როგორ შევინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა სადღესასწაულო პერიოდში?
28 დეკემბერი 2023
პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა სადღესასწაულო პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ტრადიციულად საახალწლო პერიოდი დატვირთულია მრავალფეროვანი საკვებითა და ტკბილეულით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არსებობს პირის ღრუს მოვლის ისეთი წესები, რომელთა დაცვაც მოგვცემს საშუალებას ბოლომდე დავტკბეთ ჩვენთვის საყვარელი, ტრადიციული საახალწლო ნუგბარით და ამასთან ერთად, შევინარჩუნოთ მომხიბვლელი და ჯანსაღი ღიმილი.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ გაანებივრით საკუთარი თავი, არ მოერიდოთ ჩურჩხელასა თუ გოზინაყს და კბილების ჯანმრთელობა ჩვენი რჩევების გათვალისწინებით შეინარჩუნოთ.
- გაიხეხეთ კბილები სწორად - კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი წესია კბილების რეგულარული გახეხვა. კბილების გახეხვა არის ჰიგიენის დაცვის უპირველესი გზა, რომელსაც ნებისმიერი პროფესიონალი სტომატოლოგი გირჩევთ. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ იხეხავთ კბილებს და იჭერთ კბილის ჯაგრისს. როდესაც ჯაგრისით იწმენდთ პირის ღრუს, დარწმუნდით, რომ კბილის ჯაგრისი კბილის ზედაპირს ეხება 45-გრადუსიანი კუთხით ღრძილების ხაზის ზემოთა ნაწილში. ასევე, მიაქციეთ ყურადღება, რომ კბილები მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში უნდა გამოიხეხოთ ისე, რომ კბილების ზედაპირის უმეტეს ნაწილს - როგორც წინა ასევე უკანა მხარე - კბილის ჯაგრისი სათანადო კუთხით შეეხოს. როდესაც კბილების გახეხვის პროცესი დასრულდება, აუცილებლად გაიწმინდეთ ენაც. გაიწმინდეთ ენის ზედაპირი და სასა, რათა დარწმუნდეთ, რომ პირის ღრუ თავისუფალია ბაქტერიებისგან - ეს ყველაფერი თავიდან აგარიდებთ არასასიამოვნო სუნს.
- გაითვალისწინეთ ფლოსინგის მნიშვნელობა - ყველამ ვიცით, რომ ფლოსინგი (კბილის გაწმენდა სპეციალური ძაფებით) დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ გახსოვდეთ ერთი რამ: კბილების გახეხვის შემდეგაც კი, კბილების ზედაპირის მინიმუმ 40% ხელუხლებელი რჩება. ძაფების გამოყენება ხელს უწყობს, კბილთა შორის სივრცეში დარჩენილი, საკვები ნაწილაკების და სხვა ნივთიერებების მოცილებას, რომელთა ამოღებაც შეუძლებელია ჩვეულებრივი ჯაგრისის გამოყენებით. ამიტომ რეკომენდირებულია ძაფების გამოყენება დღეში ერთხელ მაინც. პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ, პირის ღრუს ირიგატორი. ირიგატორის მთავარი დანიშნულებაა, წყლის პულსის ხარჯზე კბილთაშორისი სივრცეების ნადებისგან გათავისუფლება. იგი განსაკუთრებით ეფექტურია ბრეკეტების, იმპლანტების, ორთოპედიული გვირგვინებისა და ვინირების დროს.
- გამოიყენეთ პირის ანტიბაქტერიული სავლები და უშაქრო საღეჭი რეზინი - საღეჭი რეზინი კარგი საშუალებაა პირის ღრუში ნერწყვის გამომუშავებისთვის. ნერწყვს აქვს დამცავი ფუნქცია, რადგან იგი აბალანსებს მჟავიანობას პირის ღრუში და ხელს უშლის კბილის ემალის დაზიანებას (კარიესის განვითარებას). საახალწლო პერიოდში, როდესაც ჩვეულზე უფრო მეტ საკვებს ვიღებთ, მნიშვნელოვანია პირის ღრუში დაცული იყოს ნერწყვის ჯანსაღი გამოყოფის (სეკრეციის) პროცესი. რაც შეეხება ანტიბაქტერიულ სავლებს, იგი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სუნი და ღრძილების პრობლემები.
- გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტა - თუკი აქამდე თქვენს არ იყენებდით ფტორის შემცველ კბილის პასტას სადღესასწაულო პერიოდშია უცილებლად დაამატეთ თქვენი პირის ღრუს მოვლის რუტინაში. გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტა ყოველდღიურად რადგან ფტორი აჯანსაღებს კბილის ზედაპირს და აწვდის მას საჭირო მინერალებს.
- მოერიდეთ თამბაქოს - თამბაქოზე უარის თქმა არის ერთ-ერთი შესანიშნავი გზა, რომლითაც შეგიძლიათ დაიცვათ პირის ღრუ სერიოზული გართულებებისაგან. თამბაქოს მოხმარების შემცირება თავიდან აგარიდებთ პაროდონტის ისეთი დაავადებებს, როგორებიცაა: ღრძილების ანთება (პაროდონტიტი), სასისა და ენის სიმსივნე და სხვა.
- დალიეთ ბევრი წყალი - წყლის სათანადო რაოდენობის მიღება პირდაპირ კავშირშია კბილებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობასთან. სასმელ წყალს შეუძლია გააძლიეროს თქვენი კბილის მინანქარი და გახადოს იგი ნაკლებად მიდრეკილი კარიესისკენ. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ სადღესასწაულო პერიოდში ყოველდღიურად მიიღებთ წყლის ჯანსაღ რაოდენობას.
- დაგეგმეთ ვიზიტი სტომატოლოგთან - პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უნდა მიმართოთ სტომატოლოგს, მინიმუმ 6 თვეში ერთხელ და ჩაიტაროთ კბილების პროფესიონალური წმენდა. "ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გირჩევთ სადღესასწაულო პერიოდის დასრულების შედეგ დაგეგმოთ ვიზიტი სტომატოლოგთან და შეამოწმოთ თქვენი პირის ღრუს კლინიკური მდგომარეობა, ასე თავიდან აირიდებთ კბილებზე ქვების წარმოქმნას და ხელს შეუშლით კარიესის განვითარებას.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელს!