფექტურად აშორებს, როგორც ღრძილის ზედა ასევე ღრძილის ქვეშა ნადებს, რომლებიც ღრძილების დაავადებების გამომწვევია. ეს არის სრულიად უსაფრთხო პროცედურა. აღნიშნული მეთოდით პაროდონტოლოგს შეუძლია კბილის ყველაზე მყარი ნადების მოშორება, უმტკივნეულოდ და ქსოვილის დაზიანების გარეშე.
Air Flow აპარატი “ნადების დელიკატური მოშორების” ყველაზე პოპულარული საშუალებაა. ეს აპარატი აშორებს კბილებზე არსებულ რბილ ნადებს, ეგრეთწოდებილ “კვებით საღებავებს” (მაგალითად: ჩაი, ყავა და მკვეთრი ფერის მქონე ნებისმიერი სხვა პროდუქტი.), ასევე air flow აპარატით ხდება „მწეველის ნადებს“ მოცილებაც. Air Flow სისტემით წმენდა სრულიად უსაფრთხოა, რადგან გამწმენდი ფხვნილის შემადგენლობაში არ შედის აგრესიული კომპონენტები. წნევის ქვეშ სპეციალური ქვიშა (ნატრიუმის ბიკარბონატი, კალციუმი, გლიცინი) წყალთან ერთად ქმნის ჭავლს, რომელიც მარტივად აშორებს ნადებს, ყოველგვარი ზიანისა და კბილების ტრავმირების გარეშე. აღნიშნული პროცედურის შემდეგ კბილები დიდი ხნით ინარჩუნებენ სიპრიალეს, სისუფთავეს და სილამაზეს.
პროფესიული წმენდის შემდეგ რეკომენდირებულია რემინერალიზაციური თერაპიის ჩატარება. რემინერალიზაცია კბილის მინანქრის ნორმალური სტრუქტურისა და მასში მინერალების შემცველობის ნორმალური დონის აღდგენის პროცესია. ამ პროცედურისათვის გამოიყენება სხვადასხვა ფტორ შემცველი პრეპარატები კბილის ემალის გასამაგრებლად.
პროცედურის ხანგრძლივობა შეადგენს 60 წუთს. რემინერალიზაციის შემდეგ 2 სააათის განმავლობაში რეკომენდირებულია თავი შევიკავოთ პიგმენტის შემცველი საკვების მიღებისაგან.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები